Home ახალი ამბები მსოფლიო ინდიელთა ბელადმა “ჯიპს” მოსთხოვა, უარი თქვას სახელწოდება “ჩეროკიზე”

ინდიელთა ბელადმა “ჯიპს” მოსთხოვა, უარი თქვას სახელწოდება “ჩეროკიზე”

ინდიელთა ბელადმა “ჯიპს” მოსთხოვა, უარი თქვას სახელწოდება “ჩეროკიზე”

აშშ–ის ტერიტორიაზე მცხოვრები აბორიგენი ხალხის (ინდიელთა ტომი) _ ჩეროკის ბელადმა ჩაკ ჰოსკინ–უფროსმა ავტომწარმოებელ jeep–ს მოსთხოვა, შეწყვიტოს ხალხის სახელის გამოყენება ავტომობილის სახელწოდებაში, _ იუწყება ტელეარხი CNN-ი.

“ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა იმ ასაკშია, როცა კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ მკვიდრი ამერიკელების სახელებისა და ტოტემური ცხოველების სახელების გამოყენება პროდუქციაზე. ჩვენთვის პატივი არ არის, როცა ჩვენი ხალხის სახელი მანქანას აწერია”, _ ნათქვამია ჰოსკინის განცხადებაში.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოსკინმა განაცხადა, რომ მისი ხალხი არაფრის დიდებით არ გაურიგდება “ჯიპს”.

“ჯიპი” “ჩეროკის” 1974-დან 2001 წლამდე აწარმოებდა, “გრანდ ჩეროკის” _ 1993-2013 წლებში. 2013-დან კომპანია კვლავ აწარმოებს ავტომობილს სახელწოდებით “ჩეროკი”.

rusvesna.su–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here