Home ახალი ამბები მსოფლიო ირანის პრეზიდენტი: უკრაინელი ხალხი აშშ-ის დამღუპველი პოლიტიკის მსხვერპლია

ირანის პრეზიდენტი: უკრაინელი ხალხი აშშ-ის დამღუპველი პოლიტიკის მსხვერპლია

154

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ უკრაინელებსამერიკის შეერთებული შტატების დამღუპველი პოლიტიკის მსხვერპლიუწოდა, _ წერს PressTV. ირანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ისლამური რესპუბლიკა გამოდის საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეწყვეტის მოწოდებით, რათა შემცირდეს ნგრევა და პრობლემები, რომელთა წინაშეც უკრაინის მოსახლეობა აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინათ გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას ირანის ლიდერი უკრაინაში კონფლიქტის საკითხსაც შეეხო და განაცხადა: “უკრაინის მცხოვრებნი, როგორც მანამდე ავღანეთის, იემენისა და ერაყის, ამერიკის შეერთებული შტატების დამღუპველი პოლიტიკის მსხვერპლი აღმოჩნდა”.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად დასრულდება ეს კონფლიქტი, მით უკეთესი მთელი რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის.

როგორც მოგვიანებით PressTV იუწყებოდა, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ ტელეეთერში გამოსვლისას უკრაინის კრიზისში ამერიკის ხელისუფლება დაადანაშაულა და ომის შეწყვეტა მოსთხოვა. “ამ ქვეყნის სტაბილრობას აშშ-მა გამოუთხარა ძირი მის საშინაო საქმეებში ჩარევით, მიტინგების ორგანიზებითა და ფერადი რევოლუციებით”, _ განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა და დასძინა, რომ “ირანი ეწინააღმდეგება ადამიანის მკვლელობებსა და სახელმწიფოების ინფრასტრუქტურის ნგრევას”.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here