Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: სწორედ პატრიარქ ილია მეორის დროს ჩამოყალიბდა ჰერეთის ეპარქია. ჩვენ გვაქვს...

ლევან ჩაჩუა: სწორედ პატრიარქ ილია მეორის დროს ჩამოყალიბდა ჰერეთის ეპარქია. ჩვენ გვაქვს ჰერეთის ეპარქია და გვყავს იქ ჩვენი ეპისკოპოსი

423

უკვე რამდენიმე თვეა, “ნაციონალური მოძრაობასაქართველოს მოსახლეობას ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფებს. რამდენიც უნდა ვიძახოთ, _ რას დაგვაკლებენ ნაცებიო, ფაქტია, რომ ახერხებენ საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილის ნერვების აშლას

რამდენიმე დღის წინათ ერთერთმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა წერილი სათაურით: “საპატრიარქომ მის მიერ გაყიდულ გარეჯს ახტალა და ქობაირი მიაყიდა _ ქართულ ისტორიულ ძეგლებს პუტინი აკონტროლებს”. წერილში შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ იმ ადამიანებს, რომლებიც თვეების განმავლობაში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის დასაცავად იდგნენ. მათ რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანამზრახველები არიან, რადგან ერთი ტერიტორიის არდათმობის ხარჯზე სხვა ტერიტორიები უსიტყვოდ დათმეს. .. მოღალატეთა ნუსხაში, პირველ რიგში საპატრიარქოს, კერძოდ კი, მეუფე შიოს მოიხსენიებენ

გვესაუბრებაქართული იდეისდამფუძნებელი ლევან ჩაჩუა:

_ ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი მასალები ცალმხივად და გადაუმოწმებლად იბეჭდება, რაც ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

_ “სწორედ საკონსტიტუციო შეთანხმებამ გახადა შესაძლებელი, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახით ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს შიდა პოლიტიკური აქტორის როლი და ამ ქვეყნის გეოპოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს”, _ აცხადებს წერილის ავტორი, ამაში ცუდი რა არის?

_ მაშინაც კი, როდესაც საქართველო დაყოფილი იყო სამ სამეფოდ და ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამთავროებად, ქართველი ერის ერთობისა და ჩვენი ქვეყნის მთლიანობის ერთადერთ გარანტად მხოლოდ დედაეკლესია რჩებოდა, ამიტომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განუზომელი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების საქმეში. კონკორდატის გაფორმება ისტორიული სამართლიანობაა და არა სახელისუფლო რევერანსი. როდესაც საუბარია მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირობაზე სახელმწიფოს მხრიდან, ეს ბუნებრივია, რადგან ბოლშევიკებიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ეკლესიის სიმდიდრე სახელმწიფო უწყებების მიერ მუზეუმებშია დატყვევებული.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ აქამდე არ დაადგა საშველი ანჩისხატის დაბრუნებას, ასევე დასაბრუნებელი რჩება შეუფასებელი ხატები, ბექა და ბეშქენ ოპიზარების ოქროქსოვილები, შენობანაგებობები, საეკლესიო მიწები და ის ქონება, დღემდე სწორედ ეკლესიამ რომ შემოუნახა ქართველობას.

კაპიკები, რომლებსაც სახელმწიფო ეკლესიას უხდის და რაც ასე აწუხებს ლიბერალებს, ეკლესიის მიმართ გამოჩენილი კეთილი ნება კი არა, ელემენტარული კომპენსაციაა. საქართველოს, ჩვენი სახელმწიფოს მმართველობა, სამწუხაროდ, არ არის მართლმადიდებლური, ჩვენს ქვეყანას მართავენ მსოფლიო ელიტის მარიონეტები მოქალაქეთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე და არავინ იცის, სახელმწიფოს ფინანსები რისთვის და საით მიემართება. ეკლესია არის ერთადერთი, რომლის ხარჯებიც გამჭირვალეა და რომელიც კუთვნილ თანხას ერის სასიკეთოდ განკარგავს. ბიუჯეტიდან პირდაპირ ირიცხება ყოველი კაპიკი გარკვეული მიმართულებებით, ერთი თეთრი არ ხვდება არავის ხელში. ეკლესიისთვის გამოყოფილი ის ყბადაღებული 25 მილიონი ლარი, რომელიც ხარჯების ნახევარსაც კი ვერ ფარავს, ირიცხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლებლებში, უდედმამო ბავშვებისა და მოხუცთა თავშესაფრებისთვის. ასე რომ, დემაგოგიას შეეშვას ყველა და კონკორდატის გაფორმების მონაწილეებს შორის საკუთარი თავის წარმოჩენისგან თავი შეიკავონ, რადგან ყველა მონაწილე ცნობილია და ამით ვერავის მოატყუებენ.

ცნებათა აღრევასთან გვაქვს საქმე, როდესაც აღნიშნული წერილის ავტორი სააკაშვილის წვლილზე საუბრობს კონკორდატის გაფორმებისას. ის გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ კონკორდატი “ნაცმოძრაობამდე” გაფორმდა, სააკაშვილმა კი მის საწინააღმდეგოდ პარლამენტს “რელიგიის კანონის” სახელით ცნობილი კანონი მიაღებინა. მოგეხსენებათ, ამ კანონის თანახმად, საქართველოში მოქმედი ყველა რელიგია და სექტა ერთ სამართლებრივ სიბრტყეში მოექცა, რამაც “თავისუფლების ინსტიტუტისა” და “ნაცმოძრაობის” იდეოლოგებს ხელ-ფეხი გაუხსნა ეკლესიის დისკრიმინაციის კამპანიის დასაწყებად. მათ უმალვე გააჩაღეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აღვირახსნილი კამპანია, რომელსაც მოგვიანებით “კავკასიის” ეთერში ჩვენი დაპატიმრებაც მოჰყვა.

_ “2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებულ სპეცოპერაციაშიგარეჯი საქართველოამონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლება, “ოცნებისპროპაგანდისტული მედია და ყველა ის პარტია თუ პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც ღიად არიან შემჩნეულნი რუსეთის ერთგულებაში. სინამდვილეში რა ხდებოდა გარეჯთან დაკავშირებით. ყველამ, ვისაც კი აზროვნების უნარი შესწევს და იცნობს კავკასიის ქვეყნების უახლეს ისტორიას, კარგად იცის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანში დაიწყო ფართო პოლიტიკურპროპაგანდისტული და სამეცნიერო საფუძვლების მომზადება ალბანური კულტურის მემკვიდრეობაზე სამართლებრივი და ისტორიული საფუძვლების შესამზადებლად, რომლის მიზანიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ძეგლების ალბანური კულტურის მემკვიდრეობად გამოცხადება იყო”. ამ ბრალს გდებენ თქვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღედაღამ გარეჯის დასაცავად იდექით

_ დავითგარეჯის კომპლექსის დასაცავად საპროტესტო აქციების დაწყება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ აზერბაიჯანის მხარემ სამანქანო გზის გაყვანა დაიწყო უდაბნოს მონასტრისა და ჩიჩხიტურის მისადგომებამდე. ჩვენ ჩავედით გარეჯში და ყველას გასაგონად, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლებისაც, ვთქვით, რომ დავითგარეჯის მიმართ ქართველი არასოდეს არ წავა კომპრომისზე. მე პირდაპირ განვუცხადე ელჩის მოადგილეს აზერბაიჯანის საელჩოსთან გამართული აქციისას, რომ, რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ აზრბაიჯანელები ჩვენს ხელისუფლებასთან _ სააკაშვილი და ალიევი, ბიძინა ივანიშვილი და ალიევი _ ეს ქართველს არ აინტერესებს და რომ გარეჯის სიწმინდეები არაფრის ხარჯზე არ დაითმობა.

იკვეთებასოკარისინტერესები, შავ ფულს, რომელზეც მიშა გაურიგდა თავის დროზე ალიევს გარეჯის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, ხელი არ ახლო ივანიშვილმა, მაგრამ მოგვიანებით, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ, “ოცნებისწევრები წაეპოტინნენ ამ შავ ფულს და სწორედ ეს შეიქნა მიზეზი იმისა, ჩიჩხიტურზე და უდაბნოს მონასტერში ჩვენ რომ აღარ შეგვიძლია მისვლა. ქოცები გაურიგდებიან აზერბაიჯანელებს თუ ნაცები, ქართველი ერი არ დაუშვებს აღნიშნული ტერიტორიის დაკარგვას და რუსეთი აქ არაფერ შუაშია. ამ შემთხვევაში, როდესაც რუსეთს ახსენებენ, ბოდავენ

_ რატომ ბოდავენ? ისინი ამბობენ: “2001 წელს ბაქოში ვიზიტად მყოფ რუსეთის მართლმადიდებელ პატრიარქ ალექსის აზერბაიჯანის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოუწყო შეხვედრა მართლმადიდებელ თემთან და გადასცეს თხოვნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მათი გადაყვანის შესახებ. არადა, კანონიკური სამართლის ანაბანაა, რომ, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე მართლმადიდებელი სამწყსოს დასაპურებლად არ არსებობს ეკლესია, ეს უნდა გააკეთოს მოსაზღვრე ქვეყნის მართლმადიდებელმა ეკლესიამ”.

_ ამ სიტყვების ავტორმა მართლაც არ იცის კანონიკური სამართლის ანაბანა. რას მიქვია “მოსაზღვრე” ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია?! მაშინ დაასახელოს კანონი, რომლის მიხედვითაც აკეთებენ მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებას. ამერიკაში არსებობს როგორც ანტიოქიის, ისე კონსტანტინოპოლისა და საქართველოს ეპარქიები. ასევეა ევროპაშიც. გამოდის, რომ უკანონოა? თუ ამერიკა და ევროპა გვესაზღვრება?! ისე, ცნობისათვის, ვინც გეოგრაფია არ იცის: რუსეთიც აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქვეყანაა. და მეორე: აზერბაიჯანს რატომ უნდა მოვთხოვოთ მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის დაცვა?

ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ 1998 წელს რუსეთმა აზერბაიჯანში ახალი ეპარქია დააარსაო. მართალია, იქვე ამბობენ, სახელი გადაარქვაო, მაგრამ კავკასიისა და ბაქოს ეპარქიები ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პერიოდიდან არსებობს. როდესაც ლიბერალები ამბობენ, რა გააკეთა საქართველოს ეკლესიამ მეზობელი ქვეყნის მართლმადიდებლური სამწყსოს დასაპურებლადო, გეტყვით: სწორედ პატრიარქ ილია II-ის დროს მოხდა ჰერეთის ეპარქიის ჩამოყალიბება. დღეს ჩვენ გვაქვს ჰერეთის ეპარქია და გვყავს ამ ეპარქიის ჩვენი ეპისკოპოსი. მზაკვრულად, გაუთვითცნობიერებელი მკითხველის დასაბნევად საუბრობენ ქალკედონურ და ანტიქალკედონურ კრებაზე. ეს იყო მესამე მსოფლიო კრება, რომელზეც დადგინდა მართლმადიდებლური მიდგომა, რომ მართლმადიდებლები დავრჩით ეკლესიის სწავლების მტკიცე მომხრეებად, ხოლო სომხებმა და სირიის ეკლესიის მომხრეებმა მიიღეს მონოფიზიტობა. თუკი ლიბერალები საუბრობენ იმაზე, რომ სომხეთში არსებული მართლმადიდებლური ძეგლები, რომლებიც საქართველოს ისტორიულ ლორეტაშირს წარმოადგენს, აღარ არის ჩვენს იურისდიქციაში, მაშინ ისიც გაიხსენონ და გვიპასუხონ, ვისი დახმარებით დარჩათ სომხებს ისტორიულად ქართული მიწები სომხეთსაქართველოს ომის შემდეგ. შემთხვევით ევროპელების ჩარევის შედეგად ხომ არა?! არადა, იმ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ, გენერალმა მაზნიაშვილმა დაიბრუნა დაშნაკების მიერ წართმეული ტერიტორიები. ამ ყველაფერს იმათ გასაგონად ვამბობ, ვისაც ჰგონია, რომ ევროპა დაკარგულ ტერიტორიებს ახლა დაგვიბრუნებს.

სიცრუეა, როდესაც ამბობენ, თითქოს საქართველოს ეკლესიას არაფერი გაუკეთებია. სწორედ დედაეკლესიამ გააკეთა ის, რომ ლორე-ტაშირის ეპარქია დააარსა იმ მოძრაობების წინააღმდეგ, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთში დაიწყო.

ღვთის მადლით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ თავისი სახელმწიფოს ზოგიერთი მესვეურის მხრიდან უდიდეს ზეწოლას განიცდიდა, მაინც არ დათანხმდა და დღემდე საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ჩვენ კარგად გვახსოვს რუსეთის პატრიარქ კირილეს წინამორბედის, ალექსი მეორის, განცხადება, რომ ის არასოდეს აღიარებდა საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ჩარჩოებს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ახალაღიარებული აფხაზეთისა და ცხინვალის კუთვნილებად. მადლობა ღმერთს, რომ სახელმწიფოებს შორის არსებული საომარი მდგომარეობისა და დაპირისპირების მიუხედავად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას თავის კანონიკურ საზღვრებში. ადამიანებს, რომლებიც მცნებებს ურევენ და ფაქტებს ამახინჯებენ, ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი _ შუღლი გამოიწვიონ ერებს შორის, მათ შორის მართლმადიდებელ ერებს შორის.

_ მაგრამ ეს ადამიანები გეკითხებიან: “ის პატრიოტები, ყვირილით რომ ყელი დაიღადრეთ 2020 წელსგარეჯი სააქართველოაო”, სად იყავით 2011 წელს? სად იყვნენეგზარქოციშიო, ანდრია ჯაღმაიძე, სტეფანე კალაიჯიშვილი? ვინმეს გახსოვთ მათი საპროტესტო განცხადება, წერილი, მიმართვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომ მათ ისტორიულ კანონიკურ საზღვრებში შემოიჭრა და ამით დაარღვია ისტორიული და ეკლესიური სამართლიანობა?” და, მართლაც, სად იყავით?

_ სად ვიყავით და სააკაშვილისა და ახალაიას გულაგებში ვისხედით 2010-დან 2013 წლამდე. გამოგვამწყვდია სააკაშვილის იმჟამინდელმა რეჟიმმა და რელიგიური პატიმრები გვეწოდება დღემდე…

_ “რა ხდება ახტალასა და ქობაირში? გინახავთ სადმეეგზარქოცისპროტესტი, საქართველოს ხელისუფლების აღშფოთება, “პატრიოტთაგმინვა _ “ახტალა საქართველოა!”, “ქობაირი საქართველოა!”_ გეკითხებიან ოპონეტები და ამბობენ, რუსეთის ხელშია ყველაფერი გადასულიო

_ ისინი ამბობენ, რომ “გადასულია რუსეთის ხელში”, მაგრამ ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. საინტერესოა, რით ამტკიცებენ, რომ რუსეთის ხელშია ეს ყველაფერი. ჯერ ერთი, ძალიან დიდი სიცრუეა, რომ საქართველოს კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის უნიათობისა და უმოქმედობის გამოა გადასული ტაძრები ვიღაცის ხელში. თუკი ასეა, მაგალითი მოიყვანონ და ფაქტებით დაადასტურონ. სომხეთის ტერიტორიაზე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ისედაც ჩამორთმეული აქვს იურისდიქცია. აბა, ჩავიდეს ვინმე სომხეთში და ჩაატაროს ახტალასა და ქობაირში წირვა-ლოცვა, თავად ნახოს, დათანხმდება თუ არა მეზობელი სახელმწიფო ამას. ჩვენ, ქართველებმა, ეს ტაძრები, უძველესი ძეგლები მაშინ დავკარგეთ, როდესაც ევროპამ გადასცა სომხეთს! კიდევ ვიმეორებ: საქართველოს პატრიარქმა დააარსა ლორეტაშირის ეპარქია, ამით მან თავისი სათქმელი თქვა, რომ ლორე და ტაშირი საქართველოს ეკუთვნის და ამ ეპარქიის ხელმძღვანელი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა. იმედია, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, რადგან ისტორიულ სამართლიანობას არა ერთხელ უზეიმია. თბილისი სულაც არაბების ხელში იყო სამასი წლის განმავლობაში, აჭარა კი _ თურქების ხელში. ასე რომ, აღდგება ის კანონიკური სამართალი იმ ჩარჩოებში, რომელიც იყო ისტორიულად საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილი. თუკი საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით ხდებოდა რაიმე მოძრაობები სომხეთსა და აზერბაიჯანში და იყო მცდელობები ჩვენი ქართული ძეგლების დაპატრონების, გეტყვით, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც უკვე იყვნენ დაპატრონებულები. კარგად გვახსოვს, ქურმუხის წმიდა გიორგის ტაძრიდან როგორ გამოაძევეს ქართველი მღვდელი, კარიც აუჭედეს და წირვა-ლოცვაც აუკრძალეს, მაგრამ ჩვენმა პარტიარქმა ეპარქიები დააარსა და ეპისკოპოსებიც დანიშნა.

დიახ, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია მეორემ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ტაძრებისა და მონასტრების შენარჩუნების საქმეში. ჩვენი პატრიარქის მიერ დაარსებულ ეპარქიებს ყველა ქვეყანა პატივს სცემს, ყველა აღიარებს. ლიბერალები ამბობენ, რომ ეკლესია ის ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელსაც მთლიანად აქვს საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა მმართველი ადმინისტრაციის სახით. ამასთანავე, ისინი შეურაცხყოფენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ღირსეულ იერარქს _ მიტროპოლიტ შიოსარადა, მეუფე შიო კომუნისტების პერიოდში, ეკლესიის მმართველი კი არა, კონსერვატორიის სტუდენტი იყო.

_ “ისინიამბობენ, გარეჯს უშუალოდ პუტინი აკონტროლებსო

_ სიცრუეა ეს! საიდან? როგორ შეიძლება, რომ პუტინი აკონტროლებდეს გარეჯს?! ამის მთქმელი რით ამყარებს თავის სიტყვებს, ფაქტები აქვს რამე?! ამბობს იმიტომ, რომ პეტრე ცაავა გაამართლოს. ისინი თავს ესხმიან პატრიარქს და მეუფე შიოს იმის გამო, რომ სააკაშვილს არ გამოესარჩლნენ. სააკაშვილი იყო ეკლესიის პირდაპირი მტერი. ჩვენი, რამდენიმე ადამიანის, დაპატიმრება სწორედ მისი მიზეზითა და დაკვეთით მოხდა; სწორედ სააკაშვილმა შემოგვისიათავისუფლების ინსტიტუტიბოკერიას ხელმძღვანელობით. ჩვენ ქოცებსა და ნაცებს ერთი მედლის ორ მხარედ მივიჩნევთ. სამარცხვინოა, რომ ნაწილი იმ ერისა, რომელსაც ჰქონდა რწმენის, ზნეობის, სიმამაცის უამრავი მაგალითი, ჰყავდა მრავალი მოწამე და თავდადებული ხელისუფალი, ახლა პატივს მიაგებს უზნეო, მშიშარა ავანტიურისტ პიროვნებას.

_ “როგორ დააჩქარა ყარაბაღის მეორე ომმა ქართული კულტურისა და ისტორიის ოკუპაცია საპატრიარქოს კრავთა დუმილის ფონზე?” _ გეკითხებიანისინი”, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რას იზამდა ნაცების ხელისუფლება, .. ყარაბაღის მეორე ომის მომსწრენი რომ ყოფილიყვნენ?

_ სააკაშვილს მხოლოდ გაფუჭება შეუძლია და გააფუჭა… ტერიტორიები რუსებს ჩააბარა და მერე ქვების გროვა უწოდა ქართულ ისტორიულ სოფლებს. ლიბერალები ყარაბაღის მეორე ომზე საუბრობენ. გაიხსენონ ის ვანდალური ფაქტები, როდესაც აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები ერთმანეთის სიწმინდეებს ანადგურებდნენ და ამის გამო ჩარიეს მხარეებმა რუსეთი კონფლიქტში, როგორც მედიატორი. ძალიან მზაკვრულად აკავშირებენ ერთმანეთთან რუსეთის ჩარევის ფაქტს აზერბაიჯან-სომხეთის განახლებულ ომში და საქართველოს ტერიტორების, სიწმინდეების დაკარგვას. ეს გაუგონარი დემაგოგიაა.

მე, ვინც დაპატიმრებული ვყავდი წინა ხელისუფლებას და გამათავისუფლა ამ ხელისუფლებამ, თანაც პოლიტპატიმრის სტატუსით, ოპოზციაში ჩავუდექი მას სწორედ იმ მიზეზით, რომ კოაბიტაცია შედგა დანაშაულებრივ ხელისუფლებასთან. მას მერე ამჟამინდელ ხელისუფლებას ყოველ წუთს ვამხელ. ყველა ჩვენი საპროტესტო აქტი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. ახალ ძალებს არ ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში. რამდენიმე თვის წინათ, როდესაც გამოქვეყნდა რაღაც ფაილები, ვნერვიულობდი, მართლაც რამე ხომ არ აქვთ სასულიერო პირებზემეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც არაფერი ჰქონიათ. რადგან არ აღმოჩნდა ლიბერალების ხელში ჩვენი მღვდელმთავრების წინააღმდეგ არაფერი, გადაწყვიტეს, პასკვილებით დააკნინონ და შემოდგომის ბუზებივით დაიწყეს კბენა. მსგავსი პასკვილები გათვლილია თავისზე უფრო მეტად უცოდინარი ადამიანების სეგმენტზე. ლიბერალების ყველა მცდელობა, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, განწირულია. ისინი ჰგვანან ფაშისტებს, რომლებიც ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ, როცა დაკავებული ევროპული ქალაქების დათმობა უწევდათ

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here