მთავარი მსოფლიო ფინეთში რობოტი-მტვერსასრუტი შექმნეს

ფინეთში რობოტი-მტვერსასრუტი შექმნეს

38
გააზიარეთ
ფინეთში რობოტი-მტვერსასრუტი შექმნეს

კარგა ხანია, ავტომობილების მწარმოებლები ცდილობენ, შექმნან ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლებიც თავისით, მძღოლის დახმარების გარეშე იმოძრავებენ. ეს მათ შესანიშნავად გამოსდით _ ბევრ ავტომობილს შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა, ზოლიდან ზოლზე გადასვლა და პარკირებაც კი, მაგრამ ელექტრონიკის მიერ მართული ავტომობილის სრულად ნდობა ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან შეიძლება კომპიუტერმა შეცდომა დაუშვას და ტრაგიკული ავარია გამოიწვიოს.

მაგრამ რატომ არ უნდა აღიჭურვოს ავტოპილოტით დაბალი სიჩქარით მოძრავი ტექნიკა, რომელიც ასუფთავებს ქუჩებს ნაგვისგან და არავის ემუქრება? დიდი ქალაქის ქუჩებში დილაობით მოძრაობენ მანქანები ჯაგრისებით და ასფალტს ასუფთავებენ. და ეს კარგია, მაგრამ შესანიშნავი იქნებოდა, ეს მანქანები ავტოპილოტით რომ იმართებოდეს.

სწორედ ასეთი ავტომობილი წარუდგინა ცოტა ხნის წინათ მსოფლიოს ფინურმა კომპანია Trombia Technologies-მა. მის მიერ შექმნილი მოწყობილობა დიდი რობოტი-მტვერსასრუტია ქუჩების დასასუფთავებლად.

რობოტის სიგრძე 3,5 მეტრია, სიგანე _ 2,3 მეტრი, მაქსიმალური სიჩქარე _ საათში 10 კმ-ია.

hi-new.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here