Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რადგან ქვეყანაში ფსიქოზი შორს...

გულბაათ რცხილაძე: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რადგან ქვეყანაში ფსიქოზი შორს არის წასული

“ზუსტად ვიცი, რომ მალე გაიხსნება საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის, აღდგება პირდაპირი რეისები”

498

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს მოუწოდებს, “არ გაამწვავონ ვითარებადაარ დაუწესონ სანქციები რუსეთს”. “ჩვენ არ გვაქვს ცუდი ურთიერთობები მეზობლებთან”, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, აუცილებლობას ვერ ხედავს, რომ რუსეთსა და მის მეზობლებს შორისურთიერთობები გაუარესდეს”.

ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, როგორ შეიძლება ვითარების ნორმალიზება, თანამშრომლობა და ურთიერთობების ნორმალურად განვითარება”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსი სამხედროების მიერ აქამდე განხორციელებული ყველა ქმედებარუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდაა მიმართული”.

ვლადიმერ პუტინის ამ განცხადების შემდეგ საქართველოში ატყდა აჟიოტაჟი _ რუსები მასობრივად შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, მათ კარგი განზრახვა არ აქვთო, და გადაწყვიტეს, რუსებს ბარიერები შეუქმნან. მაგალითად, არ მოემსახურონ ბანკებში, თუ თავიანთ სამშობლოს არ დაგმობენ; აუკრძალონ რუსულად ლაპარაკი და აიძულონ უკრაინული დროშით სიარული

საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ჩვენი საზოგადოების კრეტინიზმსა და უნამუსობას საზღვარი არ აქვს. ახლახან “ფეისბუკიდან” ამომიწერეს ციტატა და მაჩვენეს ქალბატონ ქეთი დოლიძის მიერ “გაჟღერებული”, იცით, ალბათ, ეს ქალბატონი ვინცაა… ის რუსეთში ნალოლიავები ქალია, შევარდნაძის მიერ განებივრებული ფინანსურად, რომელიც ურცხვად გამოხტა და ამბობს: რუსეთის დანგრევას მოვესწრები”. მასზე სამარცხვინო ბუბა კიკაბიძე თუ იქნება, თორემ მეტი არავინ მეგულება. ასეთი ადამიანები “ოცნების” ხელისუფლების ხელდასმულები არიან, მაგრამ არა ღარიბაშვილის ერთგულები, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოს ხელისუფლება. ასეთი ადამიანები საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პროპაგანდა სულ სხვაა და, რასაც თვითონ ამბობენ, სულ სხვა, რაც ძალიან საშიშია საქართველოსთვის.

“ნაცმოძრაობის” პოზიცია გასაგებია. მათი დეგენერატი მხარდამჭერები რას იტყვიან, არავისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ, როდესაც ქეთი დოლიძე ლაპარაკობს, რუსოფობებიც აღფრთოვანებულნი არიან.

_ რა საფრთხის შემცველია დისკრიმინაცია, რომელიც ახლა რუსების მიმართ დაიწყო?

_ დისკრიმანაცია მართლაც დაიწყო და ის საშიშია. საქართველოში დისკრიმინაცია დაიწყო იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში საბოლოოდ მოხდეს გადატრიალება და მოვიდეს ისეთივე “ბანდერული” ხელისუფლება, როგორიც ჯერჯერობით არის კიევში და რომელსაც დიდი დღე არ უწერია. ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას სურს, რომ, უკრაინაში რაც მოხდა, ის მოხდეს აქაც _ მეორე ფრონტის გახსნა სურთ.

_ რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მეზობლებთან დამოკიდებულებაში ცუდი განზრახვები არ აქვს და მათ ურჩევს, შეზღუდვები არ დააწესონჩვენი ბანკები კი რუსეთის მოქალაქეებს არ ემსახურებიან, თუ ხელს არ მოაწერენ თავიანთი სამშობლოს მოქმედებებისდასაგმობდოკუმენტს

_ აქ მთავარია, საზღვარზე არ დააწესოს ჩვენმა ხელისუფლებამ მსგავსი რამ, თორემ კერძო სექტორები რას ჩაიდენენ, დიდად საინტერესო არ არის და არც მნიშვნელოვანი.

_ საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ კერძო სექტორი, რომელიც თვითნებურად მოქმედებს, გარკვეულწილად ზემოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე, რუსეთის ხელისუფლებას ეს არ გამოეპარება. რუსეთის ხელისუფლება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს ისე რომ მოექცეს, როგორც აქ, კერძო სექტორში ექცევიან რუსეთის მოქალაქეებს, მერე რა მოხდება?

_ რუსეთი ამას ყურადღებას არ აქცევს და არავის უკან დაბრუნებას არ აპირებს. უფრო მეტიც, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე გაიხსნება საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის, აღდგება პირდაპირი რეისები.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რადგან ქვეყანაში ფსიქოზი შორს არის წასული. უკრაინაში მიმდინარეობს ომი, რომელიც გაგრძელდება მანამდე, სანამ უკრაინა ფაშისტებისგან არ გაიწმინდება. ამიტომ ჩვენ, ქართველები, მობილიზებულნი უნდა ვიყოთ.

_ რა საგანგები მდგომარეობაზეა საუბარი? ეს განცხადება შეაშფოთებს მოსახლეობას

_ შეაშფოთებს და შეაშფოთოს, მაგრამ კი არ შეაშფოთებს, დააწყნარებს აქ შექმნილ ვითარებას. ხან რუსთაველია გადაკეტილი და ხან _ რა. “მიშმაკაკებიგამოდიან ყველგან, რაც ძალიან არასახარბიელოა.

ვისაუბროთ იმაზე, რას გვაძლევს ტურისტული სეზონის დაწყების წინ მსგავსი ჰომოფობია?! რუსეთში “ბუკინგმა” შეაჩერა მუშაობა, რუსული თვითმფრინავები ვერ იფრენენ საზღვარგარეთ. დიდი მასა ხალხისა, რომელსაც დასვენება უნდა, ჩაერთვება რუსეთის შიდა ტურიზმში. ჯერჯერობით არავინ იცის, როგორი ზაფხული იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა მოიმატებს. თუ ახლა შემოდის რუსი, ზაფხულში უფრო მეტი შემოვა. ჩვენ თუ არ გვინდა, უარი ვთქვათ ტურიზმზე, რომელიც ისედაც მოვკალით კოვიდის პერიოდში ჩვენი უსაქციელობით, საერთოდ, დავასამაროთ დღეს… არ გვაწყენდა ორთვიანი საგანგები მდგომრეობის შემოღება მანამ, სანამ ჯერ კიდევ გაურკვეველი მდგომარეობაა და ასე აჟიტირებულები არიან საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აამუშაონ უშიშროება, გაარკვიონ, ვინ ვინ არის. ირაკლი კობახიძემ ხომ თქვა, კანონს გავამკაცრებთო, მაგრამ მეეჭვება, რამე კანონმა აქ იმოქმედოს… თავზე ჩამოგვეშლება ჩვენი ქვეყანა, თუ გადამწყვეტ ზომებს არ მივიღებთ. ძალები, რომლებსაც სურთ რუსეთისთვის პროვოკაციის მოწყობა, ასალაგმია.

დაგმე შენი სამშობლო _ ძალიან ცუდი და საშიში ტენდენციაა, მაგრამ ეს აქ, ჩვენებს არ მოუგონიათ, მსოფლიოს მოედო ეს ტენდენცია. დღეს .. დემოკრატია სადღაც, ძალიან შორს არის მოტყორცნილი მსოფლიოში. დასავლეთის ქვეყნებში უგულებელყოფილია კერძო საკუთრების უზენაესობა. გასაგებია ფრაზები _ “რუსი ოლიგარქია”, “პუტინის მეგობარია” , მაგრამ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ზის ის, რასაც მათ უკეთებენ _ ქონებას ართმევენ. მართალია, ამას მე არ განვიცდი, მაგრამ ვამბობ, რომ ევროპული ქვეყნების კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგება და დისკრიმინაციაა. ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდოს დესტრუქციული პარტიების მოქმედებები. ეს უნდა დაასაბუთოს იმით, რომ შავი ზღვის რეგიონში მიმდინარეობს ომი და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ ყველაფერთან, ომი ჩვენზეც მოქმედებს.

უკრაინა თვითონ არის ჩვენდამი მტრულად განწყობილი, მათ გაიწვიეს ელჩი, მიაფურთხეს იმას, რომ ღარიბაშვილის მთავრობამ ერთი მილიონი ლარი გამოყო უკრაინის დასახმარებლად. საქართველოში თითქმის ყველა რაიონში მერიის შენობები უკრაინის დროშით მოირთო, ღაწვებს ვიხოკავთ უკრაინელებზე დარდით, აფთიაქებში გამოკრულია განცხადება, რომ უკრაინის მოქალაქეებს ურიგოდ ვემსახურებითსოლიდარობა ჩვენი მხრიდან გამოხატულია. მიუხედავად ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მიაფურთხა, უფრო ზუსტად, მიგვანიშნა, რომ რაღაც ქვედა დინებები მიმდინარეობს. ზელენსკის ქმედებები ამაზე მეტყველებსეს საშიშია და ყურადღება უნდა მიექცეს.

_ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თბილისში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც გამოვიდა სიტყვით და გამუდმებით იმეორებდა, რომ ზელენსკის გვერდით დგას, ზელენსკის და არა უკრაინელი ხალხის

_ ჩვენი ხელისუფლება არის კი შეკრული? არიან კი “ერთი გუნდის” წევრები? ეს შეკითხვა იმიტომ ჩნდება, რომ მთავრობის ყველა წევრი სხვადასხვას ლაპარაკობს. სხვადასხვა აზრებს აფრქვევენ ე.წ. მთავრობის მხარდამჭერი ადამიანებიც, რაზეც თავშივე გავამახვილე ყურადღება. ხელისუფლება კონსოლიდირებული არ არის, მაგრამ პრეზიდენტი განსაკუთრებით არ იმსახურებს ნდობას. მას აქვს აშკარად გამოხატული მოღალატეობრივი პოზიცია. თქვენ გახსოვთ, ლობიო და საქსოვი მივართვი 9 მაისს, მისი ინიციატივის გამო, რომელიცუცნობი ჯარისკაცისსაფლავის მიმართ გამოთქვა, ის დიდი სამამულო ომის წინააღმდეგ გამოდის. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობს თავისი მენშევიკურ-ბანდერული სტერეოტიპების დამკვიდრებას. პრეზიდენტი ვიღაც ქეთი დოლიძე არ არის და ეს სახიფათოა, ამას მიხედვა სჭირდება. მთავრობამ ასეთ ადამიანებს უნდა მიხედოს. დღეს ხელისუფლებას აქვს ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა იცის, რომ რუსეთთან დაპირისპირება არ შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერა ცუდად მოგვიბრუნდება, თან უკრაინა მაინც არ არის ჩვენი მადლობელი, ამიტომ მივბაძოთ თურქეთს, რომელიც რუსეთთან საერთო ენას პოულობს. თუკი ისე არ მოვიქცევით, როგორც თურქეთი და აზერბაიჯანი, ჩვენ გავიჭყლიტებით.

დიდი სურვილი მაქვს, რომ ხელისუფლება რა გზასაც ადგას და რა განცხადებებსაც აკეთებს, ბოლომდე მიიყვანოს.

_ “ნაცმოძრაობის” ე.წ. იდეოლოგები, როგორიც გია ნოდია და მისთანები არიან, ამბობენ, ჩამოსულმა რუსებმა იარონ ჩვენს ქვეყანაში უკრაინის სიმბოლიკით, მოერიდონ რუსულად ლაპარაკს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აგრესიის მსხვერპლნი გახდებიანო…

_ გია ნოდია, ალბათ, ამ გაზეთს არ კითხულობს, მაგრამ ინფორმაცია მაინც მიუვა და გაიგებს, რასაც ვიტყვი: მას მოეწონა, როდესაც ქუჩაში მის მიმართ აგრესია გამოვხატე? დარწმუნებული ვარ, არ მოეწონათუ რუსი ტურისტის მიმართ ვინმე აგრესიას გამოხატავს, დააკავოს ხელისუფლებამ, ჩამოართვას, თუ რამე აქვს, და დიდი ხნით გამოამწყვდიოს ციხეში.

ომი რომ დაიწყოს საქართველოში, თითქმის ყველა პროვოკატორი გაიქცევა და ზუსტად ეს უნდათ. იშოვნიან დიდ ფულს, მერე რა, რომ რუსეთი საქართველოს დაიკავებს სრულად, მთავარია, თვითონ ფული ექნებათ და გაიქცევიან. მოსახელობის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს მიტინგებზე დგას, ვერ ფიქრობს, რა მოხდება ომის შემთხვევაში. ასე რომ, დღეს არის ქაოსური, დესტრუქციული, ბინძური ვითარება. ამ ვითარებას ქმნიან საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები და არა მხოლოდ ისინი, ამიტომაც გვმართებს სიფრთხილე.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here