Home რუბრიკები პოლიტიკა თუკი ნაცების გარეშე ქვეყანა იქცევა, მაშ, დაუბრუნეთ მათ ხელისუფლება!

თუკი ნაცების გარეშე ქვეყანა იქცევა, მაშ, დაუბრუნეთ მათ ხელისუფლება!

(ხათუნა ბერძენიშვილის გალუბაელიაშვილება)

4505
ნინო შუბლაძე და ხათუნა ბერძენიშვილი

არ ვიცი,ზუსტად რამდენი ნაცი თანამშრომელი გყავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სადაც უნდა მუშაობდეთ, ვინც ამ წერილს კითხულობთ, მით უფრო, თუ საჯარო სექტორში ხართ, თქვენს სამსახურში, სულ ცოტა, 70 პროცენტი მაინც იქნებაერთიანი ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერი, აქტივისტი ან თუნდაც ამ პარტიის წევრი და, შესაძლოა, რომელიმე რგოლის ხელმძღვანელიც კი.

საიდან ვიცი? რა დიდი ცოდნა უნდა ამას?! აკი ჩვენი “საოცნებო” ხელისუფალნი ყოველ ფეხის ნაბიჯზე სწორედ მაგას გვიმტკიცებენ, _ სადაც ნაცები არ იქნებიან, იქაურობა ჩამოიშლება და გაფარჩაკდებაო. ბოლო პერიოდის ყველაზე ნათელი მაგალითია ტელეკომპანია “რუსთავი 2” და მისი ძველი ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში. როდესაც საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა სოციალური ქსელების საშუალებით მას კითხვა დაუსვა, თუ რატომ დატოვა ტელევიზიაში სამუშაოდ ნაციონალების ცნობილი პროპაგანდისტები და მიშას ბრმად მოტრფიალე პერსონები, ქიბარ ხალვაშის პასუხი ასეთი იყო: აბა, რა მექნა, ყველანი რომ გამეშვა, ხომ ჩამომეშლებოდა ტელევიზია?!” მოდი, პირდაპირ ვთქვათ: ეს არის პირწმინდად გოიმურ-ქაჯური მიდგომა და, ვინც ასე ფიქრობს, ტელევიზია კი არა, ორი ბატი არ უნდა ჩააბარო.

ჯერ ერთი, არაფრისმაქნისი ალეკო მალხაზიშვილის, სრულიად უწიგნური ნიკა არაბიძისა და ნულს ქვემოთ ინტელექტიანი ვახო ბიჭიკაშვილის გაშვების რომ გეშინია იმ ფიქრით, რომ “ტელევიზია ჩამოგეშლება”, ძალიან დიდი სისულელეა.

მეორე _ როდესაც იცი, რომ ეს ადამიანები ბაჩო ახალაიას ნაჩუქარი იარაღებით ყელყელაობდნენ და მოსახლეობასაც აშინებდნენ: ვინც მიშას ხმას არ მიცემს, კოჭებს დავუხვრეტთო, ტელევიზიის ჩამოშლის ფასადაც კი არ უნდა აბოგინო შენს ტელევიზიაში, თუკი თავმოყვარეობა გაქვს. ადამიანები, რომლებიც პირადად შენზე ღადაობდნენ და შაყირობდნენ, როდესაც მიშამ ყველაფერი წაგართვა და შენს მილიონიან ქონებას ცეცხლი წაუკიდა.

და მესამეც _ მართლაც რომ წასულიყო მაგ ტელევიზიიდან ყველა, არ გაყიდულიყვნენ და გაყოლოდნენ ნიკა გვარამიას ისე, რომ შენთვის არც მოესმინათ, მაშინ რას აპირებდი? ჩამოგეშლებოდა ტელევიზია, ვეღარ ააწყობდი და დახურავდი? კითხვები, რა თქმა უნდა, რიტორიკულია და ნამდვილად არავის არ სჯერა ამ სისულელისა, რომ მან ტელევიზიის ჩამოშლის შიშით არ გაუშვა იქიდან ნაცაქტივისტი თანამშრომლები. სამწუხაროდ, ამის მიზეზი ზოგადია და მხოლოდ ტელესფეროს არ მოიცავს. ასე რომ არა, აბა, მიპასუხეთ _კარგი, იქ ისედაც მყოფი ნაცთანამშრომლების სამსახურიდან გაყრის მოერიდა თუ შეეშინდა, ჯანდაბას, მაგრამსიცრუის მანქანისყოფილი შეფის _ ნინო შუბლაძისა დანაციონალური მოძრაობისთავგადაკლული მეხოტბე ხათუნა ბერძენიშვილის მიყვანა არხის წამყვან პოზიციაზე რა ძალამ აიძულა ქიბარს? მათი მიყვანის გარეშეც ჩამოიშლებოდა ტელევიზია?

ნინო შუბლაძე კიდევ ჯანდაბას, დიდი ხნის “გადაბირებული” ჰყავს “ოცნებას”, მაგრამ ხათუნა ბერძენიშვილის ამოტივტივება რაღა იყო?

ვინც არ იცის, შევახსენებ: ხათუნა ბერძენიშვილი “პირველ არხზე” სულით და ხორცით ნაცის, გია ჭანტურიას, დირექტორობის პერიოდში საინფორმაციო გამოშვების უფროსი იყო და უმაქნისი ჭანტურიას პირობებში მთელ ტელევიზიას, ფაქტობრივად, ის განაგებდა. ხათუნა ბერძენიშვილი ჟურნალისტთა წრეში ცნობილია, როგორც უკმეხი, უკულტურო, “სწერვა” და გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას მონა.

სწორედ გიგი უგულავამ წარადგინა ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგებლად 2013 წელს, როდესაც იგი “პირველი არხიდან” ახალარჩეულმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა გაუშვა. მოგვიანებით ხათუნა ბერძენიშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოყოფილი “ევროპული საქართველოს” პრესსპიკერიც გახდა.

დიახ, არაფერი გეჩვენებათ _ ქალბატონი, რომელიც ქიბარ ხალვაშმა ნაცების მიერ მიტაცებულ და უკან დაბრუნებულრუსთავი 2”-ში სამუშაოდ მიიწვია, “ნაციონალური მოძრაობისაქტივისტი, ნაციონალების მიერ ჯერპირველ არხზედასმული, შემდეგ კი კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნული, მოგვიანებითნაციონალური მოძრაობისეგიდით კრწანისის რაიონში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა ბერძენიშვილია.

და ის ქიბარ ხალვაშის მიერ ნდობით აღჭურვილმა პირმა, “რუსთავი 2”-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საზოგადოებას წარუდგინა, როგორც “დიდი პროფესიონალი და სატელევიზიო საქმის, განსაკუთრებით კი, საინფორმაციო პროგრამების უბადლო მცოდნე”. ფაქტობრივად, ნაცი ხათუნა ბერძენიშვილი წარმოგვიდგინეს იმ პერსონად, ურომლისოდაც “რუსთავი 2”-ს, უბრალოდ, არსებობა არ შეუძლია და მის გარეშე ტელევიზია დაიქცევა და დაიღუპება.

ზემოთ ვთქვი, რომ მხოლოდ ტელესფეროში არ ხატავენ ასეთ სურათს “ოცნების” წარმომადგენლები და სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნის მთავარი უბედურება დღეს. 2012 წლიდან დღემდე მოვლენებს ყურადღებით თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირადად ბიძინა ივანიშვილსაც არწმუნებენ, რომ, თუკი ყოფილ ნაცებს არ გადაიბირებენ და მათ არ ჩააბარებენ ამა თუ იმ სფეროში წამყვან პოზიციებს, ეს სფერო ჩავარდება, ჩამოიშლება, დაინგრევა და დაიქცევა!

დღეს საქართველოში არსებული სიტუაცია ასეთია:

* თუ პროკურატურაში არ დავტოვებთ ნაცების პროკურორებს, პროკურატურა ვერ იმუშავებს ეფექტიანად;

* თუ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დავითხოვთ ნაციონალ ზონდერ-პოლიციელებს, პოლიცია ვეღარ შეძლებს დამნაშავეების დაჭერას;

* თუ სასამართლოებში ნაცების მონა მოსამართლეებს არ მივანიჭებთუვადო მოსამართლეებისსტატუსს, სასამართლო საერთოდ დაგვეშლება და ქართულ სამართალს დედა ეტირება;

* თუ საგარეო საქმეთა სამინისტროდან დავითხოვთ ნაცდიპლომატებს, მსოფლიო საქართველოს წინააღმდეგ აღდგება;

* თუ თავდაცვის სამინისტროდან გავყრით ნაცების ერთგულ სამხედროებს, საქართველო გახდება თავდაცვის უუნარო ქვეყანა;

* თუ ეკონომიკის სფეროდან განვდევნით ნაცების წარმომადგენლებს, მთელი ეკონომიკა გაპარტახდება.

მოკლედ, ნაციონალები ყოფილან ყველაზე მაგრები, ყველაზე პროფესიონალები, ყველაზე ქმედითები და ყველაზე ეფექტიანები.

და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვეუბნებიან ან თავიანთი გადაწყვეტილებებით ამას ასე წარმოგვიჩენენ “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები!

კითხვა მაქვს მათთან: აბა, რას ერჩოდით ამ ნაციონალებს? რატომ ჩამოართვით ხელისუფლება? ან ახლა რა გინდათ? თუ მაინც ყველგან და ყველაფერში ნაცებს ეყრდნობით, ბარემ დაუბრუნეთ მათ ხელისუფლება და წადით, ბიძიკო, სახლში!

რაც მთავარია _ ასეთ პირობებში რატომ გიკვირთ და გაქვთ პრეტენზია, უნიათოებსა და უუნაროებს რად გვიწოდებს საზოგადოებაო?! აბა, თუ ნაცების გარეშე სასამართლოც თავზე გექცევათ, პროკურატურაც, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებიც, ტელევიზიებიც და ყველაფერი, უნიათოები და უერთადგილოები გამოდიხართ, სხვა რა?! ან ნიკა გვარამიასგან რა გინდოდათ?! როგორც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, ეგ ტელევიზია მომგებიანი არ არის, 70 მილიონი აქვს ვალი და მეპატრონეს ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ მოუტანს. ესე იგი, ერთადერთი მიზანი, რომლის გამოც ხალვაში და კომპანია ამდენს იბრძოდა, ეს იყო სამართლიანობა და სიმართლე. ქიბარ ხალვაშს არა მატერიალური მიზნით, არამედ მხოლოდ იმიტომ სურდა ტელევიზიის დაბრუნება, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო და საზოგადოებაც ამიტომ უჭერდა მას მხარს. ჰოდა, თუკი მთელი ნაციონალური აქტივი მაინც დარჩა ამ ტელევიზიაში, ბარემ ემართა ის ნიკა გვარამიას თავის ჭკუაზე, განსხვავებას ხედავთ ვინმე რამეს?

ეგ კი არა, ერთი ნაცტელევიზიის ადგილზე სამი ნაცტელევიზია წარმოიქმნა: ერთი “ქიბარ-რუსთავი 2”, მეორე _ ნიკა გვარამიასა და ჟორიკა რურუას “მთავარი არხი” და მესამე _ დავით კეზერაშვილისა და მიშა მშვილდაძის “ფორმულა ტვ”, რომელიც, როგორც ამბობენ, მალე დაიწყებს მაუწყებლობას. არ სჯობდა, ყოფილიყო ნაცების ერთი და მიჩვეული არხი?

სხვათა შორის, ჩემთვის საკვირველი მხოლოდ ქიბარ ხალვაშის საქციელი არ არის; კიდევ უფრო მეტად მიკვირს ნათია ლაზაშვილისა, რომელმაც თავის დროზე ჯერ “რუსთავი 2” დატოვა პროტესტის ნიშნად, როდესაც იქ დირექტორობიდან ნიკა ტაბატაძე გადააყენეს და კობა დავარაშვილი დანიშნეს, შემდეგ კი “მეცხრე არხიც” ასევე პროტესტით დატოვა, როდესაც იქიდან კახა ბექაური გაუშვეს და ლუბა ელიაშვილი მიიყვანეს… ორივე შემთხვევაში ლაზაშვილი ტელევიზიიდან წასვლის მიზეზად თავისუფლების ხარისხის მოსალოდნელ შეზღუდვას და ახალ ხელმძღვანელებთან შეუთავსებლობას ასახელებდა.

ჰოდა, როგორ დავიჯერო, რომ ნათიას ახლა კარგი და გადასარევი შეთავსება აქვს ნაცების ყოფილ ჩინოსან ხათუნა ბერძენიშვილთან?! რომ მასთან ძალიანთავისუფალიადა მხოლოდ ლუბა ელიაშვილი იყო მისთვის მიუღებელი მონსტრი?!

ისე, კონკრეტულად ნათია ლაზაშვილს თავი რომ დავანებოთ, საკვირველია, საზოგადოდ, რატომ არ ფიქრობს არც ქიბარ ხალვაში ან ვინმე კეთილისმყოფელი “ოცნებიდან” როგორ არ ურჩევს მას, რომ მსგავსი საქციელი და აშკარა ნაცების ასე “გაჯეჯილება” მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა.

შვიდი წელიწადი იმის ძახილი, რომ ნაცების გარეშე თავზე გვემხობა ყველაფერი, აშკარად დიდი გოიმობისა და მძიმე ქაჯობის მაჩვენებელია. სავარაუდოდ და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვერც ქიბარი, ვერც ბიძინა და ვერც, საზოგადოდ, “ოცნება” ამაზე მას შემდეგაც ვერ დაფიქრდებიან, როდესაც ხათუნა ბერძენიშვილი მორიგ ლუბა ელიაშვილად გადაექცევათ.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here