Home ახალი ამბები მსოფლიო “დასავლეთმა ავღანეთში” კაპიტულაცია გამოაცხადა

“დასავლეთმა ავღანეთში” კაპიტულაცია გამოაცხადა

67

გერმანულ პრესაში აანალიზებენ ვითარებას, რომელიც შეიქმნა ავღანეთიდან აშშისა და მისი მოკავშირეების ჯარების გაყვანის შემდეგ. ამ ვითარების მიმართ კრიტიკული სტატიით გამოვიდა გაზეთი Die Zeit, რომლის ფურცლებზეც მიმომხილველი ტეო ზამერი წერს, რომგერმანიას არჩევანი არ დაუტოვეს”.

ზამერი აღნიშნავს: “აშშ-მა ისე მიიღო გადაწყვეტილება თავისი ჯარების გაყვანაზე, რომ მოკავშირეებთან, ფაქტობრივად, კონსულტაციები არ გაუმართავს, ამიტომ გერმანიისთვის უაზრობა იქნებოდა თავისი კონტინგენტის ავღანეთში დატოვება”. გერმანელი მიმომხილველის ეს განცხადება კიდევ ერთ საბაბს იძლევა იმის სათქმელად, რომ დიდი ხანია, ევროპაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ _ ფაქტობრივად, ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთან, ვაშინგტონის აზრს ითვალისწინებენ.

“დასავლეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა ავღანეთში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული სამხედრო ქვედანაყოფების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ერიხ პფეფერმა “შესრულებულ მისიაზე” ილაპარაკა, უნდა ვაღიაროთ: ომი ავღანეთში მარცხით დასრულდა. შეუძლებელია შეუსრულებელი მისიის შესრულება. ომი, რომელშიც ვერ გაიმარჯვებ, წაგებული ომია. ავღანეთში ომის დაწყებიდან 20 წლის თავზე დასავლეთი, აშშ-ის მეთაურობით, დანებდა. გერმანიამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა კაპიტულაცია”.

შემდეგ ზამერს მოჰყავს დანაკარგების სტატისტიკური მონაცემები; 160 ათასი გერმანელი ჯარისკაციდან, რომლებმაც 20 წლის განმავლობაში ავღანეთში იმსახურეს, 59 დაიღუპა, დაიჭრა ასობით, ხოლო ათასობით სამხედრომ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

topwar.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here