Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ახვლედიანი: ეს არ არის ჟურნალისტიკა, ეს არის ჩვეულებრივი პარტიული ზონდერსაქმიანობა

გიორგი ახვლედიანი: ეს არ არის ჟურნალისტიკა, ეს არის ჩვეულებრივი პარტიული ზონდერსაქმიანობა

349

მას შემდეგ, რაცერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამუცხოეთიდან დაფინანსებულ სხვადასხვა ლგბტ ორგანიზაციასა და გეიმემორანდუმზე ხელმომწერ 15 “პროდასავლურპარტიასთან ერთადტვ პირველისოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას, ტრაგედია ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად ვერ გამოიყენა, ხოლო დასავლეთისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო (რაც შარლ მიშელის ჩამოსვლის მერე განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა), მისი ოთხი პარტიული ტელევიზია _ “რუსთავი 2”, “ტვ პირველი”, “მთავარიდაფორმულაპოლიტიკური დივერსიების 24-საათიან რეჟიმში გადავიდა. ჟურნალისტებად წოდებული მიკროფონიანკამერიანი პროვოკატორები პროვოკაციას პროვოკაციაზე დასანახაობას სანახაობაზეაწყობენ, მათ შორის პარლამენტში პლენარულ სხდომებზე, მთავრობის კანცელარიაში, სამინისტროებში, სასამართლო დარბაზებში, ეკლესიებში წირვის დროს, ეპარქიებში და ..

საზოგადოება, ისევე, როგორც ეკლესია, აღნიშნულ ქმედებებს ჯერჯერობით ითმენს, ითმენს მათ შორის 5 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული წმინდა ნინოს ჯვრის მოგლეჯვის პროვოკაციულ მუქარებსაც (ეს მუქარა უკვე რამდენიმეჯერ გაისმა სოციალურ ქსელებში); ითმენს ხელისუფლებაც და პირადად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც, მსგავსად სხვა მაღალი თანამდებობის პირებისა, 5 ივლისის შემდეგ ლგბტ-ლიბერალებმა სამიზნეში ამოიღეს, თუმცა, მიუხედავად თმენისა, რაც დრო გადის, პროვოკაციები ხშირდება და კიდევ უფრო უხეშ ფორმებს იღებს…

რა მიზანს ემსახურებატვ პირველის”,”რუსთავი 2”-ის, “ფორმულასადამთავარისბოლოდროინდელი ქმედებები და ვინ ან რა ძალები დგანან მათ უკან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება ჟურნალისტი და მედიაპოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი.

_ ბატონო გიორგი, ბოლო პერიოდში ოთხი ლიბერალური ტელევიზია _ “ფორმულა”, “ტვ პირველი”, “მთავარიდარუსთავი 2” ყველანაირად ცდილობს დაძაბულობისა და არეულობის პროვოცირებას ქვეყანაში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფეხდაფეხ დასდევენ პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებს, სასულიერო პირებს და .. რა მიზანს ემსახურება ეს ქმედებები, რეალურად რა სურს ამ ხალხს?

_ უწინარესად, ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ ამ გაუგონარი ძალადობას, ბულინგსა და სიგიჟეებს, იმას, რასაც ახლა აკეთებენ “ნაცტელევიზიები”, საერთო არაფერი აქვს ჟურნალისტიკასთან. ეს არ არის ჟურნალისტიკა და არავინ ამ ქვეყანაში, მით უმეტეს ახალგაზრდა თაობამ მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, რომლებიც მომავალში აპირებენ ჟურნალისტობას, არ უნდა იფიქრონ, რომ ნამდვილი მედია ასე უნდა მუშაობდეს. აი, იმ ადამიანებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომლებიც ახლა გამოჩდნენ ამ აგრესიულ ფლანგზე, არათუ ჟურნალისტიკა, მიკროფონის ხელში დაჭერა არ იციან. რომ დააკვირდეთ, როგორ უჭირავთ მიკროფონი, მიხვდებით, რომ ნამდვილ ჟურნალისტიკასთან ახლოსაც არ არიან. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ელემენტარული შეკითხვის დასმა არ იციან; არ იციან, როგორ აიღონ ინტერვიუ და .. მათ იციან მხოლოდ ერთი რამ: პოლიტიზებული პროდიუსერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც ამ შემთხვევაში არის არაფრისგანსკანდალისშექმნა, ხმაურის ატეხვა და ცირკის მოწყობა ისინი ინტერვიუების ჩაწერას კი არ ცდილობენ, არამედ რესპონდენტების წყობილებიდან გამოყვანას. ეგებ ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს, ეგებ ვიღაცას ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდება “აჰკიდონ” და მერე ამაზე ერთი ამბავი ატეხოს. აი, ეს არის მათი ამოცანა. ამიტომ მიდიან ყველანაირ უმსგავსობაზე, რასაც საერთო არაფერი აქვს ნამდვილ, ობიექტურ ჟურნალისტიკასთან.

_ სოციალურ ქსელებში უკვე იმაზეც მსჯელობენ, საერთოდ, არიან თუ არა ისინი ჟურნალისტები და უნდა მოვიხსენიოთ თუ არა მედიის წარმომადგენლებად

_ ამ ფსიქოზში, ჩემდა გასაკვირად, ჩართულნი არიან უფროსი თაობის ადამიანებიც და მათზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტები არ არიან, მაგრამ ახალგაზრდა თაობას, 20 წლამდე ბავშვებს, რომლებიც სამარცხვინოდ იქცევიან, კიდევ გავიმეორებ, არანაირი კავშირი მედიასა და ჟურნალისტიკასთან ნამდვილად არ აქვთ. ესენი, ჩემი აზრით, არიანნაციონალური მოძრაობისზონდერაქტივისტები, რომლებიც შეუშვეს თავიანთ ტელევიზიებში და თვითონვე შერაცხეს ჟურნალისტებად. ამ გზით ცდილობენ, მიიღონ ხელშეუხებლობა და მედიის მანტიას ამოფარებულებს გზა ხსნილი ჰქონდეთ პროვოკაციების მოსაწყობად. შედეგიც აშკარაა, შედეგია ის, რომ, თუ, მაგალითად, ჩვეულებრივი ზონდერაქტივისტი მოაწყობს რამე პროვოკაციას, შეიძლება გაილახოს და მისი გალახვისთვის 400 ლარით დაჯარიმდება პირი, მაგრამ, თუ ანალოგიურ პროვოკაციას მოაწყობს მიკროფონიანი პროვოკატორი და მას შეეხები, ჩაგსვამენ 4 ან 6 წლით… პრემიერს ვიღაც ლაწირაკი რომ უყვირებს და მიკროფონს ჩათხრის პირში, წარმოგიდგენიათ, სადამდეა საქმე მისული? როდის გადადგებითო, _ აგრესიულად უმეორებდა… ეს ხომ არ არის შეკითხვა, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია…

_ ამ ყველაფერს რა უნდა დაუპირისპიროს საზოგადოებამ ან ხელისუფლებამ?

_ უწინარესად, ამ ყველაფერს სჭირდება მხილება იმ კუთხით, რომ ეს არ არის ჟურნალისტიკა და არის ჩვეულებრივი პარტიული ზონდერსაქმიანობა. საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც უნდა მოიძებნონ სერიოზული, გავლენიანი მედიაორგანიზაციები, რომლებსაც უნდა მივმართოთ და ვთხოვოთ, რომ რამდენიმე დღე მაინც დააკვირდნენ ამ ადამიანების მოქმედებას. სხვანაირად ჩვენ, უბრალოდ, ვერ შევძლებთ და მით უფრო კანონში ვერ შევიტანთ ისეთ ცვლილებას, რომელიც ჟურნალისტს აუკრძალავს იდიოტური შეკითხვის დასმას…

_ მედიაორგანიზაციების დაკვირვება რას შეცვლის?

_ ამით, სულ ცოტა, სერიოზული ზემოქმედება მოხდება, რა თვალსაზრისით, იცით? თუ ვინმეს საქართველოში ჯერ კიდევ აქვს წარმოდგენა, რომ ვაიმე, ესენი რა მაგარ რაღაცებს აკეთებენო, ეს წარმოდგენები საბოლოოდ დაიმსხვრევა. თუ გვარამიას ეტყვიან, მაგალითად, რომ არა, ბატონო, თქვენი ისტერიკული ხტუნაობა ტრიბუნაზე და კრუნჩხვები ჟურნალისტიკა არ არისო, ისინი სერიოზულად შეიბოჭებიან. ყოველ შემთხვევაში, ასე თავისუფლად ვეღარ განაგრძობენ ამ მარაზმს და დარწმუნებული ვარ, იგივე ის რიშები და კინზინგერებიც ვერ გამოხტებიან იქიდან, _ არიქა, საქართველოში თავისუფალ მედიაზე ძალადობენო. აი, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვდებიან, რომ არანაირი აზრი მათ მიერ გამართულ მედიამასკარადებს არ აქვს…

_ დღეს აქვს რამე აზრი მათ მიერ მოწყობილ პროვოკაციებს? მუშაობს ეს საზოგადოების რომელიმე სეგმენტზე?

_ ალბათ, კი და მე ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, პროპაგანდა რაღაც ნაწილზე ყოველთვის იმუშავებს, მაგრამ, როდესაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ყველაზე ავტორიტეტული მედიაორგანიზაციები გეტყვიან, _ რასაც აკეთებ, მარაზმიაო, დაგრჩება ორი გზა _ ან უნდა შეწყვიტო ეს მარაზმი და ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდე, ან აღიარო, რომ მარაზმი მოგწონს. ორივე შემთხვევაში ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და საზოგადოება, რომელიც ისედაც კარგად ხვდება ყველაფერს, კიდევ უფრო ნათლად დაინახავს შავსა და თეთრს…

_ სენატორი რიში ახსენეთ, დღეს დასავლეთში და განსაკუთრებით ამერიკის მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში არიან სუბიექტები, რომლებიცნაცმოძრაობისნებისმიერ პოლიტიკურ დივერსიას კბილებით იცავენ. ეს ადამიანები ხელისუფლებას მუდმივ წნეხში აქცევენ ხან სანქციების მუქარით, ხან დაფინანსებების შეწყვეტით და .. მზად არის ამჟამინდელი ხელისუფლება, გაუძლოს ამ წნეხს?

_ ეს ამ შემთხვევაში არ არის იდეოლოგიზებული პრობლემა. ეს არის ფინანსურად მოტივირებული კონტექსტი თავიდან ბოლომდე, რომელიც ყოველთვის ჩანდა და დღესაც ჩანს ძალიან ნათლად…

_ გინდათ, თქვათ, რომ ნაციონალები ამ ხალხს ფულს უხდიან მხარდაჭერასა და ხელისუფლების კრიტიკაში?

_ დარწმუნებული ვარ. სხვათა შორის, თავის დროზე, როცა დეპუტატი ვიყავი და ბიუჯეტს ვკითხულობდი, ნათლად ვხედავდი, რომ ხელისუფლება და კონკრეტულად უშიშროების საბჭო, რომელსაც იმხანად გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა, 2 მილიონით იწყებდა წელს და ამთავრებდა 25-ით. რომ ვკითხულობდით, საიდან მოვიდა ეს თანხა-მეთქი დაფინანსებაში, როცა, თავდაპირველად, სულ 2 მილიონი იყო, გვეუბნებოდნენ: “საიდუმლო ინფორმაციაა”. რა თქმა უნდა,ჩვენ ვხვდებოდით, რომ ეს ფული სხვადასხვა ფონდებიდან, მათ შორის, პრეზიდენტის ფონდიდანაც მოდიოდა და ხმარდებოდა სწორედ ამ რიშების, შაჰინების, ბრაიზებისა თუ კიზინგერების ჰონორარებსაი, ეს იყო რეალობა და მერე ეს დაფინანსებული ადამიანები სააკაშვილს ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას თუ პროჟექტორს. ცხადია, ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, თუ რომელიმე ფინანსურად დაინტერესებული სენატორი გამოხტება და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად გააკრიტიკებს ხელისუფლებას ეს ადამიანები რუკაზე ვერ იპოვიან საქართველოს, არც აინტერესებთ, აქ რა ხდება…

_ არც ისე დიდი ხნის წინათ, მათი ზემოქმედება საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ციხიდან გამოეშვა პარლამენტზე შტურმის მიმტანი მელია, ოქრუაშვილი და ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარის მიმტაცებელი უგულავა

_ ეს ნამდვილად იყო ამ ხელისუფლების სისუსტე, მაგრამ დღეს ვისურვებდი, რომ ხელისუფლება დადგეს თავის სიმაღლეზე, ამის ნიშნები უკვე არის ღარიბაშვილის მხრიდან და, არათუ გაუძლოს ამ ყველაფერს, წელში გადატეხოს დესტრუქციული ძალები. აი, ეს შეიძლება იყოს ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს და გაიმარჯვოს მარაზმზე, რომელსაც ჰქვიანაცმოძრაობა”, თავის მედიაზონდერებთან ერთად. სხვანაირად, ისინი არ გაჩერდებიან და უფრო დიდი მასშტაბით განაგრძობენ მავნებლობასა და დესტაბილიზაციის მცდელობებს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here