Home რუბრიკები ისტორია სტალინი და 1945 წლის 24 ივნისის გამარჯვების აღლუმი

სტალინი და 1945 წლის 24 ივნისის გამარჯვების აღლუმი

1723
სტალინი-ჟუკოვი

რა ღმერთია ის, ვინც ადამიანებმა ჯვარს აცვეს, და რა ადამიანები არიან ის გადამთიელები, რომლებმაც თავიანთი ღმერთი მოკლეს?”

სტალინის განვლილ ცხოვრებას როდესაც გაეცნობი და გაიაზრებ, წარმოიდგენ მისი ყოველდღიური საქმიანობის მიზანსა და მიზნის მისაღწევად საჭირო შესაძლებლობებს, აგრეთვე, გააცნობიერებ, რომ ყველაფერი მხოლოდ მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა, მიხვდები, რომ ის შენგან, ჩვეულებრივი მოკვდავისგან, ძალიან შორს დგას.

დღეს, როცა გადმოგდებული რამდენიმე ლარის გამო საღებავს ასხამ სტალინის ქანდაკებას, კვარცხლბეკიდან აგდებ მის ძეგლს და თავში ხელს უბარტყუნებ, ან ფაშიზმის განადგურების აღმნიშვნელ ზეიმზე იმ პატარა ქოხის წინ, სადაც სტალინი დაიბადა, მიზნად ისახავ, ბოლომდე ამოძირკვო სტალინის სახელი, ხოლო ძეგლს უდგამ გადამთიელ რონალდ რეიგანს და დედაქალაქში ქუჩას ჯორჯ ბუშის სახელს არქმევ, არც ის პიროვნება ხარ, რომელიც ოდესმე ღმერთს თაყვანს სცემდა და არც სულიერი და ფიზიკური ძალა გაქვს, ღმერთს შეებრძოლო და დაამარცხო. შენ მხოლოდ ყბედი ნაძირალა ხარ! დამნაშავე არა მხოლოდ ის ნაძირალაა, რომელიც ამას სჩადის, არამედ ყველა, ვინც ამას უყურებს და არ აღკვეთს.

ადამიანთა მოდგმას ისეთი ერთობლივი სიხარული არასოდეს განუცდია, როგორიც დიდი სამამულო ომის დასრულების დღეს _ 1945 წლის 9 მაისს. ომში ჩაბმულმა პლანეტის 62-მა (იმხანად არსებული 73-დან) დიდმა თუ პატარა სახელმწიფომ 110 მილიონი ჯარისკაცით უდიდესი მსხვერპლის ფასად დაამარცხა ფაშიზმი და მსოფლიო იხსნა კატასტროფისგან, გადაარჩინა ცივილიზაცია.

ვინ იყო ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი? – მტერსაც და მოყვარესაც ერთი პასუხი აქვს _ სტალინი.

1945 წლის 9 მაისს წითელ მოედანზე, მავზოლეუმის ტრიბუნაზე მყოფი სტალინი ერთობ ჩაფიქრებული გაცქეროდა სივრცეს _ თავისი ფიქრებით შორს იყო მოედანზე მიმდინარე მოვლენებისგან. რა უნდოდა მას? მეტი? _ არა. ნაკლები? _ არა. სტალინს ოკეანის შორეული ტალღის გუგუნი ესმოდა; ესმოდა ნაგასაკისა და ჰიროსიმას ნგრევის ხმაური; გულს უკლავდა ტაოკლარჯეთის დაბრუნების ფილიგრანულად აწყობილი სტრატეგიული გეგმის შეუსრულებლობა; მხრებზე აწვა ოთხი წლის უძილო ღამეების სიმძიმე და ხანდაზმულობის ასაკს მიახლოებული ნაპატიმრალი კაცის მძიმე ცხოვრების გარკვეული წლები; თვალწინ ტრიალებდა ღალატის, მცონარობის, უცოდინარობის, უკიდეგანო ქვეყნის ინტელექტუალური სიცარიელის კალეიდოსკოპი. წითელ მოედანზე კი გუგუნებდა მოზეიმე ხალხი.

9 მაისი ხალხის აღფრთოვანებისა და აღტყინების გამომხატველი სპონტანურად ჩატარებული ზეიმის დღე იყო, სადაც ნაკლებად ჩანდა “ბრბოს” მართვის ხელოვნება. ზეიმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უმაღლესი მთავარსარდლის დირექტივა მიიღოგანსაკუთრებული მნიშვნელობის აღლუმის ჩატარების შესახებდირექტივის როგორც სათაურიდან, ისე შინაარსიდანაც ჩანდა, რომ ღონისძიება გრანდიოზული უნდა ყოფილიყო. გენერალურმა შტაბმა სტალინსგანსაკუთრებული აღლუმისზოგადი გეგმა წარუდგინა, რომელშიც მითითებული იყო ღონისძიების მომზადების ხანგრძლივობა და ჩატარების დრო. გენერალურმა შტაბმა აღლუმის მოსამზადებლად 2 თვე მოითხოვა, სტალინმა კი ჯარების მომზადების ვადად 1 თვე განსაზღვრა და 1945 წლის 25 მაისს საიდუმლო ბრძანებაც გამოსცა გენერალური შტაბისა და ფრონტის სარდლების მიმართგანსაკუთრებული აღლუმის მომზადების შესახებ”.

რეჟისორმა ამ გიგანტური წარმოდგენის მომზადებაში უზარმაზარი ფანტაზია ჩადო. ყველა ურთულესი თუ უმარტივესი სცენა და მიზანსცენა სტალინმა გამოიგონა და შექმნა. გამოიანგარიშა პარადის შემადგენლობის რაოდენობა და მათი მოძრაობის სქემაც.

აღლუმზე სტალინმა კვლავ გამოიჩინა რუსი ერისადმი გამორჩეული მიდგომა და პატივისცემა. როგორც იქ, ბერლინში, ისე აქაც, წითელ მოედანზე, უპირატესობა დიდ რუს ერს მიენიჭა.

სტალინის ბრძანებით, აღლუმში მონაწილეობა არ უნდა მიეღო: ამიერკავკასიის, შორეული აღმოსავლეთის, დასავლეთის, ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტებს.

“განსაკუთრებულ აღლუმში” მონაწილეობა უნდა მიეღო კარელია-ფინეთის, ლენინგრადის, ბალტიისპირეთის პირველ, ბელორუსიის მესამე, მეორე, პირველ, უკრაინის პირველ, მეოთხე, მეორე, მესამე ფრონტის მებრძოლებს (ფრონტები იმ რიგითობით ჩამოვთვალე, როგორითაც აღლუმზე გაიარეს), აგრეთვე, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალებს. თითოეულ ფრონტს უნდა ჰყოლოდა სხვადასხვა სახეობის ჯარის ნაწილების 1465 ჯარისკაცი და 10 რეზერვისტი. გამარჯვების აღლუმში მონაწილეობა უნდა მიეღოთ აკადემიებისა და სამხედრო სასწავლებლების კურსანტებს, მოსკოვის გარნიზონის ჯარებს. აღლუმზე უნდა გამოსულიყო ყველა ფრონტის სარდალი.

გაიცა ბრძანება აღლუმში მონაწილე ჯარისკაცთა მკაცრად შერჩევის შესახებ. ჯარისკაცები უნდა შერჩეულიყვნენ საბრძოლო მამაცობის მიხედვით, ჯილდოებისა და დამსახურების გათვალისწინებით. მკაცრად იყო მითითებული, რომ მებრძოლი უნდა ყოფილიყო გამორჩეული გარეგნობის, ბრგე, სიმაღლით არანაკლებ 176 სანტიმეტრის. განსაზღვრული იყო, აგრეთვე, წლოვანება _ არაუმეტეს 30 წლისა.

მოსკოვის გარნიზონის შენაერთებს, სამხედრო აკადემიებსა და სასწავლებლებს ჰქონდათ სააღლუმე ფორმები, მაგრამ მოსკოვში ჩამოსული ჯარის ნაწილებისთვის საჭირო იყო საზეიმო ტანსაცმელი, და ამის გამოც გარკვეული სიძნელეები შეიქმნა.

გაიცა განკარგულება, მოსკოვის ყველა სამკერვალო ფაბრიკა და ატელიე გადასულიყო ჯარისკაცებისთვის სააღლუმე ფორმის შეკერვაზე. გაიცა მითითება, რომელი ბუზმენტითა და ელემენტით უნდა დამშვენებულიყო საზეიმო ტანსაცმელი. ჩექმები გარედან უნდა დაეფარათ სპეციალური შავი ლაქით, რომელზეც აირეკლებოდა არა მხოლოდ გვერდით მდგომი ჯარისკაცის მოძრაობა, არამედ წითელი მოედნის ფრაგმენტებიც.

ამ ყველაფერმა შექმნა შესაძლებლობა და განწყობა, რომ წითელი მოედანი ყოფილიყო არა მხოლოდ სამხედრო ღონისძიების, არამედ სილამაზისა და ძალის დემონსტრირების გიგანტური პოდიუმი.

10 ივნისს მოსკოვის სარკინიგზო სადგურებზე დაიწყეს შემოსვლა სპეციალურმა ლიტერ-ვაგონებმა, რომლებმაც დედაქალაქში გამარჯვების აღლუმში მონაწილე ჯარისკაცები და ოფიცრები შემოიყვანეს. დადგა ძალზე რთული და მომქანცველი წვრთნის დღეები და საათები. ჯარის ნაწილები ყოველდღიურად 6-7 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ვარჯიშობდნენ, როგორც სამხედრო ნაბიჯის, ისე მწკრივებისა და რიგების ურღვეობის დასაცავად. ფრონტიდან ახალჩამოსული მებრძოლები ძნელად ითვისებდნენ სამწყობრო წესებს. ოფიცრები იძულებულნი შეიქნენ, ცენტრალური აეროდრომის საფრენი ბილიკები აეჭრელებინათ წყვეტილი ხაზებით, რომლებიც განსაზღვრავდა ჯარისკაცთა ნაბიჯების სიგრძეს, ხოლო ფეხის ვერტიკალურად ასაწევ ზომას რიგის თავსა და ბოლოში დადგმული ბოძების სიმაღლე განსაზღვრავდა. წვრთნამ და დისციპლინამ შედეგი გამოიღო. ჯარის ნაწილები ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ სამწყობრო სვლას.

ამ მზადებაში სტალინს მიუტანეს შტანდარტების ნიმუშები, რომლებითაც აღლუმზე უნდა ემოძრავათ ფრონტის ნაკრებ ნაწილებს. წარდგენილი ნიმუშები არ მოეწონა უმაღლეს მთავარსარდალს და ბრძანა, მასთან მიეყვანათ დიდი თეატრის მხატვარი და მექანიკური სახელოსნოს უფროსი, რომელიც დეკორაციებს ამზადებდა.

სტალინმა მოწვეულ მხატვარსა და დავალების ფიზიკურად შემსრულებელს გადასცა თავისივე ხელით გაკეთებული მაკეტები, როგორც შტანდარტების, ასევე იმ საზეიმო ლენტებისა, რომლებზეც მებრძოლთა ორდენები თუ მედლები იქნებოდა ჩამოკიდებული და მოსთხოვა მათ აღნიშნული ნიმუშების სრულყოფა. მეორე დღეს სტალინმა დავალების შესრულება შეამოწმა, მოიწონა და დაამტკიცა.

1945 წლის 20 ივნისს სპეციალურმა მატარებელმა ბერლინიდან მოსკოვში ჩაიტანა რაიხსტაგიდან მოხსნილი გამარჯვების წითელი დროშა, რომელსაც უნდა გაეხსნა გამარჯვების აღლუმი.

რაიხსტაგის ლეგენდარული გმირები _ ნეუსტროევი, ეგოროვი, ქანთარია და ბერესტი _ ემზადებოდნენ, მხედრული სვლით ჩაეტარებინათ წითელ მოედანზე გამარჯვების წითელი დროშა. ნეუსტროევმა ფეხებზე ტრამვების გამო ვერ შეძლო საზეიმო სვლა. სამწყობრო სვლისათვის ასევე ვერ გამოიჩინა თავი ვერც დანარჩენმა სამმა სახელოვანმა გმირმა.

აღლუმის მომწყობმა კომისიამ, რომელსაც ხელმღვანელობდა მოსკოვის ოლქის ჯარების სარდალი პავლე არტემიევი, გადაწყვიტა, ორეულებით შეეცვალა გმირები და გამარჯვების წითელი დროშა მათ გაეტანათ აღლუმზე, მაგრამ სტალინმა ეს წინადადება არ მიიღო და რაიხსტაგის გმირები მავზოლეუმის ტრიბუნებზე მიიწვიეს, ხოლო დროშა აღარ გამოიტანეს და მუზეუმს ჩააბარეს.

აღლუმზე იყო სხვა დროშებიც. ბერლინიდან და დრეზდენიდან მოსკოვში ჩამოიტანეს მტრისთვის წართმეული 900 შტანდარტი. მათგან შეირჩა 200, რომლებიც უნდა გამოეტანათ გამარჯვების აღლუმზე.

ახლოვდებოდა გამარჯვების აღლუმის ჩატარების სავარაუდო თარიღი და აი, 1945 წლის 22 ივნისს, დილის 6 საათზე, საბჭოთა კავშირის ჰიმნის შესრულების შემდეგ, ლეგენდარულმა დიქტორმა გამოაცხადა უმაღლესი მთავარსარდლის #370-ე ბრძანება:

დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად 1945 წლის 24 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე ვნიშნავ მოქმედი არმიის, სამხედროსაზღვაო ფლოტისა და მოსკოვის გარნიზონის ჯარების აღლუმს _ გამარჯვების აღლუმს. აღლუმზე გამოყვანილ იქნას: ფრონტების ნაკრები პოლკები, თავდაცვის სახალხო კომისარიატის ნაკრები პოლკი, სამხედროსაზღვაო ფლოტის ნაკრები პოლკი, სამხედრო აკადემიები, სამხედრო სასწავლებლები და მოსკოვის გარნიზონის ჯარები. გამარჯვების აღლუმი მიიღოს ჩემმა მოადგილემ, საბჭოთა კავშირის მარშალმა ჟუკოვმა. გამარჯვების აღლუმს სარდლობდეს საბჭოთა კავშირის მარშალი როკოსოვსკი.

პარადის ორგანიზაციის საერთო ხელმძღვანელობას ვავალებ მოსკოვის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალსა და ქალაქ მოსკოვის გარნიზონის უფროსს, გენერალპოლკოვნიკ არტემიევს”.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რატომ მოაწერა ამ ბრძანებას სტალინმა 22 ივნისს. სწორედ 1941 წლის 22 ივნისს ვერაგულად დაესხა თავს ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირს. და სწორედ 4 წლის თავზე სტალინმა აასრულა თავისი ხალხისთვის მიცემული სიტყვა: “ჩვენს ქუჩაზეც იქნება დღესასწაული!” და სასწაულები, რომლებიც იმ დღეს დაანახვა მსოფლიოს სტალინმა, ლეგენდებად ჩამოყალიბდა.

ჟუკოვი, რომელმაც თავისი დაბალი განათლების გამო (მას მხოლოდ 2 კლასის განათლება ჰქონდა) უამრავი შეცდომა დაუშვა ბრძოლის ველზე თუ მშვიდობიანობის პერიოდში, სტალინის ყოვლად გაუმართლებელი გულმოწყალების შედეგად მაინც გამარჯვების “ლეგენდარული” მარშალი გახდა.

სტალინი ჟუკოვს ოთხჯერ გადაეფარა და დაიცვა იგი არა თავისი მრისხანებისგან, არამედ საბჭოთა კანონებისგან: პირველად _ როდესაც სარეზერვო ჯარებში გაუშვა, მეორედ _ ბერლინის შტურმის დროს, მესამედ ბერლინიდან ნაძარცვის წამოღების გამო დაპატიმრებისგან იხსნა და მეოთხედ _ ოდესაში. მარშლის თავი ოთხჯერ არ გაგორდა სტალინის გულმოწყალების გამო და სწორედ ამიტომ ჟუკოვის მემუარულ წიგნში გაფერმკრთალებულია უმაღლესი მთავარსარდლის როლი დიდ სამამულო ომში. ჟუკოვის წიგნის პირველ გამოცემაში არ იყო ახსნილი მიზეზი, რატომ არ მიიღო სტალინმა, როგორც მთავარსარდალმა, საზეიმო აღლუმი. ჟუკოვის სიკვდილის შემდეგ ამავე წიგნის მეორე გამოცემაში ჩაამატეს, თითქოს ჟუკოვს უთქვამს, როდესაც საჯინიბოში ცხენზე სავარჯიშოდ მივედი, ვასილ სტალინმა მითხრა, _ მამაჩემი სწორედ ამ ცხენმა გადმოაგდო უნაგირიდან, რის გამოც უარი განაცხადა აღლუმის მიღებაზეო.

ამ “დამამცირებელი” ფაქტით მიაყენეს ჩრდილი გამარჯვების ტრიუმფატორს, რომლის მხედრული გენიის წინაშეც ქედს იხრიდნენ არა მხოლოდ ორკლასდამთავრებული რუსი სალდაფონები, არამედ მსოფლიოს გამოჩენილი სამხედრო სპეციალისტები და მხედართმთავრები.

ხრუშჩოვის მიერ გაბოროტებული და დამცირებული ჟუკოვი წერს: “სტალინი მხსნიდა, მაქვეითებდა, მაგრამ ღირსებას არასოდეს მილახავდა”.

ჟუკოვმა თავისი ცხოვრება ისე დაასრულა, როგორც ეკუთვნოდა. დღეს ის გლობალისტთა სტვირად არის გადაქცეული _ ჩაბერავენ და იმ ჰანგს გამოაცემინებენ, რომელიც სჭირდებათ.

ახლა კი ისევ თემას დავუბრუნდეთ.

სტალინის ბრძანებით, მავზოლეუმის ტრიბუნის ახლოს ფიცარნაგი მოეწყო. არავინ იცოდა, რისთვის იყო იგი საჭირო. წითელ მოედანზე უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე მეომართა მსვლელობის დაწყებიდან 15 წუთში კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ჯარისკაცთა რკინის ჩაფხუტებიდან თუ მაღალი რანგის სამხედროთა ქუდებიდან ნაკადულებად მოედინებოდა წვიმის წვეთები. უმაღლესი მთავარსარდალი იდგა კუთვნილ ადგილზე და თვალყურს ადევნებდა მისი რეჟისორობით დადგმულ საუკუნის ლეგედარულ სცენას.

რამდენიმე კოლონის ჩავლის შემდეგ მავზოლეუმის ტრიბუნას თეთრხელთათმანიანი ჯარისკაცები მიუახლოვდნენ, ხელში გერმანული დროშებითა და შტანდარტებით. ორასკაციანი კოლონა წამით შეჩერდა და გაისმა ბრძანება: “მარჯვნივ!”. კოლონამ ბრძანება შეასრულა და ყველამ მზერა უმაღლეს მთავარსარდალს მიაპყრო. გაისმა მეორე ბრძანებაც და ფიცარნაგზე პირველი ადოლფ ჰიტლერის შტანდარტი დაეცა, მას მიჰყვა დანარჩენიც. ბოლოს კი რუსეთის გამყიდველი “დიდი” რუსის, ვლასოვის, დროშა დააგდეს. როგორც ტრიბუნაზე მყოფნი, ისე მაყურებელნიც მხოლოდ ამ მომენტში მიხვდნენ: ფიცარნაგი იმისთვის იყო გაკეთებული, რომ რუსეთის წმინდა მიწას არ შეხებოდა მილიონობით ადამიანის სისხლში ამოსვრილი სვასტიკიანი დროშები. ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა მაშინ, როცა დროშების ტარზე შენახები ხელთათმანები ჯარისკაცებმა ხელიდან მოიცილეს და ცეცხლში დაწვეს.

საყურადღებოა ჟუკოვის მიერ მავზოლეუმის ტრიბუნაზე წარმოთქმული სიტყვა, რომლითაც მან არა მხოლოდ წითელ მოედანზე განლაგებულ 24 მარშალს, 249 გენერალს, 2536 ოფიცერს, 31116 ჯარისკაცს და 1400-კაციან ორკესტრს, არამედ პლანეტა დედამიწის უდიდეს ნაწილს მიმართა.

ნიურნბერგის პროცესზე მსჯელობისას, სადაც საბჭოეთის წარმომადგენლად და მეთვალყურედ მივლინებული იყო ანდრეი ვიშინსკი, ისტორიკოსმა და მწერალმა ვიქტორ სუროვმა შენიშნა, რომ ვიშინსკის უკან ვიღაც იდგა, ვინც მას დისტანციურად მართავდა. სუროვმა ბოლოს დაასკვნა, რომ ეს იყო სტალინი.

თანამედროვე ისტორიკოსების აზრით, ამ გრანდიოზული, ეპოქალური სანახაობის უკანაც იდგა ვიღაც. და შეუძლებელია, ვინმე სხვა მდგარიყო, სტალინის გარდა, რომლის ხელწერაც ყველა დროსა და სივრცეში თვალშისაცემი გახდა ყველასთვის.

ამას კი ფარდა აეხადა მაშინ, როდესაც გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის ერთ ნაწილს გრიფი “სრულიად საიდუმლო” მოეხსნა და მკვლევარებს საშუალება მიეცათ, გაეხსნათ კონვერტი, რომელშიც იყო ჟუკოვის მიერ 1945 წლის 24 ივნისს წითელ მოედანზე მავზოლეუმის ტრიბუნიდან წაკითხული მოხსენების ტექსტი. ვაქვეყნებ ამ მოხსენების ფოტოპირს, რომელშიც ჩანს უხილავი ხელით აბზაცებზე მიწერილი სიტყვები: “ხმადაბლა, მტკიცედ”, “ამაღლებულ ტონში”, “მჭექარედ” და სხვ.

ორკლასდამთავრებულ ჟუკოვს გაუჭირდებოდა იმის დამახსოვრება, რომელი ფრაზა როგორ უნდა წაეკითხა, მაგრამ “უფროსმა” ყველაფერი თვალწინ დაუდო ისე, როგორც ბევრი სხვა რამ, როდესაც წყდებოდა ადამიანებისა და ფრონტის ბედი.

ლონდონში ყოფნისას რიკოვს ჰკითხეს: “რატომ არ შეუბრუნებთ ხოლმე სიტყვას სტალინს, როდესაც მიგაჩნიათ, რომ ის არასწორ დავალებებს გაძლევთ?”, რიკოვმა უპასუხა: “პოლიტბიუროზე სტალინი ისე გვაჯადოებს, როგორც გიურზა – ცხოველს, და მისთვის სიტყვის შებრუნება შეუძლებელი ხდება”.

მკვლევარებს არაერთხელ გაუშიფრავთ სტალინის გამოსვლის თუ მის სამუშაო კაბინეტში თანამებრძოლებთან საუბრის შინაარსი და მისი მანერები. და ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტალინში მტკიცედ იჯდა ე.წ. მთვარის კულტი, რომლის გამოც მის ხმის დაბალ ტემბრს, ხანგრძლივ პაუზებსა და ობიექტთან მიახლოება-დაშორების მომენტებს დამთრგუნველი მოქმედების ძალა ჰქონდა მსმენელზე, აუდიტორიასა და საზოგადოებაზე.

სწორედ მოგვების დიალოგი, მოძრაობის ხასიათი და მანერები ქმნიან სტალინის შინაგან საიდუმლო გარემოს, რომელიც დღემდე ამოუცნობი რჩება. მოგვების თხრობითი პრინციპითაა ჩასწორებული და გახაზული ჟუკოვის გამოსვლის ტექსტი, რომელიც წვიმის წვეთების გამო ზოგ ადგილას დაზიანებულია და ძნელად იკითხება.

გამარჯვების აღლუმზე, საჯარისო ქვედანაყოფში, თავისი სიმაღლის გამო წესის დარღვევით აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის გმირი საბირ ახტიამოვი, რომელიც მწარე სინანულს გამოთქვამდა კოლონის დატოვების გამო. იმხანად წითელ მოედანზე არ არსებობდა წვრილმანი საკითხები. ყველაფერს “ის” წყვეტდა. არც საბირ ახტიამოვი გამორჩენია მხედველობიდან მას და ახტიამოვი, როგორც გამონაკლისი, დაშვებულ იქნა პარადზე.

საჯარისო შენაერთი საჯარისო შენაერთს მიჰყვებოდა და ისმოდა განუწყვეტელი “ვაშა” და შეძახილი: “გაუმარჯოს დიდ სტალინს!”.

მავზოლეუმის ტრიბუნის წინ გამოჩნდნენ მესანგრეები. მათ გვერდს უმშვენებდა მათივე გაწვრთნილი სამხედრო ძაღლები, რომლებმაც აღიარება მოიპოვეს მთელ ფრონტზე. მათთან ერთად მოდიოდა, ასევე, საბჭოთა კავშირის კინოლოგი ალექსანდრე მაზოვერი.

როდესაც აღლუმისთვის მესანგრე ძაღლებს ამზადებდნენ, შეუძლებელი შეიქნა სამხედრო ჯილდომიღებული ოთხფეხა გამნაღმველის _ ჯულბარსის გაყვანა, რადგან მან მძიმე ტრამვები მიიღო ოთხივე ფეხზე რუმინეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთისა და ავსტრიის ტერიტორიების განაღმვისას. აღნიშნულის თაობაზე სამხედრო ძაღლების სკოლის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მედვედევმა მოახსენა მარშალ როკოსოვსკის. ჯულბარსი 7000-ზე მეტი ნაღმის განაღმვისა და 150 აუფეთქებელი ყუმბარის აღმოჩენისთვის 1945 წლის 21 მარტს დაჯილდოვდა მედლით “საბრძოლო მამაცობისთვის”.

მარშალმა როკოსოვსკიმ, თავის მხრივ, ეს ამბავი აცნობა უმაღლეს მთავარსარდალს, რომელმაც ბრძანა: “ძაღლი ხელში აყვანილი გამოტარებული იქნას წითელ მოედანზე ტრიბუნების წინ, ჩემს მაზარაში გახვეული”.

ძაღლების საწვრთნელი სკოლის შენობაში სწრაფად მიიტანეს სტალინის მაზარა სამხრეების გარეშე, რომელშიც გაახვიეს ოთხივე ფეხშეხვეული ჯულბარსი.

სწორედ უმაღლესი მთავარსარდლის მაზარაში გახვეული ჯულბარსი ეკავა ხელში მთავარ კინოლოგ ალექსანდრე მაზოვერს, რომელსაც უმაღლესი მთავარსარდლისთვის სამხედრო წესით მისალმების გარეშე შეეძლო ჩაევლო სამთავრობო ტრიბუნის წინ.

ასე დამსახურებულად და თავაწეულად ჩაიარა გამნაღმველმა ჯულბარსმა მავზოლეუმის წინ გამარჯვების აღლუმზე და იგი სამუდამოდ შევიდა რუსეთის საბრძოლო დიდების ისტორიაში.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here