Home ახალი ამბები საქართველო “გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ...

“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება

უცხო­უ­რი გრან­ტის მი­ღე­ბას მთავ­რო­ბის ან მთავ­რო­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბა – თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­ცე­მუ­ლი გრან­ტის მი­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი “გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­დის, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცია “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ წა­რად­გი­ნა. კა­ნო­ნის პრო­ექტს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მი­ი­ღე­ბენ.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბის მიერ გრან­ტის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბის გა­ცხა­დე­ბის­თვის 10-დღი­ა­ნი ვადა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა მის მოქ­მე­დე­ბას არ გა­ა­ჩე­რებს.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, აკ­რძა­ლუ­ლი გრან­ტის გა­ცე­მი­სა და მი­ღე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. აკ­რძა­ლუ­ლი გრან­ტის მი­ღე­ბა გა­მო­იწ­ვევს გრან­ტის მიმ­ღე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი გრან­ტის ორ­მა­გი ოდე­ნო­ბით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­მო­ნაკ­ლი­სებ­საც ად­გენს – კერ­ძოდ, მთავ­რო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო თან­ხმო­ბის წესი არ ვრცელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის, ფე­დე­რა­ცი­ის და კო­მი­ტე­ტის მიერ გრან­ტის გა­ცე­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის­თვის გა­ცე­მულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სტი­პენ­დი­ა­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გრან­ტის მი­ღე­ბა­ზე.

https://www.ambebi.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here