ამერიკელმა ექსპოლიციელმა დერეკ შოვინიმ ბოლო სიტყვაში მიუსამძიმრა შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს, მაგრამ მისი სიკვდილის გამო ბოდიში არ მოუხდია.
აშშ-ში განაჩენი გამოუტანეს ექსპოლიციელ დერეკ შოვინის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც შავკანიანი დამნაშავის, ჯორჯ ფლოიდის, სიკვდილი გამოიწვია მისი დაპატიმრებისას. ამ შემთხვევამ ქვეყანაში მასობრივი არეულობები გამოიწვია. ყოფილმა სამართალდამცველმა თავის სიტყვაში მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. ბრალდება მისთვის 30-წლიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლო 22,5 წელზე შეჩერდა.
საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია, მუხლით როგორ აწვება პოლიციელი ასფალტზე დაგდებულ შავკანიან დამნაშავეს ყელზე. ფლოიდი ყვირის, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია, შემდეგ კი კვდება. სიკვდილისშემდგომმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დაღუპული ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მისი სიკვდილი ნარკოტიკის ჭარბმა დოზამ გამოიწვია, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.
tsangrd.tv–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა