მთავარი საქართველო საქართველო გლობალური ცვლილებების კონტექსტში

საქართველო გლობალური ცვლილებების კონტექსტში

1657
გააზიარეთ
ნანა დევდარიანი

26 მარტს სასტუმროვერე პალასშიარასამთავრობო ორგანიზაციაგლობალური კვლევების ცენტრმამორიგი საექსპერტო შეხვედრა გამართა ქვეყნისთვის აქტუალურ თემაზე. როგორი იქნება საქართველო გლობალური ცვლილებების კონტექსტში, რა გავლენას მოახდენს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით _ საქართველოზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, და როგორია ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გზები? _ ამ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელესგლობალური კვლევების ცენტრისმიერ საგანგებოდ მოწვეულმა ექსპერტებმა _ ზაალ ანჯაფარიძემ, ვახტანგ მაისაიამ, პეტრე მამრაძემ, ადა მარშანიამ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა, ზურაბ გარაყანიძემ, პაატა გურგენიძემ, სიმონ კილაძემ და ზურაბ ავალიანმა

ჩვენი პოლიტიკური ელიტა და სამოქალაქო საზოგადოება ისეა პოლიტიზებული, რომ ყოველთვის თავისი აკვიატებული პიროვნული დამოკიდებულებით ხელმძღვანელობს

ნანა დევდარიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაგლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელი:

_ საექსპერტო შეხვედრაზე ამჯერად განვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შემდგომი პერიოდი. ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა.

რას ჰპირდებოდა ტრამპი ხალხს და დღეს რა ვითარებასთან გვაქვს საქმე? როგორ აისახება ამ არჩევნების შედეგები მსოფლიოს ბედზე, განსაკუთრებით, ჩვენს მომავალზე?

მე თავიდანვე არ ვიზიარებდი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის აღფრთოვანებას პრეზიდენტად ტრამპის არჩევის გამო, რადგან ჩემთვის გაუგებარი იყო მათი ასეთი გადაჭარბებული მოლოდინი; მეორე მხრივ, ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაციების გამართვაც ჩემთვის გაუგებარი იყო. გამოდის, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტაც და სამოქალაქო საზოგადოებაც ისე ღრმად არის პოლიტიზებული, რომ ყოველთვის თავისი იდეოლოგიზებული და აკვიატებული პიროვნული დამოკიდებულებით ან პოლიტიკური კლიშეებით ხელმძღვანელობს.

როგორც ქართველი და ამერიკელი ლიბერტარიანელები ამბობენ, ტრამპის არჩევა ამერიკელი ხალხის შეცდომაა, მაგრამ, მართლაც ასეა თუ არა, მომავალში გამოჩნდება. ამას გარდა, ამერიკელი ხალხის შეცდომა ან მართებული საქციელი ჩემთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც ეს შედეგები მომავალში ჩვენს ქვეყანაზე აისახება. აქედან გამომდინარე, ვთხოვე სამ გამორჩეულ ექსპერტს _ ზაალ ანჯაფარიძეს, ვახტანგ მაისაიასა და პეტრე მამრაძეს, წარმოედგინათ თავიანთი თვალსაზრისი პროცესების განვითარებაზე. მათთან ერთად მსჯელობაში დამსწრე საზოგადოებამ, საგანგებოდ მოწვეულმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ჩვენი პოლიტიკა ეპატაჟური ელემენტებისგან უნდა გავათავისუფლოთ

ზაალ ანჯაფარიძე
ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი:

_ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ჩვენი ისტებლიშმენტის ნაწილმა, შეიძლება ასე ითქვას, საკუთარი მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური სამრეკლოდან შეაფასა. ერთი მხრივ, გაჩნდა შიში იმისა, რომ ტრამპის არჩევის შემდეგ, მისი წინასაარჩევნო განცხადებებიდან გამომდინარე, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია უფრო მეტად გაითვალისწინებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ინტერესებს და შეამცირებდნენ თავიანთ აქტივობას, ამით რუსეთს მიეცემოდა სტიმული, უფრო თამამად ემოქმედა ამ ქვეყნების მიმართ. მაგრამ ეს შეფასებები, ცოტა არ იყოს, ნაადრევი გამოდგა, რადგან პროცესები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის განვითარდა, ჯერჯერობით არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აშშის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა სივრცისა და, კონკრეტულად, საქართველოს მიმართ ფუნდამენტურად იცვლება.

მოდი, ფაქტებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო პირველი, ვისაც ტრამპის არჩევის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა. რეალურად დადასტურდა, რომ ჩვენსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩება, მაგრამ რეალისტები ვიყოთ: ტრამპის საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია და არ არის გამორიცხული, რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე, გარკვეული კორექტირებაც განიცადოს. ეს ძირითადად დამოკიდებულია, თუ რაზე მოილაპარაკებენ ტრამპი და პუტინი, როდესაც ერთმანეთს შეხვდებიან.

ჩნდება კითხვა _ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? პირველ რიგში, ჩვენი პოლიტიკა უნდა გავათავისუფლოთ იმ ეპატაჟური ელემენტებისგან, რომლებიც მას ახლდა ყოფილი ხელისუფლების პერიოდში და სერიოზულ პრობლემას გვიქმნიდა ყველაფერში, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. ამასთანავე, არ შევიქმნათ გადაჭარბებული მოლოდინი და ჩვენი ურთიერთობა იმ წრეებთან, რომლებიც აშშ-ში ქმნიან პოლიტიკას, ვეცადოთ იყოს მაქსიმალურად ინტენსიური, ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული. ჯერჯერობით შემიძლია ვთქვა, რომ განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ, როგორც ერთმა პროფესორმა თქვა, ვიყოთ ოპერატიული სიმშვიდის მდგომარეობაში. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ვფიქრობ, რუსეთთან შეხების წერტილები უფრო სახალხო დიპლომატიის დონეზე უფრო უნდა ვეძებოთ, რათა რუსეთის პოლიტიკურ აზრზე ზემოქმედება შემოვლითი გზით მოვახდინოთ.

საქართველო უსაფრთხოების ვითარებიდან უსაფრთხოების ჩიხში შევიდა

ვახტანგ მაისაია
ვახტანგ მაისაია

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

_ მე დღეს წარმოვადგინე ჩემი თვალსაზრისი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე. როგორია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ახალი მიდგომა საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რისი კორექტირება მოუწია მას ასდღიანი მმართველობის პერიოდში და რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი, რომ დღეს მისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები 60%-ით არის შეცვლილი და, ფაქტობრივად, საპირისპიროა იმის, რაც მას ჰქონდა დაგეგმილი წინასაარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე. შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნები ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე ოდიოზური, რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური მოვლენა. საგულისხმოა, რომ ამ არჩევნებმა კარგად წარმოაჩინა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კრიზისის პრობლემები. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს აშშის სათავეში მოვიდა უცნაურიტრიუმვირატი” _ “ქორები” (გენერალი მატიასი), ნეოლიბერალები (ტრამპის ხელმძღვანელობით) და სანავთობოჩრდილოეთის სინდიკატი” (რიკ ტილერსონი). შესაბამისად, ეს აისახა საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებებზეც.

აშშ-ის ახალი საგარეო-პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულება იქნება მულტიპოლარული გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც ჯორჯ ბუშიუმცროსის “ხისტი ძალისა” და ობამას “ჭკვიანი ძალის” საპირისპიროა. ნაკლებად მოსალოდნელია, ტრამპმა კარდინალურად შეცვალოს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებები, ვინაიდან ამ სამი თვის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები. ამასთანავე, თვით ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებში იკვეთება კლანური დაპირისპირების ნიშნები. 2001 წლის შემდეგ ქვეყნის შიგნით გაძლიერდა სპეცსამსახურების დაჯგუფება (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეთურობით), ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამ კლანმა მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, რომელსაც ტრამპის მხრიდან სამხედროების დაჯგუფების გაძლიერება მოჰყვა, არმიის ოფიცერთა მეთაურობით, და ე.წ. ქორების კლანის ტრამპის ადმინისტრაციასთან შერწყმა. ტრამპი იძულებულია, მათი ინტერესები გაითვალისწინოს, ვინაიდან ამ ეტაპზე ხელს არ აძლევს გამოსვლა და აქტიურობა. ტრამპის წინააღმდეგ ისეთი კამპანია აგორდა, ახლა მთავარია, თანამდებობა შეინარჩუნოს, მისი ერთადერთი დასაყრდენი დღეს სამხედროებია, ვინაიდან, თუ ისინიც განუდგნენ, ჩათვალეთ, რომ ტრამპს გადადგომა მოუწევს.

ამერიკის უსაფრთხოების კონცეფცია მუშავდება სამხედრო თეორეტიკოს კლაუზევიცის მიდგომების საფუძველზე. ეს საინტერესო მიდგომაა, ამიტომაც არის, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უფრო მეტადაა მილიტარიზებული, რაც მას გლობალური ექსპანსიონიზმის ერთგვარ პრეროგატივას აძლევს, როგორ უნდა გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეროვნული ინტერესების ამერიკული მოდელი სამ ძირითად პარამეტრს ემყარება: ფიზიკურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და თავდაცვის პრინციპებს.

დასავლეთის საინფორმაციო პროპაგანდა ავითარებს აზრს, რომ რუსები არიან გაჩანაგებულნი, ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ რეალურად რუსების შეიარაღებამ მოდერნიზების შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია და არ ჩამორჩება ნატოსას. რუსებმა დაასწრეს ნატოს და აფხაზეთის ტერიტორიასა და ყირიმში განათავსეს კომბინირებული სისტემები, ამიტომაც დაიწყო ტრამპა სტრატეგიული შეიარაღების მოდერნიზაციაზე საუბარი.

რუსეთისა და ამერიკის პოლიტიკურ ელიტებში მოვიდნენ სამხედროები. შედეგად, ჩვენ ვართ ახალი “ცივი ომის” საწყის ეტაპზე. აღმოსავლეთი ევროპა კვლავ დაძაბულობის არეალია ამ სუპერცენტრისტული ძალების დაპირისპირების ფონზე. რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უსაფრთხოების ვითარებიდან უსაფრთხოების ჩიხში შევიდა.

ჩვენ არაფერს ვაკეთებთ არსებული ვითარების შესაცვლელად

ადა მარშანია
ადა მარშანია

ადა მარშანია, პარლამენტის წევრი:

_ ჩვენ არ ვმუშაობთ, არ ვინდომებთ. ეს არის ჩემთვის აუხსნელი, რატომ ვიქცევით ასე, რადგან რთული საკითხია? წამოვწვებით და ასე დავიბრუნებთ აფხაზეთს?! მაგალითად, როდესაც მე მაქვს საშუალება წამოვიყვანო აფხაზი ახალგაზრდები და შევახვედრო ქართველებს, ვაწარმოებ საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს, ვმუშაობ ამ თემებზე, ჩვენი სამინისტროები ამ იდეის განსახორციელებლად ფულს არ მაძლევენ. მესმის, რომ დღეს ჩვენთვის მძიმე რეალობაა, მაგრამ ჩვენ არც არაფერს ვაკეთებთ არსებული ვითარების შესაცვლელად.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here