Home ახალი ამბები “ქვეყანაში მაინცდამაინც ბარიგა უნდა იყო, რომ ხალხმა შენი დაჭერა გააპროტესტოს”

“ქვეყანაში მაინცდამაინც ბარიგა უნდა იყო, რომ ხალხმა შენი დაჭერა გააპროტესტოს”

4905

ორი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორ ქართველ ახალგაზრდას 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასთან დაკავშირებითაც ფეისბუქ გვერდი “შავი მზე” შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ, რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდების საქმეზე ორ ჩვენს თანამებრძოლს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

20 და 23 წლის ახალგაზრდა ბიჭები ზანგებისთვის ხელის გარტყმის გამო 4 წლით ჩასვეს ციხეში. მათგან ერთ-ერთი, ლევან აბესაძე, ძალოსნობაში რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია და მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა ის თავდაუზოგავად შრომობდა ფორმის აღსადგენად და ფაქტობრივად მიაღწია კიდეც საწადელს და სწორედ ამ დროს ის ციხეში გაუშვეს. ის აქტიურად პროპაგანდირებდა ჯანსაღი ცხოვრების სტილს და იმ დროსაც კი, როდესაც ჯანმრთელობა შეერყა, ის დიდი ენთუზიაზმით ავარჯიშებდა თავის თანატოლებს. ეტყობა ამ ქვეყანაში მაინცდამაინც ბარიგა უნდა იყო, რომ ხალხმა შენი დაჭერა გააპროტესტოს.
ბიჭები დაიჭირეს იმისთვის, რომ მათ ხელი გაარტყეს ორ ზანგს, რომელტაგან ერთ-ერთი “ეგზოტიკური” გემოვნების მქონე ქართველ გოგონას “ეხუტებოდა” შუა რუსთაველის გამზირზე. შელაპარაკების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ბიჭებს ეჭვი შეეპარათ გოგონას სრულწლოვნებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები, “ენჯეოშნიკები” დაჟინებით ითხოვდნენ ბიჭების სამაგალითო დასჯას რასიზმისთვის და მათ მიაღწიეს კიდეც მიზანს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here