ორგანიზაცია “სატანის ტაძარმა”, რომელსაც აშშ–ში რელიგიური სტატუსი აქვს, 15 აპრილს სოციალურ ქსელ ინსტაგრამში განათავსა უკრაინის დროშა ოკულტური სიმბოლიკითა და წარწერით “ჩვენ მშვიდობა გვინდა”.
გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ეხმარება თავის ადეპტებს უკრაინაში.
“უკრაინის შეირაღებული კონფლიქტით გამოწვეული მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის გამო “სატანის ტაძარმა” სწრაფად მიიღო ზომები უკრაინელი სატანისტების დასახმარებლად, რათა ისინი უზრუნველყონ საცხოვრებლითა და ელემენტარული პირობებით უკრაინიდან გაქცევის შემდეგ”. “სატანის ტაძარი” უკვე დაეხმარა თავის რამდენიმე მომხრეს საცხოვრებლის პოვნაში და შექმნა ვებგვერდი შემოწირულობების მისაღებად ლტოლვილთა დახმარების მიზნით”, _ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამ, ვალერია ბაიდენ ოუენსმა, აღიარა, რომ თეთრ სახლში ჩაატარა ეგზორცისტული რიტუალი და ამით თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის “ბოროტი სულის განდევნას” შეეცადა.
iz.ru –ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ
ღმერთო გვიშველე…