Home ახალი ამბები მსოფლიო ქრისტიან მშობლებს შვილებს ართმევენ

ქრისტიან მშობლებს შვილებს ართმევენ

2645
ქრისტიან მშობლებს შვილებს ართმევენ

კანადის ონტარიოს პროვინციის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც შეიძლება შვილები წაართვან იმ მშობლებს, რომლებიც აკრიტიკებენ არატრადიციულ ქორწინებას და გენდერულ იდეოლოგიას.

კანადის ქრისტიანულმა ოჯახებმა “ბილ 89-ს” უწოდეს ტოტალიტარული, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, შეუტიოს ოჯახებს, რომლებიც ჰომოსექსუალობის საყოველთაო გავრცელებას ეწინააღმდეგებიან. მეტიც, ამ კანონით “ტრადიციულ ოჯახებს” აეკრძალათ ბავშვების შვილება და აღზრდა, რადგან ეს შეზღუდვები თურმე მიმართულია ბავშვების უფლებათა დასაცავად.

“კანადელები “ბილ 89”-ის მიღებით  იდეოლოგიური ტოტალიტარიზმის ეპოქაში შევიდნენ, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი იყო კანადის ისტორიაში”, _ აცხადებს კოალიციის _ “კამპანია ცხოვრებისთვის” მთავარი პოლიტიკური სტრატეგი ჯეკ ფონსეკა. ამერიკული გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ ეს ახალი კანონი სერიოზული საშიშროების შემცველია ქრისტიანისთვის და საერთოდ,  მორწმუნე ადამიანისთვის, რომელსაც ჰყავს შვილები ან აპირებს ბავშვის შვილად აყვანას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here