Home ახალი ამბები საქართველო შოთა აფხაიძე: დესტრუქციული ძალებისა და ტელევიზიების მიზანი საქართველოში ომის დაწყებაა

შოთა აფხაიძე: დესტრუქციული ძალებისა და ტელევიზიების მიზანი საქართველოში ომის დაწყებაა

“საქართველო არის დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ფანტასტიკური, სრულიად წარმოუდგენელი ფეიკებით აშუქებს”

417

უკრაინის ქალაქ ბუჩაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად გამოწვეული ნგრევისა და უბედურების ამსახველი კადრებითა და ინფორმაციებით დაზაფრულია საქართველოს მოსახლეობა, ადამიანები წყევლაკრულვას უთვლიან რუსებს განურჩევლად მათი პოლიტიკური თვალსაზრისისაამ ვითარებაში ბევრისთვის მოულოდნელი იყო უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადება; ევროკავშირის ერთერთი წევრი ქვეყნის მეთაურმა მტკიცებულებების წარდგენა მოგვთხოვა, ბუჩაში მომხდარი მოვლენები ინსცენირებული არ იყოო, _ ამის შესახებ გამოცემა ბილდ წერს. პარალელურად იმ სისასტიკის კადრებისა, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობას აყურებინებენ ჩვენი ტელეარხები და სოციალური ქსელები, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი დაღუპვის პირასაა, რომ რუსი ხალხი თავისი პრეზიდენტის წინააღმდეგია, რომ რუსეთის დღეები დათვლილია და მალე არსებობას დაასრულებსგვესაუბრება მოსკოვში მოღვაწე პოლიტოლოგი შოთა აფხაიძე.

_ ბატონო შოთა, სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, ლუგარის ლაბორატორიის გარშემო უკვე მერამდენედ ატეხილ აჟიოტაჟზე შეგეკითხებით. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა გასულ კვირას საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოებისა და ტკიპების მომრავლების შესახებ ისაუბრა. “ლუგარის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გავრცელების არეალი სხვადასხვა სახეობის კოღოებისა, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ”, _ თქვა კირილოვმა. ქართულ მხარეს რუსული მხარე, დიდი ხანია, სთხოვს საქართველოს ლუგარის ლაბორატორიაში შეშვებას, მაგრამ ამაოდ.

რა შეიძლება მოჰყვეს ქართველთა გაჯიუტებას ამ შემთხვევაში?

_ ლუგარის ლაბორატორიას საქართველოსთვის რა სარგებლობა მოაქვს, გაურკვეველია. თავი დავანებოთ რუსეთის მხარის გაღიზიანებას. ვისაუბროთ იმაზე, რაში გამოგვადგა ამ ლაბორატორიის არსებობა ჩვენს ქვეყანაში. ქათმის გრიპი იყო, ღორის თუ ღამურის, ლუგარის ლაბორატორიას სარგებელი არაფერი მოუცია, ხალხისთვის შეღავათი არ ყოფილა. პირიქით _ შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც თბილისში ლუგარის ლაბორატორია დაარსდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყო დაავადებების გავრცელება, გაჩნდნენ მწერები, მავნებლები, რომლებიც ანადგურებენ მოსავალს და ა.შ.

რუსეთის მხარე საქართველოს სთავაზობს ლუგარის ლაბორატორიაში თავისი წარმომადგენლების შესვლას, მაგრამ საქართველო ვერ იღებს გადაწყვეტილებას, შეუშვას თუ არა იქ რუსი სპეციალისტები. თუკი იქ საეჭვო არაფერი ხდება, შეუშვას კომისია რუსეთიდან და ამით დასრულდება მათი გაღიზიანება და ბრალდებებიც. ის, რომ ქართველები ამბობენ, ლუგარის ლაბორატორიაში საეჭვო არაფერი ხდებაო, მაგრამ იქ რუსეთის კომისიას მაინც არ უშვებენ, ეჭვს იწვევს. დარწმუნებული ვარ, ამაზე ნერვიულობს საქართველოს ხელისუფლებაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის ამ გადაწყვეტილების მიმღები, რადგან ამერიკელების აშენებულია ლაბორატორია, ისინი მუშაობენ იქ და გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ.

თუ ასე გაგრძელდება, საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორია მართლაც გამოიწვევს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტს. ვსვამ შეკითხვას _ გვიღირს კი ლუგარის ლაბორატორიის გამო კონფლიქტი რუსეთთან? არა და ეს არ უნდა უღირდეს არავის, არ უნდა უღირდეს ჩვენს ქვეყანას.

_ რადგან თქვენთან დაკავშირება მოვახერხე, აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ _ რა ხდება რუსეთში? საქართველოს ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებები საშინელ ამბებს გადმოსცემენ, ამბობენ, რუსეთი იღუპება, შიმშილი ელოდება, რუსები ომს აგებენ და მზად არიან, წვევამდელებიც კი გაუშვან საომრადო

_ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედამიწაზე საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ფანტასტიკური, სრულიად წარმოუდგენელი ფეიკებით აშუქებს. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან ფულითა და იარაღით, ისინიც არ აშუქებენ ომის მოვლენებს ისე, როგორც ამას ქართული ტელევიზიები აკეთებენ.

რითია მოტივირებული საქართველოს ტელესივრცე? _ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესებშია, ქართველი საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რუსეთი იღუპება, ინგრევა, აგებს ომს უკრაინაში და .. ამ ყველაფრის სჯერა იმ გამოთაყვანებულ ბიომასას, რომელიც .. მიტინგებზე გამოდის, ამ ადამიანების რაოდენობა 14-15 ათასია. ისინი ისედაც ტვინგამორეცხილები არიან და ქართული ტელევიზიებიც უარესად ურეცხავენ. დესტრუქციული ძალებისა და ტელევიზიების მიზანი საქართველოში ომის დაწყებაა.

ვუყურებ სოციალურ ქსელებს, მედიასაშუალებებს საქართველოში და გაოგნებული ვარ. სრული სიბნელეა ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობის საკმაოდ სერიოზული ნაწილი დარწმუნებულია, რომ უკრაინელებმა ომი მოიგეს, რაც იდიოტიზმია. ეს საქართველოს კატასტროფამდე მიიყვანს. საქართველო, შესაძლოა, განადგურდეს. ჩვენი ქვეყნის ვერც ხელისუფლება და ოპოზცია, ვერც ხალხი, ვერ აანალიზებენ, რა ხდება სინამდვილეში რუსეთსა და უკრაინას შორის და სრულიად მსოფლიოში.

რუსეთი ცდილობს, თავი აარიდოს მაქსიმალურ დანაკარგებს, ის თავს არიდებს მოსახლეობის დაზარალებას და სიკვდილიანობას. ასე რომ არ ფიქრობდეს, ზუსტად ორ დღეში აღიგვება მიწისაგან პირისა უკრაინა, დაადუღებს და დაასრულებს ომს, მაგრამ ამას არ აკეთებს, ეცოდება უკრაინელი ხალხი.

“რუსეთი ებრძვის ფაშიტებს და სწორედ ასე ფიქრობს რუსეთის მოსახლების ძალიან დიდი ნაწილი. ისინი მხარს უჭერენ თავიანთ პრეზიდენტს და უწონებენ გადაწყვეტილებას. რუს ხალხს უყვარს ქართველებიც და უკრაინელებიც. რუსებმა იციან, ის, რაც ხდება უკრაინაში, ამერიკის სურვილია; ამერიკას სურს, რომ ერთმანეთი დავჭამოთ ქართველებმა, რუსებმა და უკრაინელებმა. რუსებმა ასევე კარგად იციან, რომ მათი ქვეყანა ამ წუთას ებრძვის ნაცისტებს; იციან, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ჰიტლერის მომხრეების შთამომავლები არიან. ვერც ერთ რუსს ვერ დააჯერებ, რომ მათმა ჯარმა ბუჩაში ის ჩაიდინა, რასაც ზოგიერთი საინფომაციო საშუალებები აქვეყნებენ”.

_ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის ერთერთი წევრი ქვეყნის მეთაურმა უკრაინას იმის მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა, რომ ბუჩაში მომხდარი მოვლენები ინსცენირებული არ იყო. ამის შესახებ გერმანული გამოცემაბილდიწერს.

_ უკრაინის ხელისუფლებაში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ნაქართველარ არახამიას. იქ ასევე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არიან ჩაბუდებულები საქართველოს კუდის ყოფილი თანამშრომლები, გვარები თქვენც კარგად იცით…

ბუჩაში ხდება ის, რაც ხდებოდა 2011 წლის 26 მაისს საქართველოში. უკრაინაში ჩაბუდებული არახამიები, ლორთქიფანიძეები და ძებნილი ნაცები თვითონ აკეთებენ ყველაფერს, მერე სპექტაკლებს დგამენ და აქვეყნებენ. ქართველ ერს თუ კიდევ ტვინი შერჩა ციტაოდენი მაინც, მიხვდება, რომ იქ მსგავსი არაფერი მომხდარა და არც შეიძლებოდა მომხდარიყო ის ვანდალიზმი, რომელსაც მედიასაშუალებები აქვეყნებენ, უკრაინის ძირგამომპალი ფაშისტური ხელისუფლების ნამოქმედარია.

ბუჩა იყო სპექტაკლი, რათა რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულონ ბარბაროსობაში, მაგრამ ვიტყვი, რომ რუსეთს ბარბაროსობა რომ სდომებოდა, უკრაინაში რამდენიმე ისეთ ბომბს ჩააგდებდა, დედას უტირებდა ყველაფერს რამდენიმე წუთში, დედას უტირებდა ბუჩასაც და კიევსაც. რუსეთმა ეს არ გააკეთა. ის კადრები რაც ქვეყნდება ამერიკისა და ბრიტანელების სპეცსამსახურების დადგმულია, ოღონდ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი მარაზმატიკების ხელშეწყობით, სადაც უმთავრესი როლი ზელენსკისაა.

_ “რუსეთში ხალხი მშიერია”, “რუსეთი დაიშლება და რუკიდან გაქრება” _ ამ ინფორმაციებს გვაწვდიან საქართველოში და საინტერესოა თქვენი, მოსკოვში მცხოვრები ქართველის აზრი

_ სულ მეცინება, როცა რუსეთის დაშლა-მოშლაზე საუბრობენ; მიკვირს, რის საფუძველზე ამბობენ ამ ყველაფერს, რადგან ეს არასოდეს მოხდება. რაც შეეხება საქართველოს, მართლაც შეიძლება ქვეყნის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდეს. თუ ჭკუას არ მოუხმობენ, ქვეყანაში დაიწყება მასობრივი შიმშილი. სისულელეების ლაპარაკსა და კეთებას თავი დაანაბოს საქართველომ, ასე სჯობს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან რუსეთი დაიბრუნებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენას, ის გაიმარჯვებს უკრაინაში და საქართველოს, უნდა თუ არ უნდა, მაინც მოუწევს ამ სივრცეში ყოფნა, ეს არის რეალობა, ამას ვამბობს პირდაპირ და ძალიან სერიოზულად. ეს ყველაფერი მოხდება უახლოეს მომავალში, ეს მოხდება 2022 წლის ზაფხულში, სულ რამდენიმე თვეში.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here