Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): მე, როგორც სასულიერო პირი, ვერ დავიკისრებ პასუხისმგებლობას და ვერავის...

მამა გიორგი (რაზმაძე): მე, როგორც სასულიერო პირი, ვერ დავიკისრებ პასუხისმგებლობას და ვერავის მოვუწოდებ, ჩაიტაროს ვაქცინაცია

“ყველა, ვინც დღეს ადამიანებს აშინებს, რომ ხატს არ ემთხვიონ, თორემ შეიძლება დაინფიცირდნენ, ნებსით თუ უნებლიეთ, XXI საუკუნის ხატმებრძოლია!”

661
მამა გიორგი (რაზმაძე): მე, როგორც სასულიერო პირი, ვერ დავიკისრებ პასუხისმგებლობას და ვერავის მოვუწოდებ, ჩაიტაროს ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, რომელიც ჯანდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კვლავ ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომასტრაზენეკაუსაფრთხო და ეფექტიანი პრეპარატია, ერთერთ ბრიფინგზე სამღვდელოებას ვაქცინაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასულიერო პირების ძალიან სჯერა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ისინი მედიკოსებს მხარში ამოუდგებიან და მოსახლეობის მასობრივი აცრის პროცესს ხელს შეუწყობენ. მან აგრეთვე, აღნიშნა, რომ გასულ წელს ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პანდემიასთან ბრძოლაში და განსაკუთრებული ხაზგასმით წმინდა სინოდს მიმართა: “მინდა, ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია…”

შეფასებებში კიდევ უფრო თავდაჯერებული იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, რომელმაც ვაქცინაციის მიმართ საზოგადოებაში არსებულ შიშებზე ისაუბრა და დასძინა, რომ იცის სასულიერო პირები, რომლებიც ახლო მომავალში მედიის თანდასწრებით აიცრებიან: “მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით. მე, პირადად, “ჩიპი” არ მაქვს და რა ვქნა ახლა. ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება…”

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ასტრაზენეკათი” მოსახლეობის (კერძოდ, მედიკოსების) აცრა 15 მარტს დაიწყო. სამი დღის შემდეგ (19 მარტს) ვაქცინის თანამდევი უარყოფითი მოვლენით ახალციხეში 27 წლის სრულიად ჯანმრთელი ექთანი გარდაიცვალა. საზოგადოებაში ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, უარყოფითი რეაქცია და ვაქცინაციისადმი კიდევ უფრო მეტი უნდობლობა გამოიწვია. თუმცა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები, მათ შორის თვითონ მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც, საზოგადოებას არწმუნებს, რომ პრეპარატი, რომელმაც მსოფლიოში უკვე შეიწირა რამდენიმე ათეული ადამიანის სისცოცხლე, უსაფრთხოა…

უნდა გაგრძელდეს თუ არა ქვეყანაში საეჭვო პრეპარატით მოსახლეობის აცრა, დაუჭერს თუ არა მხარს ამ პროცესს ეკლესია და რა პოზიცია აქვს სამღვდელოებას, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, რამდენიმე დღეა, საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს სამღვდელოებას პროცესის მხარდაჭერისკენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებას ძალიან სჯერა სამღვდელოების, ამიტომ სასულიერო პირები მხარში უნდა ამოუდგნენ ექიმებს. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე და, საერთოდ, ვაქცინაციის პროცესზე?

_ უწინარესად, საინტერესოა ის, რომ ზოგიერთი, როგორც იქნა, მიხვდა ეკლესიის მნიშვნელობას. “მიხვდა”, რომ ეკლესიას აქვს ავტორიტეტი და ხალხი მას უსმენს, რაც ნამდვილად ასეა. ღმერთს მადლობა ამისთვის!.. რაც შეეხება კონკრეტულად მოწოდებებს, რომ სამღვდელოებამ მხარი უნდა დაუჭიროს ვაქცინაციას და ყველანაირად ხელი შეუწყოს მას, ჩემი აზრით, ეს რიტორიკა საფუძველშივე მცდარია, იმიტომ, რომ მღვდლის კომპეტენციაში არ არის ვაქცინის გაკეთებაარგაკეთების საკითხი. მღვდელი სულის მკურნალია. ფიზიკური სნეულების მკურნალობისთვის კი არსებობს ექიმი და საავადმყოფო. თუმცა ამ ექიმებმა უკვე ისე შეირცხვინეს თავი გასული წლის აღდგომას, რომ ბუნებრივია, ხალხს მათდამი ნდობა აღარ აქვს

_ რას გულისხმობთ შერცხვენაში?

_ იმას, რომ გვახსოვს ცნობილი განცხადება: თუ ეკლესიაში მივა ხალხი, კუბოებს ვერ დავითვლითო; ან კიდევ _ საერთო კოვზით ზიარება საშიშიაო, არც ხატებს უნდა მთხვეოდნენ ადამიანები და ა.შ. ის კი არა, მარხვის პერიოდში ეკლესიებთან პოლიციელები იდგნენ და, როგორც საშიშ დამნაშავეებს, ისე გვყარაულობდნენ; აღდგომა დღეს კიდევ ისეთი ამბავი იყო, გაგიჟდებოდა კაცი… სხვათა შორის, რადგან ვირუსსა და ეპიდემიაზე ვსაუბრობთ, ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით: ამ დღეებში ათონის წმინდა მთიდან გამომიგზავნეს არქიმანდრიტ საბას წერილი, რომელსაც მოყვანილი აქვს შემდეგი ფაქტი: 1981 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა წიგნი სახელწოდებითთვალი ჯოჯოხეთიდან”, რომელშიც აღწერილია საშინელი ეპიდემია. ავტორი მოგვითხობს, როგორ ჩნდება მომაკვდინებელი ვირუსი ქალაქ უჰანში და როგორ იხოცება ხალხი. იქიდან გამოიქცევა ერთი ადამიანი და შემდეგ მსოფლიოში გაავრცელებს დაავადებას. მერე აღწერილია, როგორ ხდება კარანტინი, ჩაკეტვა სხვადასხვა ქალაქებისა და .. წარმოიდგინეთ, ეს დაწერილია 40 წლის წინათახლა ამ ყველაფერს რატომ ვყვები: არ ვარ შეთქმულების თეორიების მოყვარული, მაგრამ ჩნდება მარტივი შეკითხვა _ 40 წლის წინათ დაწერილ წიგნში, პრაქტიკულად, მათემატიკური სიზუსტით არის აღწერილი დღევანდელი უბედურება, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილია?! კიდევ ვიმეორებ, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ფაქტია: არსებობს წიგნი “თვალი ჯოჯოხეთიდან”, რომლის მოძიებაც ყველას შეუძლია. რაც შეეხება ისევ იმ ფაქტს, რომ წინა აღდგომას, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს მოსახლეობას, _ არიქა, ტაძრებში არ მიხვიდეთ, ხატებს არ ემთხვიოთ, თორემ კუბოებს ვერ დავითვლითო, წინა კვირას, 21 მარტს, დასრულდა დიდმარხვის პირველი კვირა, რომელიც არის მართლმადიდებლობის ზეიმი და ხატმებრძოლებზე გამარჯვების დღე, ვფიქრობ, ეს ყველაფერი დღესაც დიდი სიმბოლური დატვირთვის მქონეა, იმიტომ, რომ ისევე, როგორც საუკუნეების წინათ, დღესაც გვესმის არანაკლებ დამთრგუნველი ხატმებრძოლური მოწოდებები ერთი კოვზით ზიარების გამო მოსალოდნელ საფრთხეებზე და იმაზე, რომ თურმე ეს ყველაფერი ინფიცირების წყაროა. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: შეუძლებელია, ხატი და წმინდა ზიარება ინფექციის გამავრცელებელი იყოს!

_ .., გრძელდება პროპაგანდა, რომ მოსახლეობამ ეკლესიებში სიარულისგან თავი შეიკავოს?

_ რა თქმა უნდა. სხვათა შორის, აქვე ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით ხატთაყვანისცემის შესახებ: იყო ერთი ბერი, რომლის შეცდენასაც ეშმაკი ცდილობდა მრუშობის ცოდვით. ასე გრძელდებოდა მთელი ცხოვრება. ბოლოს შეწუხდა ეს ადამიანი და ეშმაკს უთხრა: დამანებე თავი, უკვე ხანდაზმული ვარო. ეშმაკმა უთხრა: ღვთისმშობლის ხატი რომ გაქვს კედელზე, მოიშორე და თავს დაგანებებო. მივიდა ეს ბერი და რჩევა ჰკითხა თავის სულიერ მოძღვარს, რომელიც მასზე გამოცდილი იყო. მოძღვარი ეუბნება: სჯობს, ათასჯერ დაეცე ცოდვით, ვიდრე ხატის თაყვანისცემა შეწყვიტოო… ყველა, ვინც დღეს ადამიანებს აშინებს, ხატს არ ემთხვიონ, თორემ შეიძლება, დაინფიცირდნენ, ნებსით თუ უნებლიეთ, XXI საუკუნის ხატმებრძოლია და თავს აყენებს ეკლესიის გარეთ. ასეთი ადამიანების მიმართ, ვინც უნდა იყოს, გინდ ექიმი და გინდ პროფესორი, საზოგადოებაში ნდობა ვერ იქნება

_ დავუბრუნდეთ ვაქცინაციას, ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები გვეუბნებიან: კი, მართალია, “ასტრაზენეკაგარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ სარგებელი გაცილებით მეტიაორას უპასუხებთ მათ?

_ რას ნიშნავს, სარგებელი გაცილებით მეტია რისკებზე?! რა, არითმეტიკული გათვლებით უდგებიან ადამიანების სიცოცხლეს _ მერე რა, თუ ერთი და ორი მოკვდება, გაცილებით მეტი კარგად იქნებაო?! ჩემი აზრით, ერთი ადამიანის სიცოცხლესაც თუ ექმნება საფრთხე, ის სამედიცინო საშუალება უკვე ამოსაღებია. არ შეიძლება, ასე ვიანგარიშოთ, რომ ამდენი შეიძლება მოკლას, ამდენს გადაარჩენს. მე, როგორც სასულიერო პირი, ვერ დავიკისრებ პასუხისმგებლობას და ვერავის მოვუწოდებ, მით უმეტეს, მრევლს, ჩაიტაროს ვაქცინაცია.

_ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ვაქცინით, შესაძლოა, ორგანიზმში ელექტრონული მიკრომოწყობილობის ჩამონტაჟება ხდებოდეს. ამაზე რას ფიქრობთ?

_ ვფიქრობ, არანაირ ე.წ. ჩიპზე აქ არ არის საუბარი, ეს აბსურდია და, ვინც ამაზე ლაპარაკობს, უკიდურესობაშია გადავარდნილი, ისევე, როგორც ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ვაქცინა გადარჩენის ერთადერთი გზაა. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, თუმცა აქ კიდევ მეორე საკითხია მნიშვნელოვანი _ “ასტრაზენეკას” შემცველობის ჩამონათვალში უწერია, რისგან მზადდება…

_ რისგან მზადდება?

_ “ასტრაზენეკას” ერთ-ერთი კომპონენტია ემბრიონის, ანუ აბორტის შედეგად მოწყვეტილი ბავშვის ბიომასალა. ეს ინფორმაცია ყველას შეუძლია მოიძიოს. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი დროის კანიბალიზმი და მე ამიტომ ვამბობ უარს აცრაზე. სხვათა შორის, ამას წინათ პაატა იმნაძემ განაცხადა: რა სისულელეა, ამდენი ემბრიონი რაღაც სამედიცინო ცდებისა თუ პრეპარატებისთვის სად არისოვინც არ იცის, ოფიციალური სტატისტიკით, წელიწადში მსოფლიოში, სულ მცირე, 650 მილიონი აბორტი კეთდება

_ იმნაძემ ამ დღეებში ისიც განაცხადა, რომ იცის სასულიერო პირები, რომლებიც მზად არიან, კამერების წინ საჯაროდ აიცრან

_ ახლა რომ ალაპარაკდნენ ეკლესიის ავტორიტეტზე და სამღვდელოებას მოუწოდებენ, _ საზოგადოებას თქვენი სჯერა, მხარში ამოგვიდექითო, მაშინ რატომ არ ახსენდებათ ეს, როცა საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელ კანონებს იღებენ?! მაშინ არ იყო ეკლესია ავტორიტეტული, როცა, მაგალითად, “ბავშვის უფლებათა კოდექსსიღებდნენ?! რაც შეეხება კონკრეტულად ვაქცინაციის მსურველ მღვდლებს, კი, ბატონო, ვისაც რა უნდა, ის ქნას, მაგრამ ჩვენც გვაქვს ინფორმაცია და ჩვენი აზრიც გასათვალისწინებელია. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ჩემს ოჯახს ვერ ავცრი. რატომ, უკვე მოგახსენეთ, თუმცა არის კიდევ სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც ეს ვაქცინა მიუღებელია. მაგალითად ის, რომ ჯერ ბოლომდე არ არის გამოცდილი და სამეცნიერო კვლევების თანამიმდევრობის დარღვევით დამტკიცდა. სხვა რა გითხრათ, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი გარდაიცვალა.

მრევლს რაც შეეხება, ვერავის მოვუწოდებ, ან ასე მოიქეცით, ან ისე-მეთქი, მაგრამ, თუ ვინმე აზრს მკითხავს, ვეტყვი… დასამალი აქ, ცხადია, არაფერია… ყველამ თვითონ გადაწყვიტოს, რას იზამს და როგორ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა მამა გიორგის. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს მისი სიტყვა.
    მაშინ, როცა მრავალ ქვეყანაში შეაჩერეს ეს მკვლელი , ეს კანიბალი „ასტრაზენეკა“, ჩვენი მედიკოსების ლოზუნგებია:
    „ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს“ , „მოდის მესამე ტალღა“ …..
    ალტერნატივა კი არა , არსებობს ისეთი რამ , რასთანაც ამ „ვაქცინის“ ხსენებაც კი არ შეიძლება.
    ეს არის ადამიანის ბუნებრივი იმუნიტეტი , რომლის გაძლიერებაც შესაძლებელია მრავალი საშუალებით , რომლის გამოყენებასაც გვთავაზობენ ჰომეოპათიის , ნატუროპათიის სპეციალისტები .
    თუნდაც მარტო „იმუნოჰერბის“ (ვისაც უნდა , ეს ჩათვალოს რეკლამად . ეს მეორეხარისხოვანია ) დაფინანსების პროგრამა დიდ სიკეთეს მოიტანდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here