Home რუბრიკები პოლიტიკა მერე რა, რომ ნაცია?!

მერე რა, რომ ნაცია?!

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ძალიან მიგვაჩვევინეს ყური ამდაგვარ განცხადებებს

5984
ალეკო ელისაშვილი

თავის დროზე, მაშინ, როცაერთიანი ნაციონალური მოძრაობისუკლებლივ ყველა ლიდერს სამართლებრივად უნდა ეგო პასუხი ჩადენილი დანაშაულებისთვის, ახალმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ კოაბიტაცია გამოაცხადა. ეს იყო ადამიანების მწამებელ მანიაკებთანთანაცხოვრებისპირველი ტალღა და ჩვენ იმის მომსწრენიც შევიქენით, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა სცადეს, ესეც ქართველი ხალხისთვის დაებრალებინათ. ყველას კარგად გემახსოვრებათ, მაგალითად, იმჟამინდელი პარლამენტარის, შემდგომ საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრის განცხადება: “კოაბიტაცია ჩვენ ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და დაგვავალა”.

მიუხედავად იმისა, რომ არც მე და არც ჩემ გარშემო ვინმეს არავისთვის მსგავსი არაფერი დაგვიკვეთავს და დაგვივალებია, “ენ-დი-აი”-სა და “აი-არ-აი”-ს კვლევებისა არ იყოს, ხალხს მაინც მოგვაწერეს ის, რაც არც კი დაგვსიზმრებია _ თურმე ძალიან გვინდოდა ნაციონალებთან ჩახუტება და მათთან ერთად “გასაოცარი დემოკრატიის ქვეყნის შენება”.

კარგი, ეგ ამბავი მოვინელეთ და ეგ ეტაპი გავიარეთ, მაგრამ იმას, რაც ახლა ხდება, ალბათ, ყველაზე გაბედული პოლიტიკური პროგნოზების კეთების მოყვარული ადამიანებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

ბოლო მაგალითით დავიწყოთ:

ეგ ლევან ხაბეიშვილი არის ძალიან მაგარი ბიჭი! მერე რა, რომ ნაცია?!” _ განაცხადა პირდაპირ ეთერში ალეკო ელისაშვილმა. ეს ამბავი გასულ კვირაში მოხდა, მაგრამ, საზოგადოდ, ბოლო წელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ძალიან მიგვაჩვევინეს ყური ამდაგვარ განცხადებებს.

ძლიერთაგან მხოლოდ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და კიდევ ორიოდე არც ისე ძლიერი და წარმომადგენლობითი პარტია დარჩა მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც ფორმულა “მერე რა, რომ ნაცია?!” არ წარმოუთქვამთ ტელეეთერში ან არ განუხორციელებიათ.

სასტიკ, მანიაკურ რეჟიმთან თავგანწირულად მებრძოლი ქართველი ხალხის თვალებიდან, ალბათ, არასოდეს ამოვა რამდენიმე თვის წინათ რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად “პოდრუჩკით” მიმავალი ეკა ბესელია და ნინო ბურჯანაძე, რომ აღარაფერი ვთქვათ კახა კუკავაზე, დავით უსუფაშვილზე, გუბაზ სანიკიძესა და სხვებზე, ან კიდევ დავით კეზერაშვილის ტელევიზიაში წამოსკუპებულ გიორგი თარგამაძეზე

არა, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ თითქოს ვინმეს პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვას ვუკრძალავდეთ. ვისაც უნდა, პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გახდეს, არ არის პრობლემა.

გასაგებია მათი განცხადებებიც, რომ აქაოდა, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება თუ არ მოხდება, ისე ურჩხულ ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთოკარგი, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისინი ხომ, ძირითდად, ის ადამიანები არიან, რომლებიცოცნებასადა ივანიშვილს სწორედ ნაცებთან კოაბიტაციის გამო შემოსწყრნენ?!

აკი, ხალხის თვალში, ხალხის გასაგონად მათი მთავარი არგუმენტი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოაბიტაცია იყო?!

ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი

ეს როგორ?! ივანიშვილს ნაცებთან კოაბიტაციის გამო უქადიპოლიტიკურ გილიოტინასდა თან, როცა გინდა, ხაბეიშვილზე ან ვინმე სხვაზე ამბობ: მერე რა, რომ ნაციაო?!

ზუსტად ვიცი, ვინმე ჩასაფრებული “ოპოზიციონერი”, რომელიც თავგადაკლული ამტკიცებს, რომ ნაცი არ არის და სინამდვილეში 100 პროცენტით ნაცურ საქმეს აკეთებს, ნიშნის მოგებით მეტყვის: თუ ასეა, მაშინ პირიქით რატომ არ ამბობ? რატომ “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს არ სდებ ბრალს ანალოგიურ ქმედებაში? განა “ოცნებაც” იმავეს არ შვრება? თვითონ ეხუტება ყოფილ ნაცებს და თან ოპოზიციას შენიშვნას აძლევს: ნაცების გვერდით რატომ დგახარო. რა, ასე არ არისო? _ მეტყვიან ისინი.

ვუპასუხებ: კი, ასეა! არც არასოდეს მითქვამს და დამიწერია სხვანაირად. მუდამ სწორედ იმას ვწერ, რომ ჩემი ქვეყნის უმთავრესი უბედურება ეს ორმაგი სტანდარტებია! კი, ბატონო. თქვენ, .. გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში ნაცებთან ხართ გაერთიანებული, მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართქართულ ოცნებასთანგაერთიანებულ ნაცებს. შემდეგ კი ერთმანეთს უნამუსოდ საყვედურობთ, უტიფრად უყენებთ ბრალდებებს ნაცებთან კავშირის გამო, მაშინ, როდესაც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ორივე მშვენივრად კადრულობთ ნაცებთან ჩახუტებასა და სიამტკბილობას. აი, სწორედ ეს არის მთავარი უბედურება ამ ბედკრული ქვეყნის.

სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ, თუკი ადრე “ოცნება” მეტად იყო ნაცებთან ჩახუტებული, ახლა უკვე ოპოზიციად წოდებულმა პარტიებმა მას ამაშიც აჯობეს. ძირითადი ამბავი არის ის, რომ “ქართული ოცნება”, ასე ვთქვათ, “გადაიბირებს” და თავის წიაღში ჩაკარგავს ხოლმე გამოჩენილ ნაცებს. ესეც, რა თქმა უნდა, უზნეო საქციელია, მაგრამ გაცილებით დიდი სირცხვილი და უზნეობა მგონია, როდესაც ესა თუ ის პარტია იქით იკარგება _ ნაცების წიაღში და აშკარად მიშა სააკაშვილის დღის წესრიგით იწყებს მოქმედებასა და თუ ლაპარაკს.

“ოცნება” გარკვეულ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობს ამ მახინჯი კოაბიტაციის გამო და თავის მართლების რეჟიმში ხან “უცხოელი პარტნიორების მოთხოვნას” აბრალებს ამ ფაქტს, ხანაც უცხო პლანეტელებს. ამასთანავე, თავის რიგებში გადაპორტირებულ ნაცებს შეცდენილ ადამიანებს და სისტემის მსხვერპლებს მაინც უწოდებს.

აი, ალეკო ელისაშვილი და სხვები კი უკვე იქამდე გათავხედდნენ, რომ ლევან ხაბეიშვილისნაირ პროვოკატორებსა და ავანტიურისტებზე ამბობენ, _ ძალიან მაგარი ბიჭიაო. ის კი არა, რომ გარემოებებმა აიძულა ამცუდ ბიჭებთანერთად დგომა _ არა! უკვე იქამდეც მივიდა საქმე, რომ ალეკო ელისაშვილი გვიმტკიცებს, თითქოსძალიან მაგარი ნაცებისგვერდით დგას და მათი მეშვეობით სურს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან განდევნა, რომელმაც ქართველ ხალხსკოაბიტაცია აკადრა”!

აი, პარადოქსი და “უკუღმა ლოგიკა” ამას ჰქვია სწორედ!

ფაქტია: ქართველ ამომრჩეველს საშემოდგომოდ ეს თაღლითები უცნაურად შეზავებულ “სალაფავს” უმზადებენ. შეჭამს თუ არა ქართველი ამომრჩეველი იმაზე გაცილებით უნიჭოდ მომზადებულ ტყუილს, ვიდრე 2003 წლის შემოდგომაზე ჭამა?

სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს, რომ არა!

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საზოგადოებას უკვე გავლილი აქვს ბევრი რამ და არც ქვეყნის ყველაზე სამარცხვინოდ მოსყიდული და გაყიდული ტელევიზია ჰგონია “გამარჯვებული ხალხის” საკუთრება…

თუმცა, ისიც საკითხავია, ამარშეჭმისშედეგად რას მივიღებთ. ისევ და ისევშეჩვეულ ჭირსპოლიტიკურად სრულიადიმპოტენტი” “ქართული ოცნებისსახით, რომელსაც ქართველი ხალხი ხელისუფლებაში კიდევ 4 წლით მხოლოდ მანიაკების მობრუნების შიშით ტოვებს?

დამეთანხმებით, ძალიან არასასურველი რეალობაა. მით უფრო, რომ ასეთ შემთხვევაშიც ქვეყანას არათუ განვითარება, არამედ სტაბილურობაც არ უწერია, რადგან აშკარაა _ ბიძინა ივანიშვილს ხელს აძლევს ნაციონალების მიერ არეულობისა და სამოქალაქო ომის დაწყების მუქარა და მუდმივი დაძაბული მდგომარეობა. შესაბამისად, შემოდგომის არჩევნების შემდეგაც უაზრო და თითიდან გამოწოვილიპროტესტებისცქერა მოგვიწევს ტელეეკრანებზე, რადგან ტელევიზიები ყოველთვის 24-საათიანი პირდაპირი ეთერის რეჟიმით აშუქებენგაერთიანებული ოპოზიციისმიერ თუნდაც იმ მიზეზით მოწყობილსაპროტესტო აქციებს”, სადაც ტრიბუნასთან გამომსვლელები მთავრობას ბრალად უყენებენ: ჩემმა მეზობელმა ამ დილით ქვას წამოჰკრა ფეხი და ამიტომ სასწარფოდ უნდა გადადგეს პრემიერმინისტრიო. ეს მაშინ, როდესაც თუნდაც “პატრიოტთა ალიანსის” მიერ მოწყობილ მართლა სერიოზული არგუმენტებით გაჯერებულ და მართლა მრავალრიცხოვან მიტინგს, დიდი-დიდი, 2-3 წუთს თუ დაუთმობენ ხოლმე.

მაშ, სად არის გამოსავალი? საქმეც ეგაა, რომ არსად!

თუმცა ეს არ ნიშნავს, ხელები ჩამოვუშვათ და არაფერი ვაკეთოთ. ჩვენ მაინც უნდა ვიაქტიურიოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია.

ვაღიარებ, რომ ნომერ პირველი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის, მისინაციონალური მოძრაობის”, მისგან ასხლეტილიევროპული საქართველოებისდა მათგან მოსყიდულიგაერთიანებული ოპოზიციისხელისუფლებაში არმიშვებაა. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტურად იყენებს სათავისოდ ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომქართული ოცნებისხელისუფლებიდან ჩამოშორება ნომერ მეორე ამოცანად ყალიბდება და არა ნომერ პირველადმაგრამ, სხვა გზა არ არის და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ _ შექმნილ ვითარებაში მართლაც არ არსებობს სხვა ძალა და სხვა პიროვნება, რომლებიც ნომერ პირველი ამოცანის შესრულების გარანტიას მოგვცემდნენდიახ, სამწუხაროდ, ეს წრე მოჯადოებულია და ამ წრიდან მხოლოდ რამე გლობალური მსოფლიო ცვლილება თუ გამოგვიყვანს ან საგარეო-პოლიტიკური კურსის მკვეთრი შებრუნება, თორემ დღეს საქმე სწორედ იმ ცნობილი ხუმრობასავითაა: თუ ფიქრობ, რომ აუცილებელია მეორე პუნქტის შესრულება, მაშინ იხილე პუნქტი პირველი!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here