აშშ–ს არ ჰყოფნის დანაზოგები, ეს კი დოლარის დასუსტების მაუწყებელია, _ დარწმუნებულია “ბლუმბერგში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, რომელიც მკითხველს ახსენებს თავის პროგნოზს 2021 წლის ბოლოს დოლარის კოტირების 35%-მდე დაცემის შესახებ და ასახელებს სამ მთავარ მიზეზს, რომელთა გამოც ეს დაცემა მოხდება. სტატიის ავტორის მტკიცებით, ნეგატიური მოვლენების განვითარება გარდაუვალია.
შიდა დანაზოგების სუფთა კოეფიციენტი (net domestic savings rate) ამერიკაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა ისტორიაში. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო დამოკიდებული შეიქნა უცხოურ ფულზე.
მკვეთრი მატების შემდეგ, 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე დოლარმა სწრაფად დაიწყო დაცემა. ის 12%-ით დაეცა აშშ-ის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ და 2018 წლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეზეა.
თუ დავეყრდნობით ჩემს არაპოპულარულ პროგნოზს, რომელიც ივნისში გავაკეთე 2021 წლის ბოლოს დოლარის კოტირების 35%-ით დაცემის შესახებ, მაშინ ახლა ბეისბოლის 9-რაუნდიანი მატჩის მხოლოდ მესამე რაუნდში ვიმყოფებით. თუ პროგნოზი ახდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ძახილის ნიშანი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მმართველობის პირველ წელიწადში.
Inosmi.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ