Home ახალი ამბები მსოფლიო “ბიოლოგიური” სკანდალი ამერიკაში

“ბიოლოგიური” სკანდალი ამერიკაში

რატომ მალავენ აშშ-ის პრეზიდენტის შვილს

451

აშშის კონგრესში გაიმართა რეზონანსული მოსმენა, რომელშიც მონაწილეობდა დებორა როზენბლუმი _ აშშის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია ამერიკის ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროგრამებზე.

როზენბლუმმა აღიარა, რომ პენტაგონი დაკავშირებული იყო ბიოლაბორატორიებთან უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ამ ლაბორატორიებში არ ყოფილა “შეტევითი ბიოლოგიური იარაღი”. თვით პენტაგონის მონაცემებით, 2005 წლიდან აშშ-მა დაახლოებით 200 მლნ დოლარი დახარჯა უკრაინის 45 ბიოლაბორატორიისა და ბიოლოგიური იარაღის საკონტროლო “დიაგნოსტიკური ცენტრების” მხარდაჭერაზე.

დებორა როზენბლუმი

აშშ-ში როზენბლუმის აღიარებას დამცინავი რეპლიკებით შეხვდნენ. როგორც ჩანს, ბიოლოგიური იარაღი ამიერიდან იყოფა “შეტევით” და “თავდაცვით” სახეობებად და, თუ ამერიკა რაღაცას იკვლევდა და სწავლობდა უკრაინაში, ეს იყო მხოლოდ “თავდაცვითი” პათოგენები და არავითარ შემთხვევაში _ “შეტევითი”.

ამერიკელი ოფიციალური პირები, როგორც ქამელეონი კანს, ისე იცვლიან “ჩვენებას”. თავდაპირველად, საერთოდ, უარყოფდნენ ამ ლაბორატორიების არსებობას, შემდეგ _ მათ მუშაობასთან აშშ-ის კავშირს. მერე თავგამოდებით უარყოფდნენ იმ ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის არსებობას. ახლა ლაპარაკი დაიწყეს იქ ბიოლოგიური იარაღის აბსურდულ სახეობებზე, მაგრამ კვალის დაფარვას მაინც ვერ ახერხებენ.

ბიოლოგიური პროგრამის მთავარი შემოქმედი, ჯო ბაიდენის ვაჟი _ ჰანტერ ბაიდენი კი, როგორც გაირკვა, მალიბუში ჰყავს გამოკეტილი საიდუმლო სამსახურს და მის დაცვაზე ათიათასობით დოლარი იხარჯება ყოველთვიურად.

აშშ-ის პრეზიდენტის შვილის მიმართ დაწყებულია ფედერალური გამოძიება, რომელიც მისი უკრაინული თავგადასავლების კიდევ მეტ ფაქტს გამოამზეურებს, ამიტომ, სანამ სკანდალი აგორდება, ჰანტერ ბაიდენს საზოგადოებაში გამოჩენას უკრძალავენ.

news.front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here