28 ნოემბერს 78 წლის ჯო ბაიდენმა, რომლის გამარჯვებას აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი არ აღიარებს, 2 წლის გერმანულ ნაგაზთან თამაშისას ფეხი დაუცურდა და ტერფი დაიზიანა.
ბაიდენს ორი მოტეხილობა აქვს და მომდევნო რამდენიმე კვირა სიარული ლიმიტირებულად შეეძლება, _ განაცხადეს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სპეციალისტებმა.