Home ახალი ამბები საქართველო ხელისუფალნო, ყურადღება!

ხელისუფალნო, ყურადღება!

294

მოგმართავთ 93 წელში გადაბიჯებული ისტორიკოსპოლიტოლოგი ქუთაისიდან

ბატონებო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიტანოთ დასკვნები უკრაინის ტრაგედიიდან. დააკვირდით, აქ მოტანილი კოლაჟის შინაარსს, რომელიც რუს მხატვარს, ანდრეი დოროფეევს, ეკუთვნის. მასში ვკითხულობთ: “რატომ არ შეიძლება ნატოს მოშვება ჩვენს საზღვრებთან”.

ქვემოთ ხედავთ ნატოელ ჯარისკაცებს ამერიკული დროშით ხელში, რომლებიც კრემლში შესვლას ლამობენ. ჰოდა, ბატონებო, როცა უკრაინის ხელმძღვანელობამ ეს არ გაითვალისწინა, დღეს რუსი დათვი მას ულმობლად ტორავს, არაფერს ზოგავს. უკრაინა დღეს უმძიმესი და მწარე გაკვეთილია საქართველოსთვის, ამიტომ, ხელისუფალნო, გონებას უნდა მოვუხმოთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ ბრმა მსხვერპლი არ გავხდეთ, მით უმეტეს, რომ ჩამოცილებული ტერიტორიებისა და კიდევ მეტის საბოლოოდ დაკარგვა გვემუქრება. ეს საშინელება თავიდან რომ ავიცილოთ, უკრაინის მსგავსად რუსულმა დათვმა ჩვენც რომ არ დაგვტოროს, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ დღესვე, ხვალ გვიან იქნება, ისტორია კი დაგვიანებას არ გვაპატიებს.

ქართული გეოგრაფიული სივრცე, მისი 700-კილომეტრიანი უშუალო საზღვარი დიდ მეზობელ რუსეთთან მბრძანებლურად ითხოვს შველას და გვეძახის: მომაშორეთ თავიდან ეს წყეული ნატო მის პედერასტ-ლესბოსელებთან ერთად; ნუ მღუპავთ, ყურად იღეთ ბრძენი მოძღვრის _ ილია მეორის მიერ ჯერ კიდევ 20 წელზე მეტი ხნის წინათ, 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ნათქვამი და გეოპოლიტიკური ლოგიკით განპირობებული დიდებული რჩევა: “ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყველაზე მისაღები პოზიცია ნეიტრალიტეტია”.

ხელისუფალნო, გეკითხებით: რატომ არ გსურთ, იწამოთ ეს უცილებელი და საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცის ძახილი, რომელსაც ქვეყნის ბრძენი პატრიარქი გირჩევთ?

ხელისუფალნო, რატომ ვერ ხვდებით, რომ ომი უკრაინაში ნატო-ნატოს შეჩხიკინებით, ფაქტობრივად, აშშ-დასავლეთმა გააჩაღა? დალესი საფლავში გაახარეს, თვითონ ბუჩქებში ჩასხდნენ და რუსეთს უბადრუკი სანქციებით ემუქრებიან. ლენინგრადის 2-ნახევარწლიანი ბლოკადის, ოთხწლიან უსასტიკეს ომგამოვლილ და გამარჯვებულ ხალხს განა ვინმე შეაშინებს? კვლავ და კვლავ გირჩევთ, ბატონებო, ჩემი ასაკი და გამოცდილება ამის უფლებას მაძლევს: შეეშვით ნატო-ევროსტრუქტურებისადმი ბრმა და უვიც ტრფიალს. ერთხელ მაინც დაფიქრდით, რატომ სომხეთი და აზერბაიჯანი _ ჩვენი უშუალო მეზობლები _ არ ეთაყვანებიან მათ.

საღ აზრს მოუხმეთ, ბატონებო!

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

1 COMMENT

  1. სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებს ბატონი გივი, მაგრამ აგენტურამ წალეკა ქვეყანა და მიიყვანენ მას ომამდე (შესაძლოა მსიფლიო ომამდეც)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here