ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილე სარდმა ალი ფადავმა განაცხადა, რომ მოჰსენ ფაჰრიზადე მოკლეს ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამოცნობის სისტემის საშუალებით.
ფადავის თქმით, თავდამსხმელები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და თავდასხმის იარაღის მართვა სატელიტური თანამგზავრის საშუალებით განხორციელდა.
შეგახსენებთ: ირანელი მეცნიერი მოჰსენ ფაჰრიზადე 27 ნოემბერს მოკლეს. თეირანი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.