Home ახალი ამბები საქართველო ვისაც ლენინგრადში მომხდარი ტერაქტის დროს, ხალხის დაღუპვა გაუხარდა, ღმერთმა მეტი...

ვისაც ლენინგრადში მომხდარი ტერაქტის დროს, ხალხის დაღუპვა გაუხარდა, ღმერთმა მეტი სიხარული არ აღირსოს!

1651
ტერაქტი

ბლოგერი, აკაკი ირომაშვილი, სანკტ-პეტერბურგში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:


„ვისაც ლენინგრადის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად ხალხის დაღუპვამ გაახარა, მეტი სიხარული არ აღირსოს ღმერთმა!

ვთქვათ ახლა, ქართულის მცოდნე უცხოელს ვუხსნი, რომ ჩვენ არც ისე ხელწამოსაკრავი ერი ვართ, ცოტა რაღაცა საკაცობრიო საგანძურში ჩვენი წვლილიც არის… რამდენიც გინდა ვუმტკიცო იმ უცხოელს, რომ ჩვენმა უცნობმა გენიოსმა წინაპარმა “ვეფხვისა და მოყმის ბალადა” შექმნა, ასეთი პოსტების წაკითხვის შემდეგ, როგორ გგონიათ, დამიჯერებს რამეს??

” ხან იფიქრებდა უდედოდ, გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი, ჩემზედ მწარედა ტირისა,
წავიდე მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა
ისიც მიამბობს თავისას, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა!
იმასაც ბრალი ექნების, უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!!”

აკაკი ირომაშვილი

5 COMMENTS

  1. Chven qartveli eri stumart maspindzlis motxrobaze vart gazrdilebi. Vefxistyaosania shveni simdidre. Vusamdzibreb rus xalxs am sahinel tragedias. Xolo imat visac es ambavi gauxarda egeni masonebis lekvis wiwilebi arian.

  2. არა მგონია, ვინმეს გახარებოდეს . რაც მოხდა, საშინელებაა, მაგრამ თქვენ რომ იწყევლებით დედაკაცივით, უკეთეს რამეს აკეთებთ? დიახ, შეიძლება ,რუსების მიერ დახოცილი უდანაშაულო შვილების დედებს გაუხარდათ , რაც მეეჭვება, მაგრამ თქვენ რა უფლება გაქვთ ,პროტესტი ამ ფორმით გამოთქვათ?

  3. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახს.გარდაცვლილები კი ნათელში იყონ.უდანაშაულოდ რომ ემსხვერპლათ ვერაგ ტერორისტებს..

  4. არაფერს იწყევლება..აბა მშობლის ავანგარდს არ მოუკითხავს არვის. რაც შეეხება გაკეთებას.ერთი ადამიანის კვალობაზე იმაზე მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული სახელმწიფოსთვის და ცალკეული ადამიანებისთვის, ვიდრე იმსახურებენ – ჩემი ჩათვლით!…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here