Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპამ აღიარა რუსეთის მიმართ დაშვებული შეცდომები

ევროპამ აღიარა რუსეთის მიმართ დაშვებული შეცდომები

141

ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის ფონზე ჩათრეულია ანტირუსულ სანქციებში, ყოველთვის არ მოქმედებდა ფხიზლად და გააზრებულად მოსკოვის მიმართ, _ განაცხადა 11 მარტს უცხოეთის საქმეებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროპარლამენტის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა.

“მზად ვარ ვაღიარო, რომ ჩვენ დავუშვით რამდენიმე შეცდომა და დავკარგეთ დასავლეთთან რუსეთის დაახლოების შესაძლებლობა. ზოგიერთ მომენტში შეგვეძლო, უფრო კარგად მოვქცეულიყავით; არის რაღაცები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ და შემდეგ რეალიზება ვეღარ შევძელით”, _ აღნიშნა პოლიტიკოსმა ტელეარხ თF1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ერთ-ერთ ასეთ შეცდომად ბორელმა დაასახელა საქართველოსა და უკრაინისთვის 2008 წელს მიცემული დაპირება ნატოს წევრობის შესახებ.

2009 წელს ნატოს იმჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობისთვის მზად არ არიან, 2021 წელს კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უკვე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ “უახლოეს მომავალში საქართველო და უკრაინა ნატოში ვერ შევლენ”.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here