Home ახალი ამბები საქართველო “ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში აქტიურად იყო ჩართული”

“ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში აქტიურად იყო ჩართული”

1203

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს.

“მოხდა შემზარავი ფაქტი. ზუსტად იმდენი ვიცი, რაც თქვენ. მეგობრებს ვესაუბრე, საავადმყოფოში მივიდნენ და გაერკვევიან. ალბათ შესაბამისი მოკვლევა განხორციელდება. უფრო კონკრეტული პასუხები და სავარაუდო ვერსიებიც გვეცოდინება. დოდო გუგეშაშვილთან ჩვენ გვქონდა ურთიერთობის გარკვეული ისტორია. ის იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში აქტიურად ჩართული. საკმაოდ კარგი პროფესიონალი იყო კავშირგაბმულობის სისტემის და ა.შ. ერთ რამეს გეტყვით,  ვეტერანთა კატეგორია სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის საზოგადოების ის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე და არ არის სათანადო ყურადღება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. ნელ-ნელა სწორდება ეს საკითხი.  კონკრეტულად როგორი პრობლემები ჰქონდა დოდო გუგეშაშვილს, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. ერთმანეთს ვეხმარებოდით, ვანუგეშებდით. საკმაოდ ბევრს აქვს სოციალური პრობლემები, მაგრამ რამ გამოიწვია ეს კონკრეტული ფაქტი, ვერ გეტყვით”, – განაცხადა კობა კობალაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here