Home ახალი ამბები ექიმი: პატრიარქი საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო

ექიმი: პატრიარქი საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო

1079
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ვერ დაესწრო. პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე გაციებულია და მკურნალობას სახლში განაგრძობს. 

შარტავას თქმით, ექიმების რეკომენდაციაა, რომ პატრიარქი რამდენიმე დღე სახლში დარჩეს.

„პატრიარქი თავს უკეთ გრძნობს. გაციებულია და ჩვენი რეკომენდაციაა, რამდენიმე დღე სახლში დარჩეს. ილია მეორეს მედიკამენტოზური მკურნალობა არ დასჭირვებია“, – განაცხადა ილია მეორეს პირადმა ექიმმა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას გუშინ ვერ დაესწრო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here