Home რუბრიკები პოლიტიკა “ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს!”

“ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს!”

11437
გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილი

წლების წინათ ყმაწვილებში დამკვიდრებული იყო, ჩემი აზრით, დღეს მცდარი მოსაზრება, რომ ნამდვილი მეგობარი თუ ძმაკაცი (ვისაც, რომელი დეფინიცია მოგწონთ, ის აირჩიეთ, შინაარსი ერთია) მხოლოდ 2-3 შეიძლება ჰყავდეს ადამიანს

ჰოდა, ძალიან დიდი ხნის წინათ, როდესაც 14-15 წლის უწვერული ჭაბუკი პირველ ნაბიჯებს ვდგამდი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე, მამას ვკითხე: _ რამდენი მეგობარი შეიძლება, ჰყავდეს კაცს? მამამ, _ მაგის დათვლა ვის გაუგია, მეგობარი იმდენი უნდა გყავდეს, რამდენსაც შენ ეყოფი სამეგობროდო, და ისე, რომ არ მაცალა ნათქვამის გასიგრძეგანება, ფართოდ გაშალა თემა, რომელზეც ჩემს დაკვირვებებს, გამოცდილებასთან ერთად, ქვემოთ მოგახსენებთ

_ ნათესავი სისხლის ნაწილია, მეგობარი _ სულის, _ განაგრძო მამამ. ჩემი მხრიდან კი, მოგვიანებით გათვითცნობიერებული, დავძენ:

ახალშობილს (ისე, რომ არავინ გვეკითხება) ამქვეყანად გვხვდებიან მშობლები, ბებია-ბაბუები და ა.შ., ანუ დაუკითხავად გვხვდებიან ან მერე ვიძენთ და-ძმებს, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, რასაც ოჯახი და სანათესაო ჰქვია. მათ რაოდენობასა და “ხარისხს” ჩვენ არავინ გვეკითხება, და მათ ვიღებთ ისეთებს, როგორებიც არიან. ზნეობრივებსაც და უზნეოებსაც, გვიყვარს თუ არა, პატივს ვცემთ თუ არა, მათ არსებობას მაინც ვიტანთ ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ისინი ჩვენი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი არიან.

ერთადერთი, ვის პატივისცემასაც გვავალდებულებს მამა-ღმერთი, მიუხედავად ზნეობა-უზნეობისა, ჩვენი მშობლები არიან და ამიტომაც წერია ათ მცნებაში, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მეხუთე მცნებად:

პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა”.

სულ სხვა, საპირისპირო ვითარებაა მეგობრის მიმართ. ოჯახის, სანათესაოსგან განსხვავებით, თვითონ ირჩევ ბავშვობიდანვე მეგობარს, ძმაკაცს, რომელსაც, დაკაცებულნი, სიყრმის მეგობარს ვეძახით, თუმცა მხოლოდ ერთ ეზოში გაზრდა თუ კლასელობა არ არის გარანტია იმისა, რომ მავანთა მეგობრობა სამარადჟამო იქნება, რადგან ადამიანს, წლების მატებასთან ერთად, ზოგჯერ ცვალებადობაც ახასიათებს ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ.

ხოლო მეგობრობას, თუ ზემოთ ნათქვამს გავათანამედროვებთ, ბავშვობაში ერთ “გარშოკზე” ჯდომა და ეზოში ომობანას თამაში კი არა, პირველ რიგში, ორი ან რამდენიმე სუბიექტის მიერ გათავისებული ღირებულება-ფასეულობათა თანხვედრა განაპირობებს. და, როდესაც ეს თანხვედრა აღარ არის, მეგობრობაც იქ მთავრდება.

ძმას შეიძლება მიუტევო შეცდომა, ღალატიც კი, მაგრამ მეგობარს, სწორედ იმიტომ, რომ, ძმისგან განსხვავებით, თვითონ ირჩევ სამეგობროდ, ღალატი აპატიო, გამორიცხულია.

ღალატი მხოლოდ კონკრეტულ ქმედებას არ ნიშნავს მეგობრის მიმართ, მაგალითად, ზურგში მახვილის ჩაცემას; ღალატად მიმაჩნია ისიც, თუ ჩემი ძმაკაცი უარყოფს, პატივს აღარ მიაგებს იმ სულიერ ღირებულებებს, რომლებზეც წარსულში ერთად ავაგეთ სამყაროს ერთ-ერთი უწმინდესი ტაძართაგანი _ მეგობრობა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მწამს.

რისთვის დამჭირდა ეს “ღრმად ფილოსოფიური” წიაღსვლა, რომელიც წერილის შესავლისთვის ძალიან დიდია, ხოლო სტატიისთვის ძალიან პატარა?

შევარდნაძის პრეზიდენტობიდან დღემდე, ხშირად მოისმენ მავანი ავტორიტეტული და საზოგადოებაში დაფასებული პირისგან დაახლოებით ასეთი შინაარსის ფრაზას:

ქვეყნის, ეკლესიის, ქართული ტრადიციების მტერი კი არის, მაგრამ რა ვქნა, ჩემი ბავშვობის მეგობარია”.

მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თვალში საცემი შეიქნა იმბეცილი სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ.

ეს რომ ასეა და ჩემი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი არ არის, ბატონ ლევან ვასაძის მაგალითზე დავანახვებ მკითხველს.

ქართველი მილიონერი ლევან ვასაძე 8(!) შვილის მამაა და, ალბათ, მხოლოდ ამისთვის იმსახურებს პატივისცემას. ამას დავუმატოთ მის მიერ დეკლარირებული ეროვნულ-მართლმადიდებლური პოზიციები, შარშან თუ შარშანწინ მის მიერ დაფინანსებული და თბილისის ფილარმონიაში ჩატარებული ოჯახის ინსტიტუტის დამცველთა და, შესაბამისად, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების მოწინააღმდეგეთა საერთაშორისო ფორუმი, დებატების გამართვის ნიჭი, ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა, სხვა მრავალი ღირსება და კაცი იფიქრებ _ აი, საქართველოს გადამრჩენიო, მაგრამ…

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი გაუფერულდება ან, საერთოდ, დაგავიწყდება, როდესაც შეიტყობ, რომ ბატონი ლევანი, ყოველივე ქართულის, ტრადიციულის, ანტიდისკრიმინაციული კანონის (რომელსაც ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა, საქართველოს დამღუპველი კანონი უწოდა) მიღების მთავარ ინიციატორებთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და გიგა ბოკერიასთან ბავშვობისდროინდელ მეგობრობას (პირველ საშუალო სკოლაში ერთად სწავლობდნენ) ვერ ელევა.

გიორგი მარგველაშვილი ლევან ვასაძის ერთ-ერთი შვილის ნათლიაც ყოფილა, ანუ, მეგობრობის გარდა, ნათელ-მირონითაც ყოფილან გადაჯაჭვულნი და რაღა დააცილებთ?

გიგა ბოკერია კი (მისი რელიგიური მრწამსი აგნოსტიციზმი ყოფილა. გსმენიათ ვინმეს ასეთი რელიგიის შესახებ? მე _ არა და “ვიკიპედიაში” ამოვიკითხე დასახელებაც და შინაარსიც, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ათეიზმზე უარესი, ანუ სატანისტურია) სააკაშვილის ფაშისტურ-სადისტური რეჟიმის მთავარი იდეოლოგი, ეკლესიების მნგრეველი, ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე რომ იყო, ამაზე არაფერს ვიტყვი და მხოლოდ მარგველაშვილისა და ვასაძის ურყევ მეგობრობაზე მოგითხრობთ:

თვითონ განსაჯეთ:

ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება,…მაგრამ რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო”;

დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდა სრულ მდგომარეობამდე”, _ ესქსლის მბეჭველიფილოსოფოსის, გიორგი მარგველაშვილის, “ფალოსოფოსურინაბჟუტურევია გაპრეზიდენტებამდე. და აქვე:

დიდი იმედი მქონდა, გიორგი მარგველაშვილი ამ უმსგავსო კანონს ხელს არ მოაწერდა, _ განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ტელეკომპანიაიმედისგადაცემარეაქციაშიანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას.

ლევან ვასაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი მისი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარია. “რომელ ჩვენგანს არ ჰყავს მეგობარი, რომელთანაც ცხარეზე ცხარე კამათი არ ჰქონია თუნდაც საკვანძო საკითხებზე და ვერ შეთანხმებულან, ერთმანეთზე გაბრაზებულან”, _ განაცხადა ვასაძემ.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, დიდი იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ამ უმსგავსო კანონს ხელს არ მოაწერდა. “რა თქმა უნდა, დაძლევდნენ მის ამ ვეტოს, მაგრამ მისი მომავლისთვის ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მან მას ხელი მოაწერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი ჩემთვის მეგობარი და უახლოესი ადამიანი არ არის”, _ დასძინა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე
ლევან ვასაძე

ბატონო ლევან!

გიორგი მარგველაშვილი ანტიდისკრიმინაციული კანონის ერთ-ერთი ლობისტი და მხურვალე მხარდამჭერი რომ არის, არ იცოდით? ალბათ, არა, თორემ არ გაგიკვირდებოდათ “ამ უმსგავსო კანონის” ქვეშ მისი ფაქსიმილიე.

ქართველი ერის შეურაცხმყოფელიფალოსოფიისშემდეგ, როგორ გიბრუნდებათ ენა, რომ გიორგი მარგველაშვილს კვლავ უსაყვარლესი და უახლოესი მეგობარი უწოდოთ?!

ან, მეგობრებს შორის რომელ საკვანძო საკითხებზე კამათის შესახებ საუბრობთ _ ანტიდისკრიმინაციული კანონი, საკვანძო კი არა, საქართველოს ამომგდები კანონია და ვიმეორებ: გიორგი მარგველაშვილი ამ კანონის ერთერთი შემოქმედია. მარგველაშვილმა თავისი პრეზიდენტობა ნაცბანდის რეანიმაციას მოახმარა, დაწყებული ავლაბრის რეზიდენციაში შესვლით და დამთავრებული უაზრო ვეტოებით.

და აკი მოახერხა კიდეც: ვითომ დაშლილი ნაცბანდა, იმის ნაცვლად, რომ მისი ლიდერები ციხეში ისხდნენ, მორალს გვიკითხავენ და არცთუ უსაფუძვლო პრეტენზია აქვთ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში, გამარჯვების თუ არა, სერიოზული შედეგის ჩვენების.

მოკლედ, ბატონო ლევან, ეს კაცი იმ ყველაფერს ებრძვის, რის დასამკვიდრებლადაც თქვენ ძალისხვევას არ იშურებთ და, მიუხედავად ამისა, კვლავ “უახლოეს და უსაყვარლეს” მეგობრად მიიჩნევთ? როგორც იტყვიან, თქვენი საქმის თქვენ იცით და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ “უახლოესი და უსაყვარლესი” მეგობარი, მაგრამ მე მარგველაშვილისნაირი, ბატონო ლევან, მეგობარი კი არა, შვილი არ მინდა!

და მთავარი _ თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებთ და არასოდეს ჩაერთვებით პოლიტიკაში. თუ ვიღაც მხეიძის გვარი რამეს გეუბნებათ, გემახსოვრებათ, რომ შარშანწინ ამის შესახებ პირისპირ გითხარითბაგრატიონშიგაშლილ სუფრაზე: “პოლიტიკა არ მაინტერესებს” _ ესეც პოლიტიკაა, ოღონდ კონფორმისტულიმეთქი.

ეგეც არ იყოს, რას მიქვია, პოლიტიკაში არ წავალ, როდესაც ავტორიტეტით და სიყვარულით სარგებლობთ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში და, თუ მართლა ისეთი პატრიოტი ბრძანდებით, როგორც ეს შორიდან ჩანს, სწორედ თქვენ და თქვენნაირები უნდა წახვიდეთ პოლიტიკაში, რადგან დღეს ჩვენი სამშობლოს ყოფნაარყოფნის საკითხი წყდება! ამ ყოფნაარყოფნის საკითხის გადაწყვეტაში კი თქვენიუახლოესი და უსაყვარლესიმეგობარი მარგველაშვილი გიგა ბოკერიასთან ტანდემში მკვეთრად ნეგატიურად მონაწილეობს.

ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვა იქნება ეს, მიგრანტების მიერ საქართველოს ოკუპაცია თუ მომავალი წლის 17 მაისს რუსთაველზე გეიაღლუმის ჩატარება, როგორ გგონიათ თქვენი “უახლოესი და უსაყვარლესი” რომელიმეს წინააღმდეგ წავა?

არვინ გიკარგავთ გაკეთებულ საქმეებს, მაგრამ, ყალბი პათეტიკის გარეშე გეტყვით, სამშობლო უფრო მეტს მოითხოვს თქვენგან და ეს “მეტი” თუ პოლიტიკაში ჩართვაა, უნდა ჩაერთოთ.

ჩაერთეთ და გამოგყვებით!

თუ არა, უძველესი სენტენციიდან გამომდინარე ვიმსჯელებ თქვენზე _ მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ!”

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. ნამეტანი დიდი წარმოდგენა აქვს ვასეძეს საკუთარ თავზე და საკუთარ ფარისევლობას არ მიიჩნევს ფარისევლობად…))) ამიტომაც მის ასე ვთქვათ პატრიოტულ თუ ქრისტიანულ აქტივობას ცარიელი ბაქაბუქის და საკუთარი თავის გამოჩენის მეტი არაფერი მოაქვს…))) ან დიდ ქრისტიანობაზე რომ თავს დებს, მაშინ როცა ქრისტე გვამცნობს რომ ვინც საკუთარ მშობელსაც კი დააყენებს ჩემზე წინ ის ჩემი ღირსი არ არისო… და რომელ მშობელზეა საუბარი აქ როცა პლასტელინივით მიეკრო პლასტელინით გამოძერწილ და თავმოყვარეობა დაკარგულ პრეზიდენტს და ამასთან ერთად თავად ქრისტიანულ თავმოყვარებაზე პრეტენზიებს აცხადებს??? ნუთუ ასე ბნელა ყველასთვის??? მე დაუმატებდი იმასაც, რომ ყველა მილიონერი პოტენციურად სულიერად დაბრმავებულია და ამის მტკიცებულებაა თავის თავზე წარმოდგინთ შეყვარებული ჩვენი მილიონერი “რაინდიც”…)))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here