Home ახალი ამბები მსოფლიო “ისეთ უგუნურებს, როგორიც არის ამერიკელი ადმირალი სვიფტი, კატასტროფისკენ მიჰყავთ მსოფლიო”

“ისეთ უგუნურებს, როგორიც არის ამერიკელი ადმირალი სვიფტი, კატასტროფისკენ მიჰყავთ მსოფლიო”

872
სკოტ სვიფტი

აშშის სამხედროსაზღვაო ფლოტის ადმირალის _ სკოტ სვიფტის განცხადებამ, რომ, თუ პრეზიდენტი უბრძანებს, მზად არის, ჩინეთის წინააღმდეგ ატომური ბომბები გამოიყენოს, ჩინელი სამხედრო ანალიტიკოსების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

პორტალ შოჰუ-ს ექსპერტებმა სვიფტის განცხადებას უგუნურება უწოდეს და აღნიშნეს: “ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ არ სურს კონფლიქტის გაჩაღება, მზად არის პოტენციური შეტაკებისთვის და ამის არ ეშინია”. ამერიკელი მილიტარისტების მიერ პროვოცირებული კონფლიქტი ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მსოფლიოსთვის სავალალო შედეგით დასრულდება.

“გამოხტა მორიგი უგუნური და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ მხოლოდ უგუნური ფრაზებია, უგუნური განზრახვა უკვე წარმოჩნდა”, _ აი ასე შეაფასეს ჩინური პაორტალის _ შოჰუ-ს სამხედრო ანალიტიკოსებმა ამერიკელი ადმირალის _ სკოტ სვიფტის განცხადება.

აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა სკოტ სვიფტმა განაცხადა, რომ მზად არის, ატომური ბომბები გამოიყენოს ჩინეთის წინააღმდეგ, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უბრძანებს. სტატიის ავტორების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ადმირალის განცხადება თავისი მთავარსარდლისადმი ერთგულებაზე მიანიშნებს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ისეთი მაღალჩინოსნისთვის, როგორიც არის სვიფტი, ცნობილი უნდა იყოს, რომ ასეთ სიტყვებს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს, რაც ადმირალისა და მისი მრავალრიცხოვანი თანამზრახველების გონიერებაში ეჭვის შეტანის საბაბს იძლევა.

“აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის ხელმძღვანელის განცხადება გვაიძულებს, გავიხსენოთ იაპონიის მარშალ იამამოტო ისოროკუს ისტორია. სწორედ მისი მოწოდებით დაესხა თავს იაპონია ამერიკულ პერლ-ჰარბორს. დიდების სწრაფად მოპოვების მცდელობის შედეგად იამამოტომ სირცხვილი ჭამა, იაპონიას კი ატომური დაბომბვის მეტი ვერაფერი მოუტანა. ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია ისეთი მილიტარისტების გამო მოხდა, როგორიც იყო იამამოტო, მაგრამ, როგორც ჩანს, სვიფტმა ისტორია დაივიწყა.

დღეს ამერიკა ჰეგემონის როლშია და, ჩანს, მიეჩვია დაჩაგვრას მარჯვნივ და მარცხნივ. ჩინეთი კი მშვიდად ვითარდება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოს ეკონომიკასა და სტაბილურობაში, მაგრამ ამ ეკონომიკურ აღმავლობას ზოგიერთი ამერიკელი განიხილავს, როგორც საფრთხეს. და მათთვის უბრალო “შეკავება” საკმარისი აღარ არის, ამიტომ იწყებენ “ომის დაფდაფების ცემას”. ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი ანალიტიკოსი, აგრეთვე, დაზვერვის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინათ ტყუილუბრალოდ არ ალაპარაკდნენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთისა და აშშ-ის დაპირისპირებაზე. ამ კონტექსტში სვიფტის განცხადება ძალიან ჰგავს მუქარას”, _ აღნიშნავენ ჩინელი ანალიტიკოსები.

“მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი ქედს არ მოიდრეკს ამერიკის წინაშე, თუნდაც ის კბილებამდე შეიარაღებული იყოს. აშშ-ის არმიას ისტორიულად ყოველთვის უჭირდა ჩინელებთან ომი და, თუ ეს არ იცის სვიფტმა, მაშინ წაიკითხოს გენერალ დუგლას მაკარტურის მემუარები ან გენერალ მეთიუ რიჯუეის მოგონებები კორეის ომზე.

ამერიკამ უნდა შეიგნოს, რომ ჩინეთს არ სურს კონფლიქტის გაჩაღება, მაგრამ, ამასთანავე, არ ეშინია. და, თუ ოდესმე ომი დაიწყება, ჩინელი ჯარისკაცები მზად იქნებიან საბრძოლველად. სწორედ ამიტომ აშშ აუცილებლად უნდა დაფიქრდეს შესაძლო შედეგებზე, რომლებიც ასეთ კონფლიქტს მოჰყვება”.

სკოტ სვიფტის განცხადება მსოფლიოს საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ბრიტანელმა ექსპერტებმა შესაძლო შეტაკებას “მესამე მსოფლიო ომი” უწოდეს, რომელიც დამღუპველი იქნება დედამიწისთვის.

“თუკი სვიფტს სურს ბირთვული ბომბების გამოყენება ჩინეთის წინააღმდეგ, ის ნამდვილად არ არის გონზე ან გადაწყვიტა, მეორე იამამოტო გახდეს. და, თუ უმძლავრესი იარაღი ასეთი უგუნური ადამიანების ხელში აღმოჩნდება, ეს იქნება უდიდესი კატასტროფა არა მხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ სრულიად კაცობრიობისთვის”, _ ასკვნიან ექსპერტები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here