Home სხვადასხვა დაიჯესტი გერმანელმა ისტორიკოსმა გააქარწყლა ძველი მითი საბჭოთა არმიის “მხეცობების” შესახებ: გერმანელ ქალებს მასობრივად...

გერმანელმა ისტორიკოსმა გააქარწყლა ძველი მითი საბჭოთა არმიის “მხეცობების” შესახებ: გერმანელ ქალებს მასობრივად აუპატიურებდნენ ამერიკელები და ბრიტანელები

3326
მირიამ გებჰარდტი და მისი წიგნი

დასავლური პროპაგანდა, უკვე წლებია, ცდილობს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა არმიის როლის დაკნინებას, ისტორიული მეხსიერების ტრანსფორმაციას და ისტორიის ფალსიფიკაციას. მსოფლიოს ხალხების შეფასებების შეცვლა პოზიტიურიდან ნეგატიურზე მეორე მსოფლიო ომში სსრკის როლის შესახებ არა შემთხვევითი ტენდენცია, არამედ ერთერთი საკვანძო მიმართულებაა მიზანმიმართული მუშაობისა მასების ცნობიერებისგადასაფორმატებლადდა საბჭოთა ისტორიისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად.

1945 წლიდან მეორე მსოფლიო ომის ისტორია იდეოლოგიური დაპირისპირებების სფეროდ იქცა. დასავლეთი თავიდანვე ცდილობდა, თავისი თავისთვის მიეწერა ფაშიზმზე გამარჯვებაში ძირითადი როლის შესრულება, გადაეწერა ისტორია თავისი ინტერპრეტაციით. მეორე მსოფლიო ომის შესახებ მეხსიერების გარშემო იდეური შეჯახების ერთ-ერთი მიზეზი არის მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა ომისა და ომისშემდგომი თაობებისთვის.

1985 წელს ამერიკელთა 30%-მა XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში პირველ ადგილზე მეორე მსოფლიო ომი დაასახელა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის და სამართლიანობას ამ ომში აშშ-ის მონაწილეობით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ ომს რუსების ცნობიერებაში. მათ ამ ომისთვის შემთხვევით არ უწოდებიათ დიდი და სამამულო, რაც ხაზს უსვამს ომის არა მასშტაბს, არამედ მნიშვნელობას ქვეყნის, ხალხის, ცივილიზაციის გადარჩენისთვის. მისი აღქმა, როგორც საბედისწერო ომისა, განპირობებული იყო კოლოსალური მსხვერპლით, რომელიც საბჭოთა კავშირის ხალხებმა გაიღეს ოთხწლიან ომში ფაშისტური გერმანიის მიერ ფეხქვეშ გათელილ ევროპაში. დიდი სამამულო ომი ტრაგედიად იქცა საბჭოთა ხალხების ოჯახების უმრავლესობისთვის: ამ ომში მილიონობით რუსი, უკრაინელი, ბელარუსი და სხვა ხალხების წარმომადგენელი დაიღუპა, მათ შორის 700 ათასზე მეტი ქართველი.

ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ყოველთვის ასე  კორექტულად როდი ეპყრობოდნენ გერმანელ ქალებს
ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ყოველთვის ასე კორექტულად როდი ეპყრობოდნენ გერმანელ ქალებს

მეორე მსოფლიო ომის ფალსიფიკაცია მიზნად ისახავდა და ისახავს ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოებებში ფასეულობებისთვის ძირის გამოთხრას. ამ მხრივ გარდამტეხი იყო 1980-1990-იანი წლები. გადაფასდა ასწლეულის განმავლობაში მომხდარი ყველა საომარი მოვლენა, განსაკუთრებით _ დიდი სამამულო ომი, წითელი არმიის განმათავისუფლებელი მისია, მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტური უღლისგან ევროპის გასათავისუფლებლად მილიონზე მეტმა საბჭოთა ჯარისკაცმა გაწირა სიცოცხლე: პოლონეთის გასათავისუფლებლად _ 600 ათასზე მეტმა; ჩეხოსლოვაკიის _ 140 ათასმა; უნგრეთის _ 140 ათასზე მეტმა; რუმინეთის _ 69 ათასმა; ავსტრიის _ 26 ათასმა; გერმანიის _ 102 ათასმა…

2002 წელს ინგლისელმა ისტორიკოსმა ენტონი ბივორმა გამოსცა წიგნიბერლინის დაცემა”. ავტორი თვითმხილველების ნაამბობითა და საავადმყოფოებში (სამშობიაროებში) მოპოვებული საარქივო მასალების(?) მიხედვით ასკვნის, რომ საბჭოთა არმიელებმა გერმანიაში შეჭრის დღიდან ბერლინის ოკუპაციამდე ანუ 1945 წლის იანვრიდან მაისამდე, 2 მლნ გერმანელი ქალი გააუპატიურეს(?). ამ საკითხზე იყო, აგრეთვე, საუბარი ლონდონში 2015 წელს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე _ “ნაცისტურ გერმანიაში გამარჯვების გაკვეთილები”, რომელზეც ბრიტანელი ექსპერტები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ ჰიტლერელებზე გამარჯვებაში გადამწყვეტი იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშის მიერ შეტანილი წვლილი. ისინი, აგრეთვე, ხშირად ახსენებდნენგაუპატიურებულ გერმანიას” , რა თქმა უნდა, წითელი არმიის ჯარისკაცების მიერ, თუმცა “2 მილიონი გერმანელი ქალის გაუპატიურებაუარყოფილი იქნა მეორე მსოფლიო ომის საარქივო მასალების გამომზეურების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ენტონი ბივორი თავის წიგნში არაფერს ამბობს ბრიტანელების, ამერიკელებისა და ფრანგების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაგრამ ყველაფერს ფარდა აჰხადა გერმანელმა ისტორიკოსმა და მწერალმა კონსტანცის (ბადენვიუტენბერგის მიწა) უნივერსიტეტის პროფესორმა მირიამ გებჰარდტმა 2015 წელს გამოცემულ წიგნშიროცა მოვიდნენ ჯარისკაცები” (Als Die Soldaten Kamen), რომელშიც სულ სხვა ციფრები და ფაქტები მოჰყავს.

მირიამ გებჰარდტი წერს: “ერთერთი პოპულარული სურათი, რომელიც ასახავს მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებს, არის შემდეგი: ნაცისტებისგან გერმანიის გათავისუფლებისას ბრიტანელი და ამერიკელი ჯარისკაცები ღირსეულად იქცეოდნენ, აი საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა კი 8-დან 80 წლამდე ათასობით ქალი გააუპატიურეს. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად არის: ამერიკელებმა 190 ათას გერმანელ ქალზე იძალადეს, ბრიტანელებმა _ 45 ათასზე, ფრანგებმაც დაახლოებით იმდენივეზე”.

გებჰარდტის წიგნმა შეაცბუნა გაერთიანებული სამეფოს მცხოვრებნი. “თუ ეს მონაცემები მართალია, _ წერდა ლონდონური “დეილი მეილის” ჟურნალისტი, _ სერიოზულად უნდა გადავხედოთ ჩვენს შეფასებებს მოკავშირეების ჯარების მიერ გერმანიის გათავისუფლებაზე”.

ენტონი ბივორის წიგნი "ბერლინის დაცემა"
ენტონი ბივორის წიგნი “ბერლინის დაცემა”

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 152 ამერიკელი ჯარისკაცი გაასამართლეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელი ქალების გაუპატიურების გამო, თუმცა ეს რაოდენობა ძალიან ცოტაა, რადგან ბრიტანელი მეცნიერის, ლეონ რაძინოვიჩის, გაანგარიშებით, ქალების მხოლოდ 5% თუ განაცხადებს ხოლმე სექსუალურ ძალადობაზე. რცხვენიათ და დუმან.

ომის პერიოდში ეს პროცენტი კიდევ უფრო მცირე იყო. როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები შედიოდნენ მესამე რაიხის სოფლებსა და ქალაქებში, შეშინებულ ქალებს უყვიროდნენ: “ჩემთან დაიძინებ!” _ წერს გებჰარდტი, _ ბევრი ქალი თანხმდებოდა ამას. ზოგი ახლობლების გადარჩენის მიზნით, ზოგი _ საჩუქრისთვის, ზოგი კი _ სურვილით”.

ძალადობას სჩადიოდნენ გამხეცებული მძარცველები და მაროდიორები.

* 1945 წლის მარტში, ღამით, ფრანკფურტთან ახლოს ერთ-ერთ სახლში 6 მთვრალი ამერიკელი შეიჭრა და რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდა დიასახლისსა და მის 18 წლის ქალიშვილს, მოგვიანებით კი სახლიდან ყველა ძვირფასი ნივთი გაზიდეს.

მირიამ გებჰარდტს მოჰყავს ამონარიდი ბერტხესტგადენის პასტორ მიხაელ მერკსმიულერის ჩანაწერებიდან: “8 გოგონა გააუპატიურეს, ზოგიერთი მშობლების თვალწინ”.

წიგნის ავტორი დასძენს, რომ ამერიკელებს არც ბრიტანელები და ფრანგები ჩამორჩებოდნენ: 1945 წლის 16 აპრილს ჯარისკაცები ნისლიანი ალბიონიდან ქალაქ ნოიშტადტში რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ სამ ქალს.

* ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ გერმანიაში ჩადენილ მხეცობებზე წერდა ლუთერანელი პასტორი სილვესტერ მიხელფელდერი გამოცემა “ქრისჩენ სენჩირიში” (Christian Century):

ინგლისურ და ამერიკულ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ბანდიტები ძარცვავენ მატარებლებს, ქალებსა და გოგონებს ყველას თვალწინ აუპატიურებენ. აიძულებენ შიშვლებმა იარონ”.

* ჯონ დოს პასოსი ჟურნალლაიფის” (Life) 1946 წლის 7 იანვრის ნომერში ციტირებსწითელლოყება მაიორს”, რომელმაც განაცხადა, რომსექსი, ვისკი და ძარცვა” _ ეს ყველაფერი ჯილდოა ჯარისკაცისთვის”.

* ჟურნალთაიმის” (Time) 1945 წლის 12 ნოემბრის ნომერში ერთერთი სამხედრო მოსამსახურე წერდა: “ბევრი ნორმალური ამერიკული ოჯახი შეძრწუნდებოდა, თუ შეიტყობდა, ყველაფერი ადამიანურისადმი როგორი გულგრილობით მოქმედებენ აქჩვენი ბიჭები”.

* ერთი ამერიკელი სერჟანტი წერდა: “ჩვენმა და ბრიტანულმა არმიამაც შეიტანეს თავიანთი წვლილი ძარცვასა და გაუპატიურებაშიეს დანაშაულები დამახასიათებელი არ არის ჩვენი არმიისთვის, მაგრამ მათი პროცენტი საკმაოდ მაღალია, რათა ჩვენს არმიას საშინელი რეპუტაცია ჰქონდეს. ასე რომ, ჩვენ შეიძლება მიგვიჩნიონ მოძალადეთა არმიად”.

* 1945 წლის 17 სექტემბერს ჟურნალითაიმიიუწყებოდა, რომ მთავრობა ჯარისკაცებს ყოველთვიურად 50 მლნ პრეზერვატივს უგზავნიდა გამოყენების ინსტრუქციით. “ჩაუტარეთ გერმანელებს გაკვეთილები, _ და დრო სასიამოვნოდ გაატარეთ!”

აი ასეთი იყო ამერიკელების ჯვაროსნული ლაშქრობა ევროპაზე, სადაც დემოკრატია შეიტანეს.

ამერიკელი ჯარისკაცებისდროის სასიამოვნოდ გატარებადიდწილად იყო დამოკიდებული გერმანელ და ავსტრიელ ქალებთანთანამშრომლობაზე”. შიმშილისგან ღონემიხდილი და უსახლკარო ქალებისგან ასეთითანამშრომლობისყიდვა რამდენიმე ცენტად ან პურის ნაჭრად შეიძლებოდა.

ამ ვითარებას ლონდონური “უიკლი რევიუ” (Weekly Review) 1945 წლის 25 ოქტომბერს ასე აღწერდა: “მიუსაფარი ახალგაზრდა ქალები დაუფარავად სთავაზობენ საკუთარ სხეულს საჭმლის ან ღამის გასათევის სანაცვლოდ… მათ გასაყიდად ერთადერთი რამ დარჩათ და ყიდიან კიდეც… როგორც თავის გადარჩენის ერთ-ერთი ხერხი, ეს, ალბათ, უარესია, ვიდრე შიმშილი, მაგრამ სიკვდილი შეიძლება რამდენიმე თვით ან წლით გადასწიოს”.

1945 წლის 17 ივლისს აშშის სენატში სენატორმა ჯეიმს ისტლენდმა განაცხადა, რომ ფრანგი სამხედროები, ძირითადად, აფრიკული წარმოშობის, შევიდნენ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, უამრავი ქალი შერეკეს მეტროპოლიტენში და მათგან 2 ათასი გააუპატიურეს. სამხედროებმა, რომლებსაც მეთაურობდა გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი _ აშშის მომავალი პრეზიდენტი, შტუტგარტში მხოლოდ ერთ კვირაში იმაზე მეტი ქალი გააუპატიურეს, რამდენიც გერმანელებმა საფრანგეთის ოკუპაციის 4 წლის განმავლობაში.

მეორე მსოფლიო ომში უამრავი მხეცობა ჩაიდინეს გუმიერებმა _ მაროკოელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ანტიჰიტლერულ კოალიციაში იბრძოდნენ ეიზენჰაუერის ხელმძღვანელობით. მათ პირველად თავი გამოიჩინეს მონტე-კასინოსთვის (რომიდან 120 კმ-ით დაშორებული დასახლებული პუნქტი) ბრძოლაში. ბრძოლის დასრულების შემდეგ მაროკოელთა დივიზია _ 12 ათასი გუმიერი _ ახლომდებარე სოფლებს შეესია და, ვინც იპოვეს, ყველა გააუპატიურეს _ 3000 ქალი 11-დან 86 წლამდე, მოკლეს 800 მამაკაცი, რომლებმაც მათთვის ხელის შეშლა სცადეს.

მაროკოელი გუმიერები
მაროკოელი გუმიერები

მაროკოელი სამხედროების მხეცობა აღწერილი აქვს იტალიელ მწერალ ალბერტო მორავიას რომანში “ჩოჩარა” (ამ რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც, რომელშიც მთავარ როლს სოფი ლორენი თამაშობს, მონაწილეობს, აგრეთვე, ჟან-პოლ ბელმონდო)… შემდეგი იყო გერმანული ქალაქი შტუტგარტი, აქ გუმიერებმა 2 ათასამდე გერმანელი ქალი გააუპატიურეს.

რა თქმა უნდა, საბჭოთა არმიის ჯარისკაცებიც სცოდავდნენ, მაგრამ ზემომოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით ყველაფრის წითელარმიელებისთვის გადაბრალება დანაშაულია.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო პროკურორი საბჭოთა არმიის ბელორუსიის 1-ელი ფრონტისა (მონაწილეობდა ბერლინის აღებაში), რომელსაც ხელმძღვანელობდა კონსტანტინე როკოსოვსკი, 1945 წლის 22 აპრილი-5 მაისის ანგარიშში წერდა, რომ ფრონტის 7 არმიაში, რომლებიც 908,5 ათასი სამხედროსგან იყო დაკომპლექტებული, აღრიცხული იყო 124 დანაშაული, მათ შორის _ 72 გაუპატიურება; 908,5 ათას ჯარისკაცზე მხოლოდ 72 შემთხვევა!

დასავლელ პროპაგანდისტებს საბჭოთა ჯარისკაცების წარმოჩენა ველურების ურდოებად ტყუილუბრალოდ არ დაუწყიათ. წითელარმიელები გმირულად იბრძოდნენ, მეორე მსოფლიო ომის სიმძიმე საკუთარ მხრებზე გადაიტანეს და ფაშისტებს მათივე ბუნაგში მოუღეს ბოლო.

დიდ სამამულო ომზე ისტორიული მეხსიერების ტრანსფორმაცია დასავლეთის პოლიტიკაა “ცივი ომის” პერიოდიდან დღემდე. ის იყო მთავარი საშუალება საბჭოთა კავშირისთვის ნეგატიური სახის შექმნის საქმეში, ნგრევის ინსტრუმენტი ჯერ სოციალისტური სისტემისა ევროპაში, შემდეგ სსრკ-ის დაშლისა მოსახლეობის დემორალიზაციის მეთოდით. თუმცა ეს პოლიტიკა არ შეწყვეტილა სსრკ-ის დაშლის შემდეგაც _ გარდაიქმნა რუსეთზე ფსიქოლოგიური შეტევის საშუალებად, პოსტსაბჭოთა სივრცეზე მტრობის რუსოფობიისა და რუსეთისადმი სიძულვილის გასაღვივებლად.

ფალსიფიკაცია მეორე მსოფლიო ომის ისტორიისა, რომელიც სსრკის ხალხებისთვის დიდი სამამულო ომი იყო, დღეს პოსტსაბჭოთა ხალხების გათიშვის, მათ შორის შუღლის ჩამოგდების ინსტრუმენტად გამოიყენება. ცნობიერებაში ისტორიული, რეგიონული და რელიგიური საფუძვლების ასეთი ტრანსფორმაცია აუცილებლად იწვევს სისხლისმღვრელ ომებს, როგორიც იყო იუგოსლავიაში მისი დაშლის შემდეგ, დღეს _ უკრაინაში. ამჟამად ბევრ ქვეყანაში ანტიკომუნიზმი, ანტისოვეტიზმი და რუსოფობია შემადგენელი ნაწილია პოლიტიკური სტრატეგიისა, რომელიც აგებულიანაციონალურ იდენტობაზე”, როგორც უკრაინაში, სადაც ლენინისა და კუტუზოვის ძეგლებს ერთნაირი გულმოდგინებით ანგრევენ და მათ ადგილას ბანდერას ძეგლებს დგამენ, სასკოლო სახელმძღვანელოებს ხელახლა წერენ, პოლიტიკოსები კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიგერმანიასა და უკრაინაში საბჭოთა ჯარების შეჭრაზელაპარაკობენ. ისინი წითელი არმიის განმათავისუფლებელ მისიას ელემენტარული ლოგიკის საწინააღმდეგოდ წარმოადგენენ, როგორც ახალ ოკუპაციას, და ივიწყებენ, რომ ეს ახალი ქვეყნები ოდესღაც რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. დიდი სამამულო ომის შესახებ მეხსიერება უმნიშვნელოვანესია საერთო (და გამაერთიანებელი) პოზიტიური ფასეულობების შესანარჩუნებლად პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხებისთვის, რომლებმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ბევრი დრამატული მოვლენა გადაიტანეს. ეს არის მეხსიერება იმის შესახებ, რომ ჩვენს მამებსა და ბაბუებს აღმოაჩნდათ უნარი, ერთობლივი ძალით გაენადგურებინათ მანამდე დაუმარცხებელი მტერი _ ნაცისტური გერმანია, რომელმაც მის მიერ დაპყრობილი ევროპის ძალები აღმოსავლეთისკენ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გადაისროლა, და ამ მეხსიერებას დღესაც შეუძლია ხალხების მობილიზება ახალი გამოწვევების გადასალახავად.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

ცნობისთვის: მეორე მსოფლიო ომი, მსოფლიოს ორი სამხედროპოლიტიკური კოალიციის (ერთი მხრივ _ სსრკ, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, მეორე მხრივ _ გერმანია, იტალია, იაპონია, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა ქვეყნები) დაპირისპირება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი სამხედრო კონფლიქტი იყო, დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის შეჭრით პოლონეთში და დასრულდა 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით. ომში მონაწილეობდა 62 სახელმწიფო, იმხანად არსებული 73-დან. სულ დაიღუპა 60-65 მლნ ადამიანი, ფრონტზე _ 27 მლნ. სსრკმა ამ ომში დაკარგა 16,4 მლნ ადამიანი (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის თებერვლის მონაცემებით _ 41,9 მლნ), მატერიალურმა დანაკარგმა შეადგინა 2 ტრილიონ 569 მლრდ დოლარი (1945 წლის შეფასებით), გერმანიამ დაკარგა დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი, ჩინეთმა _ 3,7 მლნ, დიდმა ბრიტანეთმა _ 449 ათასი, აშშმა _ 413 ათასი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here