მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში თინა ბოკუჩავა სწორად უბრაზდება სალომე ზურაბიშვილს. თუ მიდიხარ დამხობის აქციაზე, მერე კეთილი უნდა ინებო და ბოლომდე უნდა გაჰყვე და არ უნდა გაემიჯნო მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ჩაგივარდა დამხობის აქცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ჩავარდნა, და ნებისმიერი წაგებული აქცია იწვევს განხეთქილებას ოპოზიციის შიგნით.
“მე მგონია, რომ ქალბატონი თინას საყვედური სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის აბსოლუტურად სწორი.
რაც შეეხება ოპოზიციის შიგნით მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩავარდნა, ნებისმიერი წაგებული აქცია იწვევს განხეთქილებას, ეს ადამიანური ამბავია მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან უცხოური აგენტები და გარე კარნახით მოქმედებენ, ადამიანური მომენტები აქაც მუშაობს და რა თქმა უნდა, ასეთი პროცესები, ნებისმიერი ჩავარდნილი დამხობის მცდელობა, ნებისმიერი ჩავარდნილი აქცია და ა.შ. იწვევს განხეთქილებას”, – აღნიშნა კობახიძემ.