მაყრიონი და… გინეკოლოგი

    ევროპელი ლიდერები ტრამპთან შეხვედრაზე

    ქორწილი მაყრიონისგან შედგება. ორივე მხარე (ნეფედედოფლის) საერთო მაყრიონს წარმოადგენს. მაყრიონის გარეშე ქორწილი ვერ იქნება და ქორწილის გარეშე მაყრიონი. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ თეთრ სახლში ქორწილის გარეშე მისული ევროპულიმაყრიონივიხილეთ.  ქორწილი არ იყო, მაგრამ ქორწილს ჰგავდა, თამადა არ იყო, მაგრამ თამადას ჰგავდა (ტრამპი, რომელიცსუფრასხელმძღვანელობდა). მაყრიონში ერთი გინეკოლოგიც (ურსულა ფონ დერ ლაიენი) ერია. ეს ის სპეციალობაა, რომელიც მაინცდამაინც ქორწილის ღამეს არა, მაგრამ ქორწინების შემდეგ მალე რომ დასჭირდებათ ხოლმე. ერთი სიტყვით, ის შეხვედრა ქორწილი არ იყო, მაგრამ ქორწილის ბევრი ატრიბუტი ჰქონდა, მიუხედავად ამისა, განწყობა უფრო საპანაშვიდო იყო. გალაკტიონისა არ იყოს, „იყო ობლობა და შეცოდება, დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა”.

    რა უნდოდათ ტრამპთან ასე კოლექტიურად ევროპულ სახელმწიფოთა მეთაურებს (საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი;  მათთან ერთად, რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და, ასე განსაჯეთ, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე)? გავიმეორებ შეკითხვას:   რა უნდოდათ აშშში ასე კოლექტიურად  თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობით ფრიად პატივსაცემ ამ პერსონებს, რატომ ჩაეწერნენ ისინი ზელენსკისმაყრიონშიიმ დროს, როდესაც უკრაინის ვადაგასულ პრეზიდენტს საპანაშვიდოდ უფრო ჰქონდა საქმე, ვიდრე საქორწინოდ?

    ამ შეკითხვის პასუხი არის ის, რომ კოლექტიური დასავლეთის მასშტაბურმა პროექტმა „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ” კრახი განიცადა. რუსეთმა გაუძლო ნატოსა და მისი მოკავშირეების ერთობლივ სამხედრო აგრესიას და უკრაინის ტერიტორიაზე იმ მასშტაბის წარმატებას მიაღწია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ერთ მუშტად გაერთიანებულმა დასავლეთმა რღვევა დაიწყო. ტრამპს აღარ სურს თავიდანვე არასწორად დაგეგმილი პროექტის („უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ”) გაგრძელება, რადგან, რაც უფრო შეტოპავს დასავლეთი, მით მეტად მძიმე ალტრნატივის წინაშე აღმოჩნდება იგი –   ან  ფიასკო, ან გლობალური ბირთვული კატასტროფა. ევროპელი ლიდერები ისეთი გონებასუსტი არიან, რომ ამ რეალობას ვერ აცნობიერებენ და უკრაინის ხელით რუსეთის დამარცხების სულელურ, მაგრამ მაცდურ იდეას ჯერ კიდევ ელოლიავებიან. ტრამპი კი, რომელიც მიხვდა პროექტის შეუმდგარობას, თანდათანობით ემიჯნება მას, თუმცა ცდილობს, ეს ისე მოახერხოს, რომ პირადად მან ამ საქმიდან სერიოზული დივიდენდები (მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ჩათვლით) მიიღოს. საბოლოო ჯამში, დივიდენდებზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მშვიდობის დამყარებაა, რომლისკენ სავალ გზად ტრამპმა (ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით) რუსეთის დამარცხების ნაცვლად  მასთან მოლაპარაკება მიიჩნია. ევროპისთვის ტრამპის ეს მიდგომა აღმოჩნდა საგანგაშო და თავზარდამცემი, ვინაიდან თანამედროვე ევროპა გონიერებისგან დაცლილი კონტინენტია, რომელიც მხოლოდ წარსული დიდების ინერციით დიდგულობს. დღევანდელ ევროპაში ბატონობს რუსოფობია, რომელმაც გაუსწრო გასული საუკუნის ევროპულ ანტისემიტიზმს და არც ფაშისტური სულისკვეთებით ჩამორჩება მუსოლინის, ფრანკოს, ჰიტლერის ეპოქას. ოცდამეერთე საუკუნის ევროპული დეკადანსი მეოცე საუკუნისას უტოლდება, რომელიც არამხოლოდ საერთო ჩამორჩენილობის, არამედ აგრესიული უზნეობის გამოა საგანგაშო და შემაშფოთებელი. ზესახელმწიფოებს შორის კონფრონტაციის გზით სიარული მსოფლიოს წალეკვით ემუქრება. მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით სიარული იოლი როდია, მაგრამ მას მაინც არ გააჩნია ალტერნატივა, იმიტომაც ჰქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა პუტინისა და ტრამპის შეხვედრას, რომ ეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაში არსებული კრიზისის დარეგულირებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იყო. ევროპა მისი რუსოფობიური და ფაშისტური სულისკვეთებით არ არის მზად ამის გასაგებად და მისაღებად. დღეს ევროპული კოლონიალური აზროვნება რუსეთთან დაპირისპირებაზე შორს ვერ მიდის. ამ მიმართულებით კი ისე ღრმად შეტოპა, რომ შეუდარებლად იაფ რუსულ ენერგომატარებლებზე არათუ უარს აცხადებს, უკვე აშენებულ გაზსადენებს საკუთარი ხელით აფეთქებს და ამერიკიდან რამდენიმეჯერ ძვირი საწვავის შემოტანას თანხმდება. ეს გლობალური კონტინენტური შეშლილობაა. ევროკავშირის ლიდერი მაინცდამაინც სამედიცინო დარგის სპეციალისტი თუ უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში მა გინეკოლოგზე მეტად ფსიქიატრი სჭირდება. არც ვხუმრობ და არც ვაჭარბებ რამეს, ევროპა დაავადებული კონტინენტია. ევროპელი ლიდერების ვიზიტი აშშ-ში ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ტრამპს ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმების ხელისმოწერაზე არ დაეთანხმებინა. ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ცდილობენ, რუსეთი ამერიკისა და უკრაინის ხარჯზე დაამარცხონ ისე, რომ თვითონ ამაში მინიმალური (მხოლოდ მოჩვენებითი) მონაწილეობა მიიღონ, ამიტომ გაერთიანდნენ ისინი ზელენსკის „მაყრიონში”, გაიღეს უზარმაზარი ხარჯები, ჩაფრინდნენ აშშში, მიადგნენ თეთრ სახლს და გამართეს ის სამარცხვინო შეხვედრა, რომელზე ტრამპის მიმართ გულისამრევი ლიქნის გარდა ერთი საქმიანი სიტყვა არ წამოსცდენიათ.

    პრესა, როგორც ყოველთვის, ჭრელია. ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკება გაცილებით უკეთესად წარიმართა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ზოგიერთი მიმომხილველი ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან ტრამპის შეხვედრის შემდეგ იმასაც ამბობს, რომ პუტინმა მარცხი განიცადა. არის საწინააღმდეგო მოსაზრებებიც. კერძოდ: ევროპა, რომელიც რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლის გაგრძელების მოთხოვნით გამოდის, უკრაინის კრიზისის დარეგულირებას ხელს უშლის, ვინაიდან აშშ-ს ახლა სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს, ვიდრე წინამორბედი ადმინისტრაციის პირობებში ჰქონდა.

    ურსულა ფონ დერ ლაიენი

    Washington Post-ი ამასაც კი წერს: „ტრამპი აღტაცებული იყო ასეთი წარმომადგენლობითი შეხვედრით. მან თქვა, რომ თეთრ სახლს არასოდეს უნახავს ამ რაოდენობის პრემიერმინისტრები და პრეზიდენტები, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი საქმეები და ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა განეხილათ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები”. აქ არ ჩანს ტრამპის ნამდვილი პოზიცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ,  მან ეს თუ თქვა, ალბათ იუმორით, უფრო კი ირონიით, ვინაიდან მისი დამოკიდებულება პრემიერებისა და პრეზიდენტების მიმართ, რომლებიც მას ეახლნენ, სწორედ ამგვარ განწყობას აჩენდა: „შენ დღეს უფრო ლამაზი ჩანხარ, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ”; „რა კარგი რუჯი გაქვს, მეც მინდა ასეთი რუჯი” და სხვა ამისთანები.

    ზოგიერთი გამოცემა წერს: „ევროპელები ცდილობენ, ტრამპი შემოაბრუნონ კრემლისგან”. ეს დასკვნა უტყუარია. ევროპელი ლიდერები აშკარად აცნობიერებენ, რომ მათი საქმე უკან მიდის. ახალი მსოფლიო წესრიგის ვითარებაში, რომლის კონტურებიც იკვეთება, ევროპა საკუთარ თავს ვერ ხედავს. აშშ, რუსეთი, ჩინეთი – სულ ეს არის ზესახელმწიფოთა ნუსხა, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ევროპული სახელმწიფოები (არც ევროკავშირი, რომელიც პერსპექტივას მოკლებული გაუგებარი წარმონაქმნია) მათ შორის არ განიხილება, რადგან მისი პოტენციალი (მიუხედავად სიდიდისა და ბირთვული იარაღის არსებობისა) ამ მასშტაბამდე ვერ მიდის. ტრამპისთვის ევროპა ისეთივე ზედმეტი ტვირთია, როგორიც არის ,,დიფ სთეითი’’, რომელსაც მკვეთრად დაუპირისპირდა (ბარემ აქვე ვიტყვი: ტრამპი ,,დიფ სთეითს’’  მკვეთრად კი დაუპირისპირდა, მაგრამ ამ დაპირისპირებას სისტემურობა აკლია, რადგან მას არ აქვს გააზრებული ის, რომ ,,დიფ სთეითი’’, საბოლოო ჯამში, სხვა არაფერია, თუ არა კაპიტალიზმი). ევროპა აშშ-ის პარაზიტად ჩამოყალიბდა. ევროპელ ლიდერებს არ სურთ ამ პოზიციის დათმობა, ტრამპი კი მათ მოხერხებულად იცილებს გზიდან და იმ რეალობის შექმნას ცდილობს, რომელშიც ისინი იძულებულნი იქნებიან,  საერთაშორისო ურთიერთობებში იმაზე მოკრძალებულ მდგომარეობას დასჯერდნენ, ვიდრე ეპოტინებიან.

    ევროპელები მუდმივად აპელირებენ უსაფრთხოების ცნებით, მაგრამ არასოდეს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ ცალმხრივი უსაფრთხოება არ არსებობს. ნამდვილი უსაფრთხოება იქ და იმ შემთხვევაშია, სადაც ყველა მხარეა გათვალისწინებული. დასავლეთმა საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრი რუსეთის უსაფრთხოების ხარჯზე როდესაც დაიწყო, საკუთარ უსაფრთხოებასაც დაემუქრა. ევროპელი ლიდერები დღესაც ამ მიმართულებით სიარულს განაგრძობენ. ისინი აცხადებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით თავიანთ სამხედრო კონტინგენტს შეიყვანენ უკრაინის ტერიტორიაზე. ტრამპი სამხედრო კონტინგენტის შეყვანას არ აპირებს, მაგრამ აცხადებს, რომ სამხედრო მხარდაჭერას  სრულად არ გამორიცხავს. თეთრი სახლის პრესსპიკერ კეროლაინ ლივიტის  ნათქვამში ტრამპის პოზიცია ასე იყო ჩამოყალიბებული: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ გამორიცხა ამერიკელი სამხედროების, როგორც უსაფრთხოების გარანტიის, გაგზანა უკრაინაში”. პრესმდივანმა იქვე დასძინა: პრეზიდენტმა გამორიცხა სახმელეთო ჯარების გაგზავნა”.  ეს ცოტა ეშმაკური ნათქვამია, რადგან სახმელეთო ჯარების გაგზავნის გამორიცხვა სხვა სახის სამხედრო ოპერაციის გამორიცხვას არ ნიშნავს, მაგრამ დავანებოთ ამ თემას თავი. აქ მთავარი ორმხრივი გარანტიებია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ გასცემს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების გათვალისწინების გარეშე. ამ თემაზე ლავროვი ასეთ კომენტარს აკეთებს: „უსაფრთხოებაზე დიალოგი რუსეთის მონაწილეობის გარეშე არის უტოპია და გზა არსაით. ჩვენ გამოვდივართ ნამდვილი საიმედო გარანტიების მოთხოვნით”. „საიმედო გარანტიები” სწორედ ის არის, რასაც ორმხრივი გარანტიები ვუწოდე. უსაფრთხოების ცალმხრივი გარანტია სინამდვილეში გარანტია კი არ არის, არამედ პროვოკაცია. ალბათ, ამის გათვალისწინებით გააკეთა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ის განცხადება, რომელიც თავგზააბნეულ ევროპელებს გულზე ლახვარივით დაესოთ: შეერთებული შტატები დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ უსაფრთხოების თვალსაზრისით ვალდებულების აღებასსანამ არ გავარკვევთ, რა არის აუცილებელი ომის შეწყვეტისთვის. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა”.

    ევროპული „მაყრიონი”, რომელიც 18 აგვისტოს, აშშ-ში ვიზიტის დროს, ნეოფაშისტ ზელენსკის მხარს უმშვენებდა, ცუდი იდეით დაორსულდა. ისინი ამ ნაყოფს დროზე თუ არ მოიცილებენ, აუცილებლად შობენ პროვოკაციას, რომელმაც შესაძლებელია ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა  შეიწიროს, ევროპა კი (მსოფლიოსთან ერთად) გაცილებით ღრმა კრიზისში შეიყვანოს, ვიდრე დღეს არის. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აბორტი აკრძალულია, მაგრამ გამონაკლისი დაიშვება. ორსულობის ნაყოფი უკეთური აზრი თუ არის, იგი მშობიარობამდე უნდა შეწყდეს. ამ საქმისთვის სპეციალისტის ძებნა არ დასჭირდებათ, ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც ამბობენ, მაღალკვალიფიციური გინეკოლოგია.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here