Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

საფრანგეთში 13 წლის ბავშვებთან სექსის დაკანონებას აპირებენ

1875
პედოფილია

ევროპაში პედერასტობა რომ ყვავის და იფურჩქნება, საყოველთაოდ არის ცნობილი. ახლა ისეთი პირი უჩანს, პედოფილიის დეკრიმინალიზაციასაც აპირებენ. სხვაგვარად ვერ შეაფასებ საფრანგეთის თანასწორობის საკითხების მინისტრის _ მარლენ სკიაპას წინადადებას, რომელსაც იგი თემიდასავით თვალებახვეული და ორპინიანი საწყაულით ხელში აუწყებს თანამემამულეებს: უნდა დაწესდეს ინტიმურ კავშირზე თანხმობის მინიმალური ზღვარი და იგი უნდა განისაზღვროს 13 ან 15 წლით.

საფრანგეთში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის თანახმად 13 წლამდე ნებისმიერი პირი ავტომატურად ითვლება უუნაროდ, თანხმობა განაცხადოს ინტიმურ კავშირზე. ადგილობრივი სამართლით, არაკანონიერ სექსუალურ დაახლოებად ითვლება ასეთი კავშირის დამყარება 15 წლამდე პირებთან, მაგრამ გაუპატიურებაში ბრალი წარედგინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროკურორები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ კავშირი თანხმობის გარეშე დამყარდა.

მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის მინიმალური ასაკის ზღვარი. იგულისხმება, რომ ბავშვს არ შეუძლია განაცხადოს თანხმობა, რასაც ავტომატურად მოჰყვება გაუპატიურებაში ბრალის წარდგენა.

სკიაპამ განმარტა, რომ გარკვეულ წლოვანებამდე ნებისმიერ ბავშვთან ინტიმური კავშირის დამყარება ავტომატურად განიხილება, როგორც სექსუალური ძალადობა.

“გარკვეულ ასაკად” მას წარმოუდგენია 13 ან 15 წელი. 14 წლის ბავშვთან სექსი (თუ დაწესდა 13-წლიანი ზღვარი) ვიღაც ავადმყოფმა რომ დაამყაროს, ამ პედოფილს ბრალს ვერ წაუყენებენ, ასე გამოდის.

ე. ი. ეს ახალმოვლენილი ქალბატონი თემიდა მოძალადეებისგან ბავშვებს კი არ იცავს, არამედ უკანონობას აკანონებს.

ამ განცხადებით სკიაპა გამოვიდა საფრანგეთში გამართული ორი სასამართლო მოსმენის კვალზე.

ორი კვირის წინათ ფრანგი მამაკაცი იმის გამო გაამართლეს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა მის ქმედებაში ძალადობის კვალი ვერ იპოვეს, კერძოდ, ვერ დაუმტკიცეს, რომ მან 11 წლის გოგონა ძალდატანებით გააუპატიურა. უფრო ადრე კი ფრანგულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 28 წლის მამაკაცი: პროკურორებმა მიიჩნიეს, რომ მისი სექსუალური ურთიერთობა 11 წლის გოგონასთან ორმხრივი თანხმობით განხორციელდა.

ესე იგი, სკიაპას წინადადების კანონად მიღების შემთხვევაში, ამ კაცს 11 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის იგივე გარემო პირობებში აუცილებლად დასჯიდნენ, მაგრამ 13 წლისა და რამდენიმე თვის რომ ყოფილიყო ის გოგონა, აღარ დასჯიდნენ.

11 წლის ბავშვის გაუპატიურება ისჯება, 13 წლისას _ არა?!

ორივე რომ არასრულწლოვანია და მათ მიმართ განხორციელებული ქმედება პირუტყვობაა, ეს არავითარ მორალში არ ჯდება, არაფერს ნიშნავს?! ჯდება და სრულად ეთანხმება მხოლოდ ნეოლიბერალური პედერასტიისა და პედოფილიის მორალში, გახრწნილების, ადამიანურობის სრული დაკარგვის ანტიზნეობაში.

დაზარალებული ბავშვების შერყეული ფსიქიკა, შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, ოჯახის ტკივილი და ნორმალური ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნა თურმე არაფერს ნიშნავს.

ამაოდ ცდილობდნენ ამ ოჯახის ახლობლები და იურისტები, დაემტკიცებინათ, რომ მოძალადეს, ადამიანის (თანაც არასრულწლოვანის) სიცოცხლისთვის საშიში ქმედების ჩამდენს, რომელმაც წაბილწა და ხელყო ადამიანის ელემენტარული უფლება, უნდა მიესაჯოს ის, რაც დაიმსახურა. ისინი აცხადებდნენ, რომ მსხვერპლი “პარალიზებული იყო შიშით და თავდაცვა არ შეეძლო”.

პროკურატურამ მიიჩნია, რომ გოგონასთვის ძალა არავის დაუტანებია, დათანხმებოდა სექსუალური აქტის ჩატარებას: “არ იყო არც ძალადობა, არც არავითარი შეზღუდვა და არც რაიმე მუქარა” და ამიტომ გაუპატიურების ბრალდებაც მოიხსნა.

საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსი ღაღადებს, რომ “15 წლამდე არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა, ძალადობის, შეზღუდვის, მუქარის ან მოულოდნელობის გამო, ისჯება თავისუფლების აკრძალვით ხუთ წლამდე და 75 ათასი ევროს ჯარიმის დაწესებით. კანონი შენიშნავს მხოლოდსექსუალურ დანაშაულსდა არა გაუპატიურებას, რაც ბრალდებულთა გამართლების საშუალებას იძლევა.

საინტერესოა, რომ დიდ ბრიტანეთში მოქმედებს “თანხმობის არარსებობის პრეზუმფცია 16 წლამდე პირების მიმართ ყველა სექსუალური აქტის შემთხვევაში, ხოლო 13 წლამდე ბავშვებს მიმართ _ დამატებითი სამართლებრივი გარანტიები, რომელთა მიხედვით, მათ, პრინციპში, არ შეუძლიათ, დათანხმდნენ სექსუალურ ქმედებას.

ანალოგიური კანონები მოქმედებს გერმანიასა და ესპანეთში.

საფრანგეთი, ჩანს, ახალ ლიბერალურ პედოფილურ რევოლუციას იწყებს.

ტრანსგენდერი

აშშის მოსახლეობის 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ სქესი პიროვნების პირადი საქმეა

აშშის 4573 მოქალაქის მონაწილეობით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი უკვე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანის სქესი დაბადებისთანავე კი არ არის განსაზღვრული, არამედ შეიძლება ინდივიდმა თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს.

გამოკითხვამ ცხადყო, რომ გენდერის საკითხების შეფასების თვალსაზრისით საზოგადოება ორად გაიყო. რესპუბლიკელების 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ სქესი დაბადებითგანვე არსებული მოცემულობაა. დემოკრატთა შორის ამ დებულებას მხოლოდ 34 პროცენტი ეთანხმება.

2000 წლის შემდეგ დაბადებულთა 51 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ყველას აქვს უფლება, თვითონ განსაზღვროს საკუთარი სქესი. ამასთან, რესპონდენტთა მესამედი (32 პროცენტი) ფიქრობს, რომ აშშ-მა ძალიან შეტოპა ტრანსგენდერების, ანუ პედერასტების მხარდაჭერის საკითხში.

უეს გუდმანი

ცნობილი პოლიტიკოსი მამათმავლური სექსით სამუშაო ადგილზე ერთობოდა

ესკაცი” 33 წლის უეს გუდმანია, რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოს შტატიდან. იგი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც მამაკაცთან სექსუალურ აქტზე წაასწრეს სამუშაო კაბინეტში.

გუდმანი ცოლშვილიანია, დადის ეკლესიაში, მონაწილეობს პარლამენტის სხდომებში და ითვლება ტრადიციული ღირებულებების დამცველად, მხარს უჭერს ოჯახისა და ქორწინების ინსტიტუტს და საზოგადოებაში ცოლთან ერთად გამოდის ხოლმე. ამ ინციდენტის შემდეგ გაირკვა, რომ გუდმანს წლების განმავლობაში ინტიმური მიმოწერა ჰქონდა მამაკაცებთან. ისინი ერთმანეთს ინტიმურ ფოტოსურათებსაც უგზავნიდნენ. მან ბოდიში მოუხადა ამომრჩევლებს, რომლებსაც იმედი გაუცრუა.

ჟურნალისტმა კალებ ჰალმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი სთავაზობდა სექსუალურ ურთიერთობას ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი (ჰალი) ყმაწვილი იყო და სკოლაში სწავლობდა. მან შეაგროვა და გაასაჯაროვა 30 ახალგაზრდა კაცის აღიარება კონგრესმენის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ.

Ranker-ის რეიტინგის მიხედვით, 16 ანტი-ლგბტ აქტივისტი გეი აღმოჩნდა _ უმრავლესობა ქამინგ-აუტით არ გამოსულა, მათი ურთიერთობების შესახებ გარემოცვამ განაცხადა.

ორალური სექსი

ორალური სექსის ფოტომ ათასობით წყვილის საქორწინო გეგმები დაარღვია

სხვადასხვა ქვეყნის ათასობით წყვილი, რომლებიც აპირებდნენ საბერძნეთის კუნძულ როდოსზე მდებარე ცნობილ სამრეკლოში ჯვარისწერას, იძულებული შეიქნა, ხელი აეღო ამ განზრახვაზე როდოსელი მიტროპოლიტის _ კირილეს აკრძალვის გამო.

უცხოელებს ჯვრისწერა აუკრძალეს იმ ფოტოსურათის გამო, რომელიც ბრიტანელმა ახალდაქორწინებულმა წყვილმა _ კარლი და მეთიუ ლუნებმა _ “ფეისბუქში” გამოაქვეყნეს. ფოტოზე სიძე შარვალჩახდილი დგას სამრეკლოს ფონზე, პატარძალი კი მის წინაა ჩაცუცქული და ორალურ სექსს იმიტირებს.

“სირცხვილი ამ ორს ზარალისთვის, რაც მათ მოგვაყენეს, _ განაცხადა როდოსელმა გიორგოს ელეფტერიუმ, რომელმაც ჯვარი დასწერა ლუნებს, _ ვითომ გაბედავდნენ და იმავეს ჩაიდენდნენ თავიანთ სამშობლოში ბრიტანული ეკლესიის წინ, ებრაული სინაგოგის ან მუსლიმთა მეჩეთის წინ?”

სამრეკლოში საქორწინო რიტუალები 2021 წლამდე იყო გაწერილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here