Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელმა პოლიციელმა დამიზნებით ესროლა მანიფესტანტს

ამერიკელმა პოლიციელმა დამიზნებით ესროლა მანიფესტანტს

117

აშშში სოციალური ქსელების მომხმარებლები განიხილავენ ერთერთი პოლიციელის ქმედებას ლოსანჯელესში ტრანსგენდერთა უფლებების დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციაზე.

ოფიცერმა დამიზნებით ესროლა ქალს, რომელსაც რეზინის ტყვია მკერდში მოხვდა. ის მოგვიანებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პოლიციელის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ექსპერტთა აზრით, ქალს გაუმართლა, რადგან ახლო მანძილიდან ნასროლ რეზინის ტყვიას თავისუფლად შეეძლო, მოეკლა. ინციდენტის თვითმხილველები კი ამბობენ, რომ მომხდარზე სხვა პოლიციელებს რეაქცია არ ჰქონიათ.

ასე ხდება “დემოკრატიის სავანე” ამერიკაში, რომლის ელჩი საქართველოში, კელი დაგნანი, დღეს იმ ძალების მხარეზე დგას, რომლებიც ქართული ტრადიციების წინააღმდეგ იბრძვიან და ლგბტ პირების ე.წ. აღლუმის ვერჩატარების გამო ქვეყანაში არეულობას აწყობენ.

როგორც ჩანს, ქალბატონი დეგნანი, რომელიც გააფთრებით იბრძვის საქართველოში ლგბტ თემის უფლებების დასაცავად და უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here