Home რუბრიკები პოლიტიკა ლგბტ პროექტი _ თანამედროვე ფაშიზმი

ლგბტ პროექტი _ თანამედროვე ფაშიზმი

დასავლური პოლიტიკური ორიენტაცია არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასავით სახიფათო და დამღუპველია

639

ბორტი # 63/9792

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამესამე გამოშვება

რა არის ე.წ. არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია? ამ შეკითხვაზე ზოგს ეს პასუხი აქვს, ზოგს _ ის. ვისთვის ავადმყოფობაა, ვისთვის _ პათოლოგია, ვისთვის _ გარყვნილება, ვისთვის კი _ ჩვეულებრივი მოვლენა, თავისი არჩევანი და ცხოვრების წესი.

ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ 1990 წლის 17 მაისს ეს მოვლენა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. დღეს ვითომ დემოკრატიული და ფსევდოლიბერალური დასავლეთი არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას ნორმად აღიარებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი ჩვეულებრივი უმცირესობების კატეგორიაში მოაქციოს და მათი უფლებებიც ისევე დაიცვას, როგორც ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი ან შშმ პირების უფლებებს იცავს. უმცირესობათა უფლებების დაცვის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ… მაგრამ მაინც ჩნდება შეკითხვა _ რატომ ასეთი წრეგადასულობა ამ საკითხზე? უმცირესობათა დაცვა ერთია, მაგრამ მსოფლიო ხომ ხედავს, რომ აქ რაღაც სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე?! არც ერთი კატეგორიის უმცირესობის ინტერესთა დაცვას არ ახლავს ამდენი წინააღმდეგობა და აურზაური, რამდენიც ამას. ეს იმიტომ ხდება, რომ სინამდვილეში საქმე, სექსუალურ უმცირესობათა დაცვასთან კი არა, გლობალურ თაღლითობასთან გვაქვს. როდესაც საუბარია გეიაღლუმებზე, ლგბტ საზოგადოებასა და მათი უფლებების დაცვაზე, როგორი საკვირველიც უნდა მოგეჩვენოთ, ნამდვილი სქესობრივი უმცირესობები და მათი ბედი არავის ახსოვს. საერთაშორისო მაფიას, რომელიც ამის უკან დგას, სულ სხვა მიზნები ამოძრავებს. ეს არის კაცობრიობისთვის გამოცხადებული ომი. პირველი მსოფლიო ომი სახელმწიფოთა დაჯგუფებებს შორის ომი იყო, მეორე მსოფლიო ომი _ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემათა და იდეოლოგიათა შორის ომი. მესამე მსოფლიო ომი, რომელიც დიდი ხანია, მიმდინარეობს, კაცობრიობის ღვთაებრივ და სატანურ საწყისებს შორის ომია. ეს ომი, წინა ორთან შედარებით, ყველაზე სასტიკი და დაუნდობელია, ვინაიდან იგი, პრაქტიკულად, კაცობრიობის მიერ საკუთარი თავისთვის გამოცხადებული ომია. ამ ომის ინსპირატორებმა, როგორც ჩანს, გააცნობიერეს, რომ სანამ ადამიანში არსებობს ღვთაებრივი საწყისი, ვერანაირი ომითა და სამხედრო ძალით მსოფლიოზე ვერ გაბატონდებიან. ისინი მიხვდნენ, რომ მსოფლიოზე გაბატონება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ადამიანი აუჯანყდება საკუთარ თავს, აუჯანყდება იმ წესსა და რიგს, რომელმაც იგი შეჰქმნა, ე.ი., თვისებრივად შეიცვლება და “ფიზიკურ, ბიოლოგიურ ფსიქოლოგიურ სხვად” ჩამოყალიბდება. ასეთი ადამიანი და, შესაბამისად, ასეთი კაცობრიობა ადვილი დასამორჩილებელი იქნება. რა ფორმულა უნდა შეექმნათ ან რა რეცეპტი უნდა გამოეწერათ ადამიანისთვის, რომ საშინელი პროცესი საკუთარი არსის უარყოფისა და “ფიზიკურ, ბიოლოგიურ ფსიქოლოგიურ სხვად” გადაქცევისა რეალურად განეხორციელებინათ? მათ მიაგნეს ადამიანის გადაგვარების ფორმულას, რომელიც თავისი არსით მართლაც სატანურია. ამ ფორმულას საფუძვლად კაცთა მოდგმის მცირე ნაწილისთვის ისტორიულად დამახასიათებელი ის ავადმყოფობა, ნაკლი თუ ანომალია დაუდეს, რომელიც სქესობრივ აღრევასა და თავისივე სქესის წარმომადგენელთა მიმართ ლტოლვაში ვლინდება. ეს ანომალია, რომელიც ბუნებაში გვხვდება, მისი რაოდენობრივი სიმცირის წყალობით, იმ ბალანსს ვერ არღვევს, რომელიც ისტორიის გაგრძელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს და მისი საფუძველთა საფუძველია, მაგრამ, თუკი მოხდება ამგვარი შემთხვევების რაოდენობის კრიტიკულ ზღვრამდე გაზრდა, ამოქმედდება დიალექტიკის ცენტრალური კანონი, რომელსაც “რაოდენობრივი ცვლილების თვისებრივ ცვლილებაში გადასვლის კანონი” ჰქვია. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ადამიანის შეცვლილი ბუნება საზოგადოების ბუნების შეცვლასაც გამოიწვევს. გაქრება ოჯახი, ადამიანში მოკვდება შვილებში ცხოვრების გაგრძელების გზით მარადისობაში ბანადრობისა და უკვდავებასთან წილნაყარობის განცდა. საზოგადოების შეცვლა არამხოლოდ იმით იქნება გამოხატული, რომ რეპროდუქციული ფუნქციის დაკარგვის შედეგად იგი, კონკრეტული ადამიანების მსგავსად, მოკვდავთა კატეგორიაში გადაინაცვლებს, არამედ იმითაც, რომ, ცხოვრების აზრის დაკარგვასთან ერთად, თავდაცვის უნარსა და ინსტინქტსაც დაკარგავს. ასეთი ადამიანისა და საზოგადოების დამორჩილება, მისი დაჩოქება და მასზე გაბატონება იმ ძალებისთვის, რომლებიც აქეთკენ მიისწრაფვიან, შეუძლებელი აღარ იქნება. მათ სწორად მიაგნეს საყრდენ წერტილს, რომლის გამოყენებითაც მსოფლიო უნდა გადაატრიალონ (აქ არქიმედეც შეგვახსენებს თავს თავისი გენიალური ფორმულით: “მომეცით საყრდენი წერტილი და მე გადავატრიალებ დედამიწას”).

ერთი სიტყვით, მსოფლიოს ამ უბოროტესმა ძალებმა დედამიწის გადასატრიალებელ საყრდენ წერტილს კი მიაგნეს, მაგრამ მათთვის ახლა ამოცანას ის წარმოადგენს, თუ როგორ აწიონ ამ საშინელი ანომალიის მქონე ადამიანების რაოდენობა იმ კრიტიკულ ზღვრამდე, რომლის გადალახვის შემდეგ საზოგადოებაში თვისებრივი ცვლილებები დაიწყება. მოგეხსენებათ, არსებობს ერთი ჯადოსნური სიტყვა _ პროპაგანდა, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. დასავლური ფაშიზმის ერთერთი ცენტრალური ფიგურა იოზეფ გებელსი აცხადებდა: “მომეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად ვაქცევ”. ამ სატანური, მაგრამ თავისთავად სწორი ფორმულის გონებამახვილური პერიფრაზით დასავლეთის თანამედროვე გებელსებმა ახალი, კიდევ უფრო სატანური ფორმულა გამოიყვანეს: “მოგვეცით პროპაგანდის უფლება და მთელ მსოფლიოს ლგბტ საზოგადოებად გადავაქცევთ”.

ჰოდა, გააჩაღეს, მაგრამ რა გააჩაღეს. ზვავივით წამოსულ ამ აღვირახსნილ პროპაგანდას ვინ დაუდგება წინ, როდესაც ყველაფერი მათ ხელშია კონცენტრირებული _ კოლოსალური თანხებით დაწყებული და სახელმწიფოს მეთაურებით დამთავრებული. ამოქმედდა პროპაგანდისტული ურჩხული, რომელმაც მთელ პლანეტას ცისარტყელად აფერადებული ჭუჭყიანი ნიფხავი ჩამოაცვა თავზე. აშშში ლგბტის ფერებით აჭრელდა თეთრი სახლი. აშშის საელჩოთა შენობებზე მთელ მსოფლიოში ლგბტ დროშები ფრიალებს. ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოთა ხელისუფლებებს თანდათანობით ანაცვლებენ ლგბტ ხელისუფლებით. საქართველოში აშშ-ისა დ ევროპის ელჩების ნაცვლად ლგბტ საზოგადოების ელჩები გველაპარაკებიან. მათი მისია უკვე დაიყვანეს ლგბტ პროპაგანდისტების მისიამდე. მსოფლიოს (რამდენიმე სახელმწიფოს გამოკლებით) უკვე ლგბტ მართავს. ევროპის წამყვან სახელმწიფოთა ლიდერები უშვილოები და უნაყოფოები არიან. ეს შემთხვევითი მოვლენა რომ იყოს, მასზე ყურადღების გამახვილება არც მოხდებოდა, მაგრამ, როდესაც ევროპის უდიდესი სახელმწიფოების უდიდესი თანამდებობის პირი მამაკაცები ოფიციალურად თხოვდებიან და ქორწილებსაც იხდიან, უნდა მივხვდეთ, რომ დასავლეთის სახელმწიფოების პირველ პირთა უშვილობა და უოჯახობა, შემთხვევითი მოვლენა კი არ არის, მიზანმიმართული ტენდენციაა.

რა აღუდგება წინ მსოფლიოსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ მუხანათურ ჩანაფიქრს? _ საზოგადოების ტრადიციული და კონსერვატორულად განწყობილი ნაწილი, _ გვპასუხობენ ერთნი, _ რელიგიგიები და სასულიერო პირები, _ გვპასუხობენ მეორენი, მაგრამ აგერ საქართველოს მაგალითზე ვნახეთ, რომ საზოგადოებაშიც და ეკლესიაშიც ელვის სისწრაფით დაიწყო პოზიციათა რადიკალიზაცია და ერთმანეთთან დაპირისპირება. ლგბტ პროექტი ის პროექტი არ არის, რომლის შეჩერებასაც რელიგია, ხალხი ან, თუნდაც, სახელმწიფოები შეძლებენ. ეს ისეთი აპოკალიფსური მიწისძვრა და ცუნამია, რომ მის შეჩერებას მხოლოდ უძლიერესი სისტემა თუ შეძლებს. მხედველობაში მაქვს კომუნისტურსოციალისტური _ ერთადერთი სისტემა, რომელსაც აღზევებული სატანის დამხობის პოტენციალი გააჩნია.

რუსეთში ლგბტ პროპაგანდა აკრძალულია, მაგრამ სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ვერც ერთი კაპიტალისტური სახელმწიფო (მათ შორის რუსეთი) სიბინძურის ამ მეწყერის შემაკავებელი ვერ იქნება. სახელმწიფო, რომელიც იმის შემდეგაც კი, რაც აშშ-მა სამხედრო დოქტრინის დონეზე მტრად აღიარა, საკუთარ ხალხს ამერიკული ინტერნეტის გავლენის ქვეშ ტოვებს, ვფიქრობ, რომ ყოვლისწამლეკავ ლგბტ პროექტს წინ ვერ აღუდგება. როდესაც ლგბტ პროექტზე ვსაუბრობ, მხედველობაში ლგბტ პირები კი არ მყავს, რომელთა უბედურებითაც ეს ბოროტი ძალები ასე საზიზღრად და უსინდისოდ მანიპულირებენ, მხედველობაში ის პროექტი მაქვს, რომელიც დასავლეთის ხელში დღეს ისეთივე იდეოლოგიური იარაღია, როგორი იარაღიც მეოცე საუკუნეში ფაშიზმი იყო. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ეს უკანასკნელი უფრო ეფექტურია, ვინაიდან ფაშიზმი მოწინააღმდეგე ძალებს ბრძოლისთვის თუ განაწყობდა, ლგბტ პროექტი ენერგიას აცლის და აძაბუნებს. დღეს დედამიწაზე მაინც არსებობს სახელმწიფო, რომელსაც დასავლეთის სატანური გეგმის ჩაშლა შეუძლია. ეს სახელმწოფო ჩინეთია. ჩინეთში ლგბტ პირთა მიმართ დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორიც რუსეთში, მაგრამ სხვა მხრივ არის თვისებრივად და პრინციპულად განსხვავებული ვითარება.

სი ძინპინი

ჩინეთმა კომუნისტური პარტიის ასი წლისთავი იზეიმა.

ჩინეთი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით ვითარდება და სასწაულებს აღწევს.

დასავლეთში აქვთ პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის შაბლონებისა და ანეკდოტების წარმოების მთელი ინსტიტუტი. ისინი იგონებენ, ჩვენ მოვიხმართ, რადგან მათ მიერ ჩვენთან გავრცელებული სიცრუე ბაჯაღლო ჭეშმარიტებად მიგვაჩნია. ეს დამოკიდებულებაც მათ შექმნეს, მათ გააჩინეს. მაგალითად: მათ შექმნეს მითი იმის შესახებ, რომ კაპიტალისტური ეკონომიკა სოციალისტურ ეკონომიკაზე ეფექტიანია. არადა, ისტორიაში არსებობს ორი ნათელი მაგალითი იმისა, რომ კაპიტალისტური ეკონომიკა ეფექტიანობით ახლოსაც ვერ მივა სოციალისტურ ეკონომიკასთან.

* მაგალითი პირველი:

სტალინური საბჭოთა კავშირი და იმავე პერიოდის სოციალისტური ეკონომიკა. უზარმაზარმა სახელმწიფომ, რომელსაც არაფერი ებადა და განვითარებას ნულიდან იწყებდა, ოცდაათ წელიწადში ისეთი სასწაული ჩაიდინა, რომლის მსგავსი სხვა დროს არსად არაფერი მომხდარა _ კოლექტივიზაცია; ელექტროფიკაცია; ინდუსტრიალიზაცია; კაპიტალისტური ბანაკის ჯაშუშებისა და მათი უზარმაზარი აგენტურისგან ქვეყნის გაწმენდა; წარმოუდგენელი მასშტაბის სამამულო ომში გმარჯვება; ომისგან მთლიანად დანგრეულ სახელმწიფოში კოლოსალური აღდგენითი სამუშაოების შესრულება; ბირთვული იარაღის შექმნა; კოსმოსის ათვისების დაწყება; სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე აგებული ზესახელმწიფოს ჩამოყალიბება. და ეს ყველაფერი, სულ რაღაც, ოცდაათ წელიწადში… აი, რას ნიშნავს და რა მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს სოციალისტურმა ეკონომიკამ.

* მაგალითი მეორე:

თანამედროვე ჩინეთი _ ეს უზარმაზარი სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა მილიარდ-ნახევარს აღწევს, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სასწაულებს ახდენს. ამ საკითხზე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები მსჯელობენ და უაღრესად საინტერესო მოსაზრებებსაც გამოთქვამენ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის, მიერ სწორედ კომუნისტური პარტიის ას წლისთავზე გამოთქმული მოსაზრებები მგონია: შეიარაღებული რევოლუციის გზით შეიარაღებული კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ჩვენ შევძელით სამი მთის დაძვრა _ იმპერიალიზმის, ფეოდალიზმისა და ბიუროკრატიული კაპიტალიზმის. ჩვენ შევქმენით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომლის ბატონპატრონად ხალხი მოგვევლინა. ჩვენ მივაღწიეთ ხალხის განთავისუფლებას და ეროვნულ დამოუკიდებლობას”.

სი ძინპინის ამ ნათქვამში აქცენტი სოციალისტურ ეკონომიკურ სისტემაზეა გაკეთებული და იქამდე არსებული სისტემები გამოცხადებულია საზოგადოების განვითარების დამამუხრუჭებელ ძალად, რომლის დაძლევაც აუცილებელია: ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და ჩინელმა ხალხმა თავიანთი გმირული ბრძოლით მთელ მსოფლიოს საზეიმოდ განუცხადეს: ჩინელ ხალხს არამხოლოდ ძველი სამყაროს დანგრევა შეუძლია, მას შეუძლია ახლის აშენებაც. ჩინეთისთვის სოციალიზმი ხსნაა, მხოლოდ სოციალიზმი აძლევს ჩინეთს წარმატებული განვითარების საშუალებას”.

ჩინეთის მეთაური ამ აზრს კიდევ უფრო განავრცობს და ერთმნიშვნელოვან დასკვნასაც გვთავაზობს: ასოთხმოც წელზე მეტი ხნის პერიოდი ჩინეთის ახალი ისტორიისა, ასწლიანი ისტორია ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და სამოცდაათ წელიწადზე მეტი ხნის ისტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა მთლიანად ადასტურებს, რომ კომუნისტური პარტიის გარეშე არ იქნებოდა არც ახალი ჩინეთი და, საერთოდ, ჩინელი ერის დიადი აღორძინების შესახებ ლაპარაკიც კი შეუძლებელი იქნებოდა”.

სი ძინპინი აქვე საუბრობს იმის შესახებაც, რომ არავის არ შესწევს ჩინელი ხალხისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთიანობაში ბზარის შეტანის ძალა. ჩინეთის კომუნისტური პარტია ყოველთვის იყო ჩინელი ხალხის ყველაზე ფართო ფენების ინტერესების გამომხატველი, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ჩინელი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებისა მარცხისთვისაა განწირული, რადგან ამას არ შეეგუებიან არც 95 მილიონი ჩინელი კომუნისტი და არც ჩინელი ხალხი, რომლის რაოდენობა მილიარდ ოთხას მილიონს აჭარბებს”. ჩინეთის ლიდერს არ აუხსნია, თუ ვის გულისხმობდა კონკრეტულად, ამ სიტყვებს როდესაც წარმოთქვამდა, მაგრამ განა ეს ძნელი მისახვედრია? აშშ და კოლექტიური დასავლეთი, რომლებმაც მოღალატეების ხელით საბჭოთა სოციალისტური სისტემის დანგრევას მიაღწიეს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩინეთშიც ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნას. ამ ლაკონურ წინადადებაში ჩინეთის ლიდერმა მისი სამშობლოს სწორედ ამ დაუძინებელ მტრებს გასცა პასუხი. ეს სიტყვებიც მათთვის იყო განკუთვნილი: ჩვენ ხალხზე დაყრდნობით უნდა შევქმნათ ისტორია, უნდა მივყვეთ განვითარების იმ კონცეფციას, რომელიც ყურადღების ცენტრში ხალხს აყენებს, აუცილებელია, განვავითაროთ ყოვლისმომცველი სახალხო დემოკრატია, დავიცვათ სოციალური თანასწორობა და სამართლიანობა”.

ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ბატონი სი ძინპინი საუბრობს ყოვლისმომცველ სახალხო დემოკრატიაზე”. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოვლისმომცველი სახალხო დემოკრატია და სოციალიზმი განუყოფელი ცნებებია. არ არსებობს (არც არასდროს უარსებია და ვერც იარსებებს) ბურჟუაზიული დემოკრატია, ვინაიდან ეს ორი ცნება ერთმანეთს გამორიცხავს. სოციალიზმი და დემოკრატია კი ის ცნებებია, რომლებიც ერთმანეთს მოითხოვენ, ურთიერთს განაპირობებენ და უერთმანეთოდ არ არსებობენ. სი ძინპინმა რამდენიმეჯერ ახსენა ჩინური სპეციფიკის სოციალიზმი. საინტერესოა, რას გულისხმობს იგი ჩინურ სპეციფიკაში: სოციალისტური სისტემის მშენებლობის პროცესში ჩინური ეროვნული ხასიათის, ეროვნული ფსიქიკისა და ეროვნული ფილოსოფიის გათვალისწინებას თუ კლასიკური სოციალიზმის თეორიის რევიზიასა და ნეოსოციალიზმის მიმართულებით სვლას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ძველის უარყოფა და ახლის ძიება იქნება. ბატონი სი ძინპინი ამ შემთხვევაშიც სრულიად ერთმნიშვნელოვან განმარტებას გვთავაზობს: ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმატებები და ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის უპირატესობის საწინდარი მარქსიზმის ეფექტიან გამოყენებაშია. ჩვენს წინსვლაში აუცილებლად უნდა ვეყრდნობოდეთ მარქსიზმლენინიზმს, მაო ძედუნის იდეებს, დენ სიაოპინის თეორიასუნდა განვაგრძოთ მარქსიზმის ძირითადი დებულებების მორგება და შეთავსება ჩინეთის კონკრეტულ რეალობასთან. მარქსიზმის პრიზმით უნდა შევხედოთ ახალ ეპოქას, განვაგრძოთ თანამედროვე ჩინური მარქსიზმისა და ოცდამეერთე საუკუნის მარქსიზმის განვითარება”.

ჩინეთის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა იმ გარეშე ძალებს, რომელთა სურვილსაც ჩინეთის თავბრუდამხვევი განვითარების შეჩერება და ჩინელი ხალხის დაჩოქება წარმოადგენს: ჩინელი ხალხი სამართლიანობის მოყვარული ხალხია, რომელიც ძალადობას არ ემორჩილება. ჩინელებს აქვთ თავდაჯერებულობა და ეროვნული სიამაყის განცდა. ჩინელ ხალხს არასოდეს არავინ დაუჩაგრავს, არავინ დაუმონებია და დაუმცირებია, აქედან გამომდინარე, არანაირ გარეშე ძალებს თავს არ დააჩაგვრინებს, თავს არ დაამცირებინებს და არ დაემონება. ვინც ამის გაკეთებას შეეცდება, ჩინელი ხალხის სულისა და სხეულის ნაფლეთებისგან აგებულ ისტორიულ კედელს თავით შეასკდება. იმ ჩინელი ხალხისა, რომლის რაოდენობა 1, 4 მილიარდს აჭარბებს”. მრავლისმთქმელი განცხადებაა, ლაკონური, მაგრამ ტევადი; თავშეკავებული, მაგრამ მტკიცე.

სი ძინპინი ტაივანის პრობლემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ჩინეთის ტერიტორიული გამთლიანება ჩინეთის შვილების ისტორიული ამოცანაა. აუცილებელია ერთიანი ჩინეთის პრინციპის დაცვა. უნდა გააქტიურდეს ჩინეთის გამთლიანების პროცესი. ამ საქმეში ერთად უნდა დავდგეთ ორივე ნაპირის წარმომადგენლები და, ხელიხელჩაკიდებულებმა, საფუძველშივე აღმოვფხვრათდამოუკიდებელი ტაივანისჩამოყალიბების ნებისმიერი მცდელობა. ჩვენს ცხოვრებაში განუხრელად უნდა დავნერგოთ პრინციპი: ერთი სახელმწიფო _ ორი სისტემა”. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი განცხადებაა იმ თვალსაზრისით, რომ უძლიერესი ზესახელმწიფო ძალის პოზიციებიდან კი არ ელაპარაკება საკუთარი ხალხის იმ ნაწილს, რომელთანაც ისტორიული პრობლემა ჩამოუყალიბდა, არამედ გონივრულ კომპრომისს სთავაზობს, რაც ჩვენთვის უაღრესად დამაფიქრებელი მაგალითი უნდა იყოს.

მოხსენების დასკვნით ნაწილში სახელმწიფოს ხელმძღვანელმა მაღალი ისტორიული შეფასება მისცა კომუნისტურ პარტიას: ასი წლის წინათ ჩინეთი მსოფლიოს თვალში წაქცეულ და დაცემულ სახელმწიფოდ გამოიყურებოდა, დღეს კი მსოფლიოს წინაშე დგას სახელმწიფო, ერი, რომელიც არნახული ტემპებით ვითარდება და მტკიცე ნაბიჯებით მიემართება უდიდესი აღორძინების მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ წარმატებით შეასრულა მისია, რომელიც მას ისტორიამ და ხალხმა დააკისრა”.

მისი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოხსენება ბატონმა სი ძინპინმა უმთავრესი მიზნის გახმოვანებით დაასრულა: აუცილებლად მივაღწევთ მიზანს მოდერნიზებული სოციალისტურიდერჟავისაშენებისა”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს წარმმართველი და ყველანაირი ნიშნით პირველი ნომერი სახელმწიფო სოციალისტური იქნება. აი, სად უნდა ვეძებოთ დასავლური ფაშიზმისა და ლგბტ პროექტის შემაკავებელი ისტორიული ფაქტორი. ხომ ფაქტია, რომ მეოცე საუკუნეში დასავლური ფაშიზმი სოციალისტურმა საბჭოთა კავშირმა შეაჩერა და დაასამარა. დასავლურ ლგბტ პროექტს, რომელიც თანამედროვე ფაშიზმის შენიღბული ფორმაა, სოციალისტური ჩინეთი შეაჩერებს და დაასამარებს. დადგა დრო, როდესაც საქართველომ თავი უნდა დაანებოს ბედის ვარსკვლავის დასავლეთში ძიებას. ქართველმა ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ მისთვის დასავლური ორიენტაცია არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასავით სახიფათო და დამღუპველია. ამ სატანიზმისგან ხსნა სოციალისტურ მომავალშია და არა თბილისის ქუჩებში გამართულ სამარცხვინო მუშტიკრივში.

ვალერი კვარაცხელია

P. S. ლგბტ პროექტის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რაც ამჟამად შავ ზღვაში ხდება. აშშ, უკრაინასთან ერთად, გრანდიოზულ სამხედრო წვრთნებს ატარებს. რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შემოპარული ბრიტანული გემი, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსმა სამხედროებმა გააძევეს, თუმცა მისი ჩაძირვის სრული უფლება ჰქონდათ. რუსეთის პრეზიდენტმა ამ საკითხზე ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა: “გემი რომ ჩაგვეძირა, ამის გამო მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა, რადგან მათ, ვინც ამ პროვოკაციებს აწყობს, იციან, რომ ამ ომიდან გამარჯვებულნი ვერ გამოვლენ”.

პოლიტიკური შედევრი იყო ვლადიმერ პუტინის კომენტარი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე: “მეხსიერება თუ არ მღალატობს, აშშის იმ სადაზვერვო თვითმფრინავის ბორტის ნომერია _ 63/9792”.

დასაზვერად შემოჭრილი თვითმფრინავისთვის ისეთი კარგი დაზვერვა ჩაუტარებიათ, რომ პრეზიდენტისთვის მისი საბორტო ნომერიც კი მოუხსენებიათ. უმაღლეს მთავარსარდალს დასავლეთის მიერ მოწყობილ ამ უნიჭო პროვოკაციაზე, ალბათ, ბევრ სხვა რამესაც მოახსენებდნენ, მაგრამ ყველაფერს საჯაროდ ხომ არ მოყვებოდა. თვითონაც დაზვერვაშია ნამუშევარი და შესანიშნავად იცის, რისი თქმა შეიძლება და რისი _ არა.

. .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here