Home ახალი ამბები საქართველო არნო ხიდირბეგიშვილი – „ასავალ-დასავალის“ გადაბირების მცდელობაზე: „მიხეილ სააკაშვილმა ლაშა ნადარეიშვილისგან უარი მიიღო“

არნო ხიდირბეგიშვილი – „ასავალ-დასავალის“ გადაბირების მცდელობაზე: „მიხეილ სააკაშვილმა ლაშა ნადარეიშვილისგან უარი მიიღო“

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან (4 აგვისტო 2025 წელი, გვ. №259-260)

 „2004 წლამდე ქართული მედია იყო მრავალფეროვანი და მწვავედ რეაგირებდა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რაც თავისუფლების შედარებით მაღალ ხარისხზე მიუთითებდა. „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო

გადატრიალების შემდეგ, ეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. წინამდებარე ქვეთავში, წლების მიხედვით არის წარმოჩენილი არაერთი მაგალითი იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სხვადასხვა მეთოდით დაიწყო მედიის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა და მედიაკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.

საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, რომ ეს მისწრაფება მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის ადრეული წლებიდან გამოავლინა. 2001 წელს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის რანგში, ის რედაქციაში სტუმრად ეწვია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ და შეეცადა, ის თავისი სამომავლო, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის ნაწილად ექცია. მან გაზეთის მთავარ რედაქტორს, ლაშა ნადარეიშვილს, იუსტიციის სამინისტროში სადილზე მიწვევის სურვილი გააცნო და შესთავაზა, „მათი გამხდარიყო“, სანაცვლოდ კი გრანტებითა და ყველა სიკეთით უზრუნველყოფას დაჰპირდა, მაგრამ უარი მიიღო. 754“

 754 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე არნო ხიდირბეგიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).

საქინფორმი: კომისიის დასკვნიდან ზემოხსენებული ეპიზოდი ეხება იმ პერიოდს, როდესაც „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, ყოველკვირეულ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ მთავარი რედაქტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

http://saqinform.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here