Home ახალი ამბები მსოფლიო ზელენსკი გამწარდა: ამას გვპირდებოდით?

ზელენსკი გამწარდა: ამას გვპირდებოდით?

285

ასეთ პასუხებს ზელენსკი ლამის განწირულის ტონით გამოეხმაურა ვიდეომიმართვაში:

“თქვენ იცით, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატომ შეგნებულად გადაწყვიტა, რომ არ დაიხუროს უკრაინის ცა!.. ყველა ადამიანი, რომელიც დღეიდან მოკვდება, თქვენ გამო მოკვდება… დღეს სხვა რამის გახსენების დროა: უსაფრთხოების გარანტიები და დაპირებები, ალიანსების განსაზღვრა, ღირებულებები, რომლებიც, ვფიქრობ, ვიღაცისთვის მოკვდა. დღეს შედგა ნატოს სამიტი. სუსტი სამიტი, დაბნეული, რომელმაც დაამტკიცა, რომ ყველას არ მიაჩნია ევროპაში თავისუფლებისთვის ბრძოლა ნომერ პირველ მიზნად… მიგვაჩნია, რომ ნატოს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ უკრაინის ცის დახურვა რუსეთთან სამხედრო შეტაკებას გამოიწვევს. ეს არის საკუთარი თავის იმედის არმქონეთა, სუსტთა თვითდაჰიპნოზება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შეიარაღება მრავალჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჩვენი… თქვენ ხალხზე, ადამიანურობაზე უნდა გეფიქრათ და ამის ნაცვლად რაზე ფიქრობდით თქვენ მაგ სხდომაზე?.. ერთადერთი, რის თავიც ალიანსს აღმოაჩნდა, ისაა, რომ 50 ტ დიზელის საწვავი გამოიმეტა ჩვენთვის. ალბათ, იმიტომ, რომ ბუქარესტის მემორანდუმს (2008 წლის ნატო-ს მემორანდუმი, რომლითაც უკრაინას და საქართველოს დაჰპირდნენ, რომ “აუცილებლად” გახდებოდნენ ნატოს წევრები) ცეცხლი კარგად მოეკიდოს… მაგრამ ეს მემორანდუმი უკვე დაიწვა რუსული არმიის ცეცხლში. ასეთი ნატო გვინდოდა ჩვენ (ამას გვპირდებოდით?), ასეთ ალიანსს აშენებდით (მატყუარასა და პირობის გამტეხს)?”

შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკის ეს გამოსვლა ნატო-დასავლეთის პირდაპირი მხილებაა ორპირობასა და ფლიდობაში და კიდევ ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემზადება ნატოზე უარის ოფიციალურად სათქმელად.

8 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ თანახმაა, რუსეთთან განიხილოს ყირიმის ნახევარკუნძულისა და თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სტატუსის საკითხები. კრემლის განცხადებით, სამხედრო სპეცოპერაცია უკრაინაში შეწყდება მხოლოდ სამი პირობით: თუ კიევი აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, აგრეთვე, არ შევა რომელიმე სამხედრო ბლოკში.

აქ მხოლოდ ერთი კითხვა ჩნდება: რა, მაიცდამაინც ტანკის ლულა უნდა მიებჯინათ და ამდენი ადამიანური მსხვერპლი უნდა ყოფილიყო, რომ ეღიარებინათ ის, რაც იმთავიდან ცხადზე უცხადესი იყო? ახლა ხომ მაინც უწევს უკრაინას იმის გაკეთება, რასაც, ამდენი წელია, მშვიდობის პირობებში ითხოვდნენ მისგან? ვინ არის დამნაშავე და ვინ უნდა აგოს პასუხი ამდენ სიკვდილსა და ნგრევაზე?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here