Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი „დიფ...

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი „დიფ სთეითისგან“, გვინდა ურთიერთობა დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოსთან და ამას ველოდებით

„დიფ სთეითის“ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება – „დიფ სთეითმა“ თუ უნდა მართოს აშშ შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, როგორც ამას აკეთებდა გასული 4 წლის განმავლობაში, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს სურს ურთიერთობა აშშ-თან, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოსთან და ამას ელოდება.

„არ არის მაინცდამაინც რელევანტური აქცენტი, რასაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენთვის არის ღირებული ისეთ ამერიკასთან ურთიერთობა, რომელშიც არ დომინირებს „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითმა“ მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. 2003 წელს მათი ორგანიზებით მოხდა საქართველოში „ვარდების რევოლუცია“, რომელმაც ქვეყანას მოუტანა 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, აგენტურის მმართველობა. დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. დანაშაული, მკვლელობა, წამება, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ხდებოდა სისტემურად. რა თქმა უნდა, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი „დიფ სთეითსგან“. არც მილოცვები გვინდა ასეთი, არც სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი გვინდა სტრატეგიული პარტნიორობაც, კომუნიკაციაც ისეთ ამერიკასთან, რომელიც გათავისუფლდება „დიფ სთეითისგან“. ამიტომ მოთმინებით ველოდებით ამ პროცესს“, – განაცხადა პრემიერმა.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here