Home ახალი ამბები მეუფე დიმიტრი: ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც ციანიდის დოზაზე და განეიტრალებაზეა...

მეუფე დიმიტრი: ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც ციანიდის დოზაზე და განეიტრალებაზეა საუბარი

760

მეუფე დიმიტრის განცხადებით, დეკანოზი იგივე აზრზეა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. როგორც მან ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განმარტა, გამოძიებასთან კითხვები აქვს, რადგანაც ვერ დადასტურდა დეკანოზის მიერ ციანიდის შეძენის ფაქტი, მაგრამ მისთვის კითხვას ბადებს ის ფარული ვიდეოჩანაწერიც, სადაც დეკანოზი  ციანიდის დოზაზე და განეიტრალებაზე საუბრობს.

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და თავისთავად, ეს გასაკვირი არ იყო. მამა გიორგი არის ისევ თავის აზრზე, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე საკმაოდ დიდხანს ვისაუბრებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ და ის, ვინც ეს დაგეგმა არის ძალიან ბოროტი ადამიანი – ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან ამბოხში წინააღმდეგობაში ჩართულობა. მე კითხვა დავსვი, რატომ ხარ შენ ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირი? – მე წინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ ბევრი კითხვები დამიტოვა გამოძიებამ, ჰქონდა თუ არ ჰქონდა მას ციანიდი, ვერ დადასტურდა, რომ მან ნამდვილად შეიძინა ის, მაგრამ მე ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც არის საუბარი დოზაზე, განეიტრალებაზე და ა.შ. ის ისევ რჩება თავის აზრზე, რომ მას ეს მოუწყვეს და ეს მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ასახელებდა და აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა შეკვეთა, რომ ჩამოეტანა და გადაეცა მისთვის“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მისივე შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ძალიან ემოციური და მძიმე საუბარი ჰქონდა.

„მე ხშირად მსაყვედურობენ, ამდენი ხანი რატომ არ მოვინახულე. ჯერ ერთი, გამოძიების დროს ზედმეტი კითხვები რომ არ დასმულიყო, თავი შევიკავე. ერთ-ერთი მღვდელმთავარი როდესაც შევიდა მამა გიორგისთან, ჩვენ  ჯერ კიდევ გერმანიაში ვიყავით, გაჩნდა კითხვა, მღვდელმთავარმა ხომ არ უკარნახა და ა.შ. ამანაც განაპირობა. თან მოწმეც ვიყავი და იურიდიულად არ მქონდა უფლება. მეორე, ემოციურად მძიმე მდგომაროებაში გახლდით, ეს უნდა დამეძლია. ეს იყო ჩემთვის ცის ჩამოქცევა. ეს ყველაფერი იქნა დაძლეული. შევხვდით. ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა, ძალიან მძიმე“, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრი, ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად დღეს მივიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here