ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას.
მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მესხეთელ თურქებს საქართველოში დაბრუნებას დაჰპირდა.
რამდენიმე დღის წინათ კი თურქეთის ერთ-ერთი პარტია “ვატანის” (ე.ი. თურქეთის პოლიტიკური სუბიექტის) ოფიციალური დელეგაცია აფხაზეთს სტუმრობდა და იქ განაცხადა, რომ იწყებენ მუშაობას, რათა თურქეთმა ოფიციალურად აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მადლობების გადახდის ნაცვლად (რა არის სამადლობელი?) პრინციპულობის გამოჩენა უფრო მოეთხოვება!