Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიაში რასისტული განწყობის მატება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც აშფოთებთ

გერმანიაში რასისტული განწყობის მატება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც აშფოთებთ

137

გერმანიის პოლიტიკური სისტემის საიმედობა და მისი ეკონომიკის სიმძლავრე ეჭვს არ იწვევს უცხოეთში, მაგრამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეშფოთებით აკვირდებიან რასიზმის მომძლავრებასა და ექსტრემისტულ ტენდენციებს, _ იუწყება გერმანული ტელეარხი N-TV.

ამ დასკვნამდე მივიდნენ ავტორები გამოკვლევისა, რომელიც გერმანულმა ორგანიზაციებმა 37 ქვეყანაში ჩაატარეს. ანგელა მერკელმა კრიტიკულ შენიშვნებს “მუშაობის გაუმჯობესებისთვის საჭირო სტიმული” უწოდა.

გოეთეს ინსტიტუტისა და კიდევ 2 გერმანული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გერმანიის გარეთ მოიმატა შეშფოთებამ ქვეყანაში რასიზმის მომძლავრების გამო. გამოკითხულები ამბობენ, რომ ბოლო წლებში გერმანიაში ყოფნისას იქ შეინიშნებოდა “ნაკლები ტოლერანტულობა და არამეგობრული განწყობა”.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ გერმანია გამოდის ძირითადი ფასეულობების, “უწინარესად, ადამიანის ღირსებებისა და პარტნიორული თანამშრომლობის” დაცვის მოწოდებით.

გამოკითხვის მონაწილეთა აზრით, გერმანიამ უნდა გააუმჯობესოს ციფრული ინფრასტრუქტურა და პირობები სამეწარმეო ინოვაციებისთვის. უმაღლესი განათლების სისტემაში კი ბევრია აკადემიური წინაღობა და იერარქია. გარემოს დაცვის სფეროშიც არის ბევრი საკითხი, რომლებზეც მუშაობა აუცილებელია. გამოკითხვის შეფასებებმა აჩვენა სხვაობა მოთხოვნებსა და სინამდვილეს შორის, რომელმაც კიდევ უფრო მოიმატა პოლიტიკასა და ეკონომიკაში ბოლო ხანს მომხდარი სკანდალების შემდეგ.

სტრუქტურულ გამოკითხვაში მონაწილეობდა 622 კაცი 37 ქვეყნიდან, 48 კაცს კი ჩამოართვეს ინტერვიუ.

pussian.rt.com-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here