ვაჰ!

    ესეც ასე – პრეზიდენტი არჩეულია!

    ზოგი ამას ამბობდა, ზოგი იმას, თუმცა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, არჩევნებს ახლავს  აზრთა სხვადასხვაობა, ზოგჯერ დაპირისპირებაც და შეხლაშემოხლაც, მაგრამ საარჩევნო ვნებათა ღელვის შემდეგ, როდესაც ყველაფერი გადაივლის, ქვეყანა დგება ახალი რეალობის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს რეალობა ასეთია: მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს   მეექვსე პრეზიდენტია.

    მიხეილ ყაველაშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია მდიდარი არ არის, თუმცა მწირიც არ ეთქმის: 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სანზონის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“). 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“). ჩამონათვალის თვალსაზრისით ამას მდიდარ პოლიტიკურ ბიოგრაფიას, ალბათ, ვერ დავარქმევთ, მაგრამ, პიროვნება მმართველ პარტიაში იმდენ ნდობას როდესაც მოიპოვებს, რომ მას საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებენ, ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოცდილებაზეც მეტყველებს და პოტენციურ შესაძლებლობაზეც მიუთითებს, რომელიც, როგორც ჩანს, მასში აღმოაჩინეს.

    მიხეილ ყაველაშვილის ,,აქილევსის ქუსლი’’ უმაღლესი განათლების არ ქონაა. სასურველი იქნებოდა, რომ მას არათუ ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი, არამედ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ჰქონოდა და აკადემიის ნამდვილი წევრიც იყოს, მაგრამ იმ გარემოებასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება, საკითხი ავტომატურად იხსნება, თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. გადავხედოთ მის ბიოგრაფიას:

    ”მიხეილ ყაველაშვილი1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო: 1988–1995 წლებში „დინამო თბილისი“, ფეხბურთელი; 1994–1995 წლებში „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი; 1995–1997 წლებში „მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი; 1997–1999 წლებში „გრასჰოფერსი“, ფეხბურთელი; 1999–2002 წლებში „ციურიხი“, ფეხბურთელი; 2002–2003 წლებში „ლუცერნი“, ფეხბურთელი; 2003-2004 წლებში „სიონი“, ფეხბურთელი; 2004–2005 წლებში „არაუ“, ფეხბურთელი; 2004 წელს „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი; 2005–2006 წლებში „გაზელი“, ფეხბურთელი; 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი;  2009 წლიდან FiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი.  2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია;  2009 წლიდან საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი; „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საფეხბურთო ექსპერტი და არაერთი პუბლიკაციის ავტორი;  2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია „ტალანტების ფაბრიკა“;  2016 წელს მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია”.

    სპორტი (კერძოდ, ფეხბურთი) თუკი ის სფეროა, რომელიც ფართო მასებს იზიდავს და მუდმივად ყურადღების ცენტრშია, განა აქ უმაღლესი განათლების სპეციალისტები არ გვჭირდება? არ ვიცი, სხვადასხვა სახის სპორტული ლიცენზია ითვლება თუ არა უმაღლეს განათლებად, მაგრამ ვინ შეიძლება ამ სფეროში უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტად ჩაითვალოს თუ არა ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც, როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, 2006 წელს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია, 2016 წელს კი უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია მოუპოვებია”? რატომ არ უნდა გავათანაბროთ ეს ლიცენზიები უმაღლესი განათლების დიპლომთან? განა მათ მოპოვებას ნაკლები შრომა, სწავლა და ცოდნა სჭირდება, ვიდრე ინჟინრის, პედაგოგის ან აგრონომის დიპლომის მოპოვებას? მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთის სპეციალისტია, თანაც უმაღლესი კვალიფიკაციის. ამ დონის კვალიფიკაციის მქონე საფეხბურთო სპეციალისტები კი ცოტა გვყავს. ეს არის მიხეილ ყაველაშვილის უმაღლესი განათლების დიპლომი.

    რაც შეეხება მის პოლიტიკურ განათლებასა და აზროვნებას, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ ყაველაშვილმა გვიჩვენა, რომ იგი არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პოლიტიკოსია, არამედ მაღალი ზნეობრივი სტანდარტების დამცველი პიროვნება და მოქალაქეა: ჩვენთვის შეფასება უნდა იყოს ის, რომ შენ კონსტიტუცია დაარღვიე. შენ მართალიც რომ იყო, რაზეც ჩვენ დაყრდნობილი ვართ, ის დაარღვიე და ეს უნდა იყოს მიუღებელი. აი, ამ გზას უნდა დავადგეთ და ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება ის, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია“.

    მიხეილ ყაველაშვილის მიერ ”იმედის” ჟურნალისტისთვის მიცემული ინტერვიუდან ერთი ამონარიდიციც უნდა მოვიხმო, რომელიც საგარეო ურთიერთობაში მის პრინციპულობაზე მეტყველებს: ევროკავშირის  მიმართ ჩვენ მკაფიოდ გამოკვეთილი გრძელვადიანი პროცესი გვაქვს დაგეგმილი. ამას მუდმივად ვაღიარებთ და ვაცნობთ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან არა ერთი შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, დამამცირებელი დამოკიდებულება იყო. თითქოს ხომ უნდა ვიყოთ ჩვენ თანასწორები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ურთიერთპატივისცემაზე, გამჭვირვალობაზე დაყრდნობილ ურთიერთობას, რასაც თითქოს, ზედაპირულად ისინი აღიარებენ, თუმცა ქმედებებში ვხედავთ ორმაგ სტანდარტს.  რა არის ჩვენი დამოკიდებულება? – ჩვენ ღია ვართ ამ პროცესების მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს სახელმწიფოს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომლეიც არაა თქვენთვის საზიანო, ეს ჩვენი ორგანული განცდაა”.

    ძალიან რომ არ გამიგრძელდეს საუბარი, მოკლედ ვიტყვი: არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მის პირველ ინტერვიუში უაღრესად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.

    ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდანტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთა, ქართველ ხალხს მის მიმართ ყოველგვარი ნდობა და პატივისცემა რომ დაეკარგა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზურაბიშვილმა განაცხადა: “მე მინდა, დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს”.

    შეკითხვაზე – რა არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ არჩევნები არ ვაღიაროთ, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: ”ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში.  ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით, არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი”. სად ჩანს ამ ნათქვამში გაყალბების დამადასტურებელი არგუმენტი ან ფაქტი? ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადება, ომლის უკან ზღვარგადასული რუსოფობიის გარდა არაფერი დგას; არ დგას სამხილი არჩევნების თუნდაც უმნიშვნელო გაყალბებისა. აქ რამე თუ დგას, ეს არის ზურაბიშვილის ყოვლად უსაფუძვლო სურვილი პრეზიდენტის რანგში დარჩენისა. ამ დაუოკებელმა სურვილმა მას რეალობის განცდა ისე დააკარგვინა, რომ უკვე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასეთი რამ ათქმევინა: „არაფერი მომხდარა, არავინ არაფერი არ აირჩია!“

    ვადაგასული და კონსტიტუციის ფარგლებიდანაც გასული პრეზიდენტი აცხადებს: ”აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი”.  ვაჰ! სალომე ზურაბიშვილი, ვადის გასვლის შემდეგ კი არა, იმ დროსაც არ იყო ლეგიტიმური, როდესაც უცხოეთის სამსახურში ჩამდგარი მისი მენშევიკი მშობლები ნაქურდალი განძით ხელში საქართველოდან გარბოდნენ ჯერ კიდევ სალომეს დაბადებამდე.  ქალბატონი ზურაბიშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით არალეგიტიმური დაიბადა.  ეს, რა თქმა უნდა, მისი ბრალი არ არის, მისი მშობლების ბრალია. დასავლური ფაშიზმის მიმართ ლოიალობა სალომეს გენეტიკურად  ერგო.  არც ეს არის მისი ბრალი, მაგრამ მისი პოლიტიკური ტვირთი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის!

    პრეზიდენტად მიხეილ  ყაველაშვილის არჩევის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადება (15 დეკემბრით დათარიღებული) ასეთია: „დღეს საღამოს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი არჩევნები! პრეზიდენტმა კოშტამ დამიდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას განაგრძობს“.

    ქალბატონო სალომე, მაგ ვიღაც კოშტას სისულელეებს თავი დაანებეთ და ყური მე დამიგდეთ, რადგან გაცილებით რეალურ პროგნოზს შემოგთავაზებთ: თქვენ ვერც ევროპა გიშველით და ვერც ამერიკა. პრეზიდენტის სასახლის დატოვება საახალწლოდ, უფრო ზუსტად კი 29 დეკემბერს მოგიწევთ. ამ ისტორიული თარიღის შემდეგ ორი პერსპექტივიდან ერთ–ერთი გელოდებათ:  ან საქართველოსაც დატოვებთ, ან თქვენი ”დიდი” წინამორბედის (საქართველოში თქვენს ჩამომყვან სააკაშვილს ვგულისხმობ) მსგავსად საპყრობილის ხეხვა მოგიწევთ, რადგან თქვენ მიერ შეწყალებული გვარამია და ძმანი მისნი თქვენთვის ხელის შეხოცვას დააპირებენ და სად რა კრიმინალური წარსულიც გაქვთ გადამალული, ყოველივეს თავიანთი ტელეარხებიდან მოუყვებიან გამომძიებლებსაც და ქართველ ხალხსაც.

     ვაჰ, (ერთხელ კიდევ მიწევს ამ შორისდებულის გამოყენება), ნუთუ ისეთი რეტი დაგასხათ პრეზიდენტობამ, რომ საღად აზროვნება  ბოლომდე დაკარგეთ?! თქვენ ახლა, ახალ არჩევნებსა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემაზე კი არა, აქედან გასწრებაზე უნდა ფიქრობდეთ!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here