Home რუბრიკები პოლიტიკა გვარამიას ორმაგი თამაში

გვარამიას ორმაგი თამაში

5134
ნიკოლოზ ნაყოფია და ნიკა გვარამია

გააფთრებული ანტირუსული ისტერიკის ფონზე, როდესაც ქვეყანა კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაითრიეს დესტრუქციულმა ძალებმა და ეკონომიკა მილიონობით ლარით დააზარალეს, აუცილებელია, ნიღაბი ჩამოვხსნათ იმ პროვოკატორებს, რომლებიცრუსეთი ოკუპანტიასგაჰყვირიან, თუმცა თვითონ რუსული ფულით იკვებებიან და უზარმაზარი ხელფასები აქვთ. მაგალითად, “რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი და 51%-იანი წილის მფლობელია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია, ნაციონალი პარლამენტარის _ კობა ნაყოფიას შვილი. აირუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის _ ნიკა გვარამიას ხელფასმა კი 2018 წელს 956 000 ლარი შეადგინა, გიორგი გაბუნიას ხელფასი 301 900 ლარი იყო, ნანუკა ჟორჟოლიანის _ 300 ათას ლარზე მეტი.

გთავაზობთ ჩვენს გაზეთში 2018 წლის სექტემბერში დაბეჭდილ მასალასგვარამიას ორმაგი თამაში”, რომელიც ახლაც (განსაკუთრებით) აქტუალურია.

რუსეთის მეგობარი ჩემი მტერია, პირადი მტერი”, _ არაერთხელ უთქვამსრუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და ჩრდილოელი მეზობლის მიმართ არც სალანძღავი ეპითეტები დაუშურებია. რუსეთის დაცვას ნამდვილად არ ვაპირებთ, არ სჭირდება და იმიტომ, მაგრამ გვარამიას ორმაგ თამაშზე დაწვრილებით მოგახსენებთ.

როცა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც მაშინ გვარამიამ წაუყენა მას, რუსეთის მოქალაქეობა იყო. მართალია, ექსპრემიერი იმხანად საფრანგეთის მოქალაქე გახლდათ, მაგრამ გვარამიასთვის ეს არაფერს წყვეტდა, _ ფული ხომ რუსეთში იშოვა და ვალშია რუსეთთანო. არც ივანიშვილის დაცვას ვაპირებთ, მასაც არ სჭირდება და იმიტომ.

ადრეც და ახლაც, რუსთავი 2”-ის შეფი წითელ ხაზს ავლებს იმ ადამიანებთან, რომლებსაც რუსეთთან რაიმე შეხება მაინც აქვთ. მისთვის მიუღებელია პიროვნება, რომელიც რუსეთში ბიზნესს აკეთებს; მოღალატეა რუსეთის მოქალაქე; ხოლო, თუ ჩრდილოელ მეზობელზე კარგი წამოგცდა, მაშინ გვარამიასთვის პირადი მტერი ხარ. თანაც, ბატონი ნიკა მუდმივად იმეორებს, რომ ის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის შეფია, იმ ტელევიზიის, რომელიც ქვეყანაში თურმე ამინდს ქმნის.

დაახლოებით ერთი თვის წინათ “ნაციონალური მოძრაობის” წევრისა და პარტიული სიით პარლამენტის დეპუტატის, კობა ნაყოფიას, შვილი _ ნიკოლოზ ნაყოფია “რუსთავი 2”-ის წილის მფლობელი გახდა. მხარეებს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად 9 აგვისტოს გაფორმდა, საჯარო რეესტრში კი 10 აგვისტოს დარეგისტრირდა. უფრო კონკრეტულად კი, ნაყოფია გახდა შპს ტელეკომპანია “საქართველოს” 50%-იანი წილის მფლობელი. შპს ტელეკომპანია “საქართველო”, თავის მხრივ, ფლობს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 51%-იან წილს.

უმცროსმა ნაყოფიამ ძმები ყარამანიშვილებისგან, რომლებიც ერთად ტელეკომპანია “საქართველოს” 100-პროცენტიან წილს ფლობდნენ, კომპანიის წილები 4 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიიღო. ნახევარი მილიონი ნაყოფიას 2018 წლის 10 აგვისტოს, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, უნდა გადაეხადა, დარჩენილი 3.5 მილიონი დოლარი კი _ მომდევნო სამ წელიწადში. თუ ნაყოფია ფინანსურ ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ შეასრულებს, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შეთანხმება გაუქმდება. შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით, “რუსთავი 2”-ის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი _ 22%, გიორგი ყარამანიშვილი _ 18%, ნინო ნიჟარაძე _ 9% და ტელეკომპანიასაქართველო _ 51%.

აი, ტელეკომპანია “საქართველოს” მფლობელები კი არიან: ლევან ყარამანიშვილი _ 25%, გიორგი ყარამანიშვილი _ 25% და ნიკოლოზ ნაყოფია _ 50%. აი, ასე უცნაურად დაეპატრონა საკონტროლო პაკეტს ნიკოლოზ ნაყოფია და…

ჰოი, საოცრებავ! ბატონი ნაყოფია რუსეთის მოქალაქეა, რუსეთში ცხოვრობს, რუსეთში აქვს ბიზნესი და, სავარაუდოდ, რუსეთშივე ნაშოვნი ფულით აპირებს, დააფინანსოსრუსთავი 2”, ანუ ტელეკომპანია, რომლისთვისაცევროპა უკეთესია”. რა გამოდის? გვარამიას არ სურს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც რაიმე შეხება აქვთ რუსეთთან, მაგრამ ძალიან უნდა ნაყოფია, იმიტომ, რომ გაკოტრებისთვის განწირულ ტელეკომპანიას ნახევარი მილიონი მაშველ რგოლად უკვე გადაუგდო და მეორე ნახევარი კიდევ გამზადებული აქვს. შესაბამისად, გვარამიას ათი ათას ლარზე მეტი ხელფასი საფრთხის ქვეშ აღარ არის და ყოველი თვის ბოლოს ის ხუთნიშნა ჯამაგირს ისევე ჩაიჯიბავს, როგორც აქამდე აკეთებდა. მისცემს თუ არა ნამუსი იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთში ნაშოვნი ფულით დაფინანსებული ტელევიზიის ხელმძღვანელი იყოს, ვერ გეტყვით, მაგრამ სერიოზულად ვეჭვობთ, რომ მას ისევე არ შეაწუხებს სინდის-ნამუსი, როგორც აქამდე არ აწუხებდა.

საზოგადოდ, ორმაგი სტანდარტი ქართულ მედიასა თუ პოლიტიკაში ძალიან მოდურია. უფრო კონკრეტულად, მთავარია, შემოსავალი იყოს და ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელია ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ერთი კონკრეტული პლატფორმა უჭირავთ, ხოლო პოლიტიკური პარტიები თითზე ჩამოსათვლელიც არ არის, რადგან თითქმის ასი პროცენტი იმის მიხედვით იცვლის თვალსაზრისს, საიდანაც შემოსავალს ელის. რუსული ფულით პარლამენტშიშეთრეული დეპუტატები” (გვარამიას ტერმინია) “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს თურმე ნერვებს უშლიან და იმავე რუსული ფულით დაფინანსებული ტელევიზია ნერვებს არ მოუშლის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საქმე პირადად მას და მის ჯამაგირს ეხება.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის, მაგრამ შორს არ არის დრო, როცა გვარამიასაც და სხვებსაც მოუწევთ იმის აღიარება, რომ ევროპა და ამერიკა საქართველოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ; რომ მათთვის ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მომგებიანი ტერიტორია და კარგი სავაჭრო თემაა რუსეთთან; რომ რუსეთში ნაშოვნი ფულით მარტო გვარამია კი არ იღებს ხელფასს, არამედ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, სწორედ ამით უდგას სული; რომ მილიონამდე ქართველი სწორედ რუსეთში შოულობს სარჩოს და ამ სარჩოს მათ არავინ აყვედრის. გვეეჭვება, რუსეთის მასშტაბით ქართველები იმაზე ნაკლებ კრიმინალს სჩადიოდნენ, ვიდრე ევროპაში, მაგრამ რაღაც არ გვახსენდება, რომელიმე რუს მინისტრს ეთქვას, ქართველებისთვის სპეციალური რეგულაციები უნდა მივიღოთო. აი, გერმანია, იტალია და ევროპის სხვა ქვეყნები მუდმივად მაგით გვაშანტაჟებენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი ქვეყნებიდან, უბრალოდ, გამოყრიან ქართველებს, თუმცა იქვე მეგობრობასაც გვეფიცებიან.

P.S. რუსული ფულით ნაყიდი პური ყელზე არ გადგება, ნიკალაი?..

P.P.S. “რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პროკურატურას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. ის ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მოამზადა

ბესო ბარბაქაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here