მთავარი საქართველო საქართველომ ფულადი გზავნილებით რეკორდული თანხა მიიღო _ 1.5 მლრდ დოლარი

საქართველომ ფულადი გზავნილებით რეკორდული თანხა მიიღო _ 1.5 მლრდ დოლარი

105
გააზიარეთ

2021 წლის იანვარაგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით რეკორდული თანხა _ 1.5 მლრდ დოლარი გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიღებული გზავნილები წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია. კონკრეტული თვეების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა _ 208.4 მლნ ივლისში გადმოირიცხა, აგვისტოში კი გზავნილებმა 11%-ით მოიმატა და 204 მლნ დოლარი იყო.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების წყაროებს, ყველაზე მეტი ფული კვლავ რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, საიდანაც მიმდინარე წლის 8 თვეში 262.4 მლნ დოლარი გადმოირიცხა. 248.7 მლნ-ით მეორე ადგილზეა იტალია, 185.5 მლნ-ით მესამეზე _ აშშ, მეოთხე ადგილს კი 161.5 მლნ-ით საბერძნეთი იკავებს.

2021 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების სარეიტინგო სია ასეთია:

1. რუსეთის ფედერაცია _ 262.4 მლნ დოლარი, მატება წინა წელთან შედარებით 19%;

2. იტალია _ 248.7 მლნ, მატება 35%;

3. აშშ – 185.5 მლნ, მატება 40%;

4. საბერძნეთი _ 161.5 მლნ, მატება 18%;

5. ისრაელი _ 121.4 მლნ, მატება 22%;

6. თურქეთი _ 69.6 მლნ, მატება 4%;

7. გერმანია _ 69,1 მლნ, მატება 61%;

8. უკრაინა _ 621 მლნ, მატება 40%;

9. აზერბაიჯანი _ 56.3 მლნ, მატება 89%;

10. ესპანეთი _ 36.5 მლნ, მატება 23%.

მსოფლიო ბანკის ბოლო შეფასებით, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეფუძნება, ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ის ოდენობისაა. ეს მსოფლიოს მასშტაბით 21-ე პოზიციაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2021 წლის განმავლობაში რეკორდულად გაზრდილი ფულადი გზავნილები, სავარაუდოდ, მიმდინარე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

bm.ge

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here