Home რუბრიკები პოლიტიკა ბახტაძე ვაშინგტონს მიდიოდა, რა მიჰქონდა და რა მოჰქონდაო…

ბახტაძე ვაშინგტონს მიდიოდა, რა მიჰქონდა და რა მოჰქონდაო…

3894
მამუკა ბახტაძე და მაიკ პომპეო

* ხალხის ჯიბეზე როდის უნდა აისახოს ესდადებითი შედეგები”?

* რამე დადებითი მოაქვს ამ ვიზიტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში?

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის, დაკარგვის, საქართველოს იურისდიქციიდან დროებით გასვლის თუ, რისიც გნებავთ, იმის დღეა. მოკლედ, ეს ის დღეა, როდესაც სოხუმის მთავარი ადმინისტრაციული შენობიდან ქართული დროშა ჩამოხსნეს და იქ აფხაზური სეპარატისტული დროშა აღმართეს. როგორც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, აფხაზურმა დე ფაქტო ადმინისტრაციამ გამოუშვა ფულის სპეციალური კუპიურა, რომელზეც აფხაზეთის პირველი .. პრეზიდენტი ვლადისვლავ არძინბაა გამოსახული, აგრეთვე, მოჭრა რკინის მონეტები, რომლებზეც გამოსახულია, როგორ აფრიალებენ აფხაზი მეომრები აფხაზურ დროშას სოხუმის მთავარი ადმინისტრაციული შენობის თავზე და .. კიდევ მრავალი საზეიმო ღონიძიებაა დაგეგმილიო, _ გვამცნობენ სეპარატისტების მედიასაშუალებები.

ეს აფხაზური ალიაქოთი იმის გამოა ატეხილი, რომ იმ საბედისწერო 1993 წლის 27 სექტემბრიდან ზუსტად 25 წელი გავიდა, ანუ ასეთი ზარზეიმით აღნიშნავენ სეპარატისტები “გამარჯვების” 25 წლისთავს. სიტყვა “გამარჯვება” ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ მეეჭვება, სოხუმის ტრაგიკული მოვლენების შედეგი, თუნდაც აფხაზებისთვის, “გამარჯვება” და ზეიმის საბაბი იყოს. დღეს სოხუმი გაპარტახებული, ჩამორჩენილი, უსიცოცხლო ანკლავია და არც რაიმე პერსპექტივა ელის საიმისო, რომ ოდესმე თვალში გამოიხედოს, თუკი კვლავ დედასაქართველოსთან არ გაერთიანდება, თუნდაც ფედერაციული ფორმით.

დღევანდელი სტატიის მიზანი იმის გარკვევა არ არის, რას და როგორ მოიმოქმედებენ აფხაზი სეპარატისტები. ვფიქრობ, იმაზე უფრო უნდა ვწუხდეთ, ჩვენ _ ქართული მხარე, რით და როგორ ვხვდებით ამ თარიღს?

როგორ და პრემიერმინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით! მას შემდეგ, რაც 25 წლის წინათ ჯერ სოხუმი დაეცა და მერე კი, 10 წლის წინათ, უკვე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა თავისი უტვინო და უპასუხისმგებლო მოქმედებით საბოლოოდ მისცა საშუალება რუსეთს, აფხაზეთიდამოუკიდებელ სახელმწიფოდეღიარებინა, თუ იცით, რამე გაუკეთებიათ საქართველოს ხელისუფლებებს და წარამარა შეცვლილგადაყენებულ მთავრობებს, უცხოეთში ვიზიტების გარდა?

პირდაპირ ვთქვათ: საქართველოს პირველი, მეორე თუ კიდევ სხვა რანგის პირების ვიზიტები ამა თუ იმ “მეგობარ” ქვეყანაში ადამიანს აშკარად მოაგონებს ცნობილ გამონათქვამს: “გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო?”

ხალხის წიაღში აღმოცენებული ეს ფრაძა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ “ქალაქში” უაზროდ ბოდიალს აზრი არ აქვს, თუ არაფერი სასარგებლო ან არ წაიღე, ან არ წამოიღე იქიდან.

ვინმეს შეგიძლიათ მიპასუხოთ, რა სარგებელი მოუტანია საქართველოსთვის ამ გაუთავებელ ვიზიტებს, მიღებებს, შეხვედრებს, ბანკეტებს? “ცისფერი მთების” ვაჟა ზაზაევიჩისა არ იყოს _ ან რატომ ჩავდივართ, ან რატომ ჩამოდიან და კიდევ რამდენი წელი შეიძლება ვიძახოთ: “მართალია, ჯერ კონკრეტული ნაბიჯები ამა თუ იმ მიმართულებით არ გადადგმულა, მაგრამ ვიზიტი ნაყოფიერი გამოდგა”? კი, ბატონო, მავანი იტყვის: ამდენი და ამდენი მილიონით დაგვეხმარნენ, ესა და ის პროექტები განახორციელეს, ამნაირი და იმნაირი გრანტები და ტრანშები გვარგუნესო, მაგრამ მინდა გავიმეორო ხალხის მიერ ხშირად დასმული ყველაზე მარტივი და რიტორიკული კითხვა: ხალხის ჯიბეზე როდის უნდა აისახოს ესდადებითი შედეგები”?

კიდევ უფრო მძაფრად და სერიოზულად შეიძლება დავსვათ კითხვა დაკარგული ტერიტორიების თაობაზე: რამე დადებითი მოაქვს ამ ვიზიტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში?

“ნახეთ, აი ეს უკვე ძალიან სერიოზულია და მართლაც ძალიან მაგარი ამბავია ჩვენთვის!” _ აყიჟინდა კიდევ ერთხელ სოციალურ ქსელებში “ქართული ოცნების” აქტივისტების “ნაღები” ნაწილი, როდესაც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა განაცხადა: ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან!” ეს განცხადება ქალბატონმა გიოტმიოლერმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა და კიდევ უფრო აღაფრთოვანა მოქმედი ხელისუფლების თავქუდმოგლეჯილი აქტივისტები, რომლებიც მანამდე ნატოს გენმდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტსაც კი საქართველოს საგარეო პოლიტიკის სასწაულ წარმატებად ასაღებდნენ.

მოკლედ, ყველაფერი ზუსტად ისე ხდება და გრძელდება, როგორც ეს 10-ოდე წლის წინათ იყო _ ნებისმიერი უცხოელის, განსაკუთრებით კი ნატოს ამა თუ იმ წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში აღფრთოვანება მოჰყვებოდა ხოლმე და, თუკი ეს უცხოელი რუსეთს “ოკუპანტს” უწოდებდა, აღფრთოვანება საყოველთაო აღტყინებაში გადადიოდა და ლამის არის რამდენიმედღიანი ზეიმი ცხადდებოდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მაშინ ამას ნაცები და მათი აქტივისტები აკეთებდნენ; დღეს კი იმავეს “ქოცები” და მათი აქტივისტები შვრებიან.

ოღონდ შემდეგ, როცა ეკითხები ამ ზეიმის მომნაწილეებს _ კი, ბატონო, ვიზეიმეთ, გავიდა დრო, რას ხედავთ პრაქტიკულ შედეგს აქედანო? _ ბრმის სიჯიუტით გიპასუხებენ, რომ ხედავენ, ოღონდ რას, ვერ დაგიზუსტებენ და არც სურთ. ამხელა თანამდებობის პირმა, უცხოელმა რუსებს ოკუპანტები უწოდა, მათ ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა და განა ეს ცოტააო?! _ აქეთ შემოგიბრუნებენ კითხვას, თან ისეთი ტონით, რომ შეიძლება სირცხვილით გაგაწითლონ კიდეც.

ეს _ რაც უცხოელთა აქეთურ ვიზიტებს შეეხება. ჩვენების იქითური ვიზიტები კი უფრო კომიკურია. გემახსოვრებათ საქართველოს სხვადასხვა პერიოდის პირველი პირები დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების, პირველ პირებთან ხელის ჩამოსართმევად დერეფნებში ჩასაფრებული. ხშირად ხელის ეს “ისტორიული” ჩამორთმევაც ვერ ხერხდება ხოლმე, მაგრამ, თუკი მოხერხდა და საქართველოს რომელიმე პირველმა პირმა ხელი ჩამოართვა “დიდი ქვეყნების” რომელიმე პირველ პირს, ქართული მედია მთელი კვირა ლამის მხოლოდ ამ “ისტორიულ ფაქტზე” საუბრობს. ეს ცირკი ხდებოდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც უკლებლივ ყველა დიდი ტელევიზია ნაცების ხელში იყო და მიშას ნებისმიერ წამიერ გაბაასებას თუ უბრალო ხელის ჩამორთმევას ამერიკის ან დასავლეთ ევროპის წამყვანი ქვეყნის ლიდერთან საქართველოს “დიად ისტორიულ გამარჯვებად” გვიხატავდა.

რაზე აისახა ეს ამდენი “ისტორიული გამარჯვება” არავინ იცის.

არავინ იცის ისიც, რა პრაქტიკული შედეგები მოჰყვება საქართველოს ამჟამინდელი პირველი პირის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავდაპირველი ინფორმაციული ანონსი გვაუწყებდა: მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ამრიკის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, ასევე აშშის კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის წევრებს, იუესაიდის და სხვა ძირითადი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, ასევე ფინანსურ წრეებს”. ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი აშშ-ის რომელიმე მაღალი თანამდებობის პირზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველებს ესეც კი ძალიან გვიხაროდა. სავარაუდოდ, ისიც კი გაგვიხარდებოდა, ჩვენი ქვეყნის პირველი პირი ამერიკის კონგრესის შენობის დამლაგებლის მამიდაშვილისთვის რომ შეეხვედრებინათ, ალბათ, და კიდევ უფრო აღვფრთოვანდებოდით, თუკი ეს დამლაგებლის მამიდაშვილი პუტინს აუგად მოიხსენიებდა.

წარმომიდგენია, საქართველოს პირველი პირი ვიზიტით რუსეთში რომ ჩავიდეს და იქ მას პირადად რუსეთის პრეზიდენტი არ შეხვდეს, რა ამბავი ატყდება ჩვენს ქვეყანაში. აი, რუსები ყოველთვის ასე ზევიდან გვიყურებდნენ”, “ხედავთ, რუსები თავის თანასწორად არ გვთვლიან”, “აი, ასე იქცევიან რუსი შოვინისტები”, “რუსებს ყოველთვის ჩვენზე მაღლა ეჭირათ თავიდა .. აჭრელდება ქართული მედია ამ და რუსეთისადმი უფრო მეტი სიძულვილით გაჟღენთილი ფრაზებით.

ამერიკაში კი, როგორც ზევით აღვნიშნე, საქართველოს და სხვა პატარა ქვეყნების პირველი პირები დერეფნებში შუბლზე ცივი ოფლითა და სახეზე მლიქვნელური ღიმილით ელოდებიან ხოლმე აშშის პრეზიდენტს, _ იქნებ დერეფანში მაინც ჩამოიაროს შემთხვევით და ხელი ჩამომართვასო. ასეთი შემთხვევაც კი, ამერიკის მხრიდან პატარა ერებისადმითანასწორი მოპყრობისადა დემოკრატიულობის დიად გამოვლინებად ითვლება.

ამჯერად, როგორც ჩანს, მაინც იუხერხულეს და მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეახვედრეს. პომპეომაც არახუნა და არახუნა დაზეპირებული ფრაზები, თუ რა ცუდია კრემლი და როგორი ოკუპანტია რუსეთი, როგორ უდგას გვერდით ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს და როგორ ღრმავდება და ღრმავდება ეს ურთიერთობები და, რაღა თქმა უნდა, პომპეომაც მოუწოდა რუსეთს საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ, ზუსტად ისე, როგორც ეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გიოტმიოლერმა გააკეთა

და ამ შემთხვევაშიც ზუსტად ისევ აყიჟინდა ქართველი საზოგადოების ნაწილი: აგე, ხომ მოუწოდეს რუსებს ჯარების გაყვანისკენო?!

არა, რა თქმა უნდა, ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ მაინც მინდა ერთი “ჩასაფრებული” კითხვა დავსვა: კი, მაგრამ, აქამდე სხვა რამეს მოუწოდებდნენ და მხოლოდ ახლაღა მოუწოდეს ჯარების გაყვანისკენ თუ რაშია საქმე?

ამასობაში კი, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და სხვა ომების ვეტერანები 27 სექტემბერს თბილისში, გმირთა მემორიალთან აქციაპერფორმანსის მოწყობას აპირებენ. მათი ორი მთავარი მოთხოვნა ვეტერანთა შესახებ სპეციალური კანონის მიღება და მათთვის განსაკუთრებული ჰოსპიტლის გახსნააარც ისე ბევრია, ხო? არადა, ვეტერანები ამას, უკვე 25 წელია, ითხოვენდიახ, სწორედ ის 25 წელი, რომელიც საქართველოს პირველმა, მეორე თუ კიდევ სხვადასხვა რანგის ჩინოსნებმა ამ უაზრორა მიჰქონდა, რა მოჰქონდატიპის ვიზიტებს შეალიეს.

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

  1. მარტო მგზავრობის ხარჯები ამერიკამდე ერთი მინი ტრაქტორის ფულია. რაც ამ ათეული წლების განმავლობაში უაზრო ვოიაჟებზე ფულია გაფლანგული, ააყვავებდა აგრომრეწველობას! არადა ქართველი გლეხები ხელებს იჭამენ უტექნიკობის გამო და შეყურებენ უცხოელი ინვესტორები როგორ იპყრობენ მათ მიწა წყალს…

  2. მოწოდებები და ლოზუნგები საბჭოთა კავშირს ისეთი ქონდა უკეთესს ვერ ინატრებდი მაგრამ ახდა?!
    თუ თავს არ გავანძრევთ და ჭკუას არ მოვუხმობთ საბჭოთა კავშირის დროინდელი მოწოდებებივით და ლოზუნგებივით ახდება ცვენი უფროსი მეგობრების საქართველოს გამთლიანებისაკენ მიმართული მოწოდებებიც…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here