ანომალიურმა თოვლმა და ყინვებმა, რომლებიც თავს დაატყდა აშშ–ის რამდენიმე შტატს, 60-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასეთი კლიმატური პირობებისთვის შტატების ინფრასტრუქტურის მოუმზადებლობის გამო ვითარება უარესდება. ყველაზე მეტად დაზარალდა შტატი ტეხასი, სადაც 23 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილის შემთხვევები გამოიწვია გათბობის მცდელობამ: ავტომობილში მსხდომი რამდენიმე ადამიანი გათბობისას მხუთავი აირით გაიგუდა, რამდენიმე კი გაზქურიდან და ბუხრიდან გაჟონილი ბუნებრივი აირის აფეთქებამ იმსხვერპლა.
გაზეთი New York Times-ი იუწყება, რომ ბევრია მოყინულ გზებზე ავტოავარიის შემთხვევა; მოუგვარებელია ენერგო და წყლით მომარაგების პრობლემა. უკვე შეინიშნება პროდუქტების დეფიციტიც. ელექტროენერგიის ნაკლები გამომუშავების გამო მოიმატა მისმა ფასმა. ზოგიერთ სახლს თოვლის სიმძიმისგან სახურავი ჩაენგრა.
russvesna.su–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ