Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – საკუთარ სახეს აჩვენებენ მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები, მხარდაჭერას...

ირაკლი კობახიძე – საკუთარ სახეს აჩვენებენ მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები, მხარდაჭერას უცხადებდნენ აქციას, რომლის მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისინი დღეს დუმან

საკუთარ სახეს აჩვენებენ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის უცხოელები, კონკრეტული დიპლომატები. კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სტრუქტურების წარმომადგენლები პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ აქციას, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამას საზოგადოება ხედავს.

„ისინი დღეს დუმან, მიუხედავად პასუხისმგებლობისა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი პირვანდელი პოზიციიდან გამომდინარე. ამას საზოგადოება ხედავს და აფასებს“, – განაცხადა კობახიძემ.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here