Home რუბრიკები ისტორია სანამ თქვენ ქართველების უახლოესი ადამიანები იქნებით და, სანამ თქვენი მოდგმა იარსებებს, უბატონოდ...

სანამ თქვენ ქართველების უახლოესი ადამიანები იქნებით და, სანამ თქვენი მოდგმა იარსებებს, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემთ, მაგრამ, რომ მიდიხართ, სად მიდიხართ?!

1413

მკითხველს პატიება უნდა ვთხოვო იმის გამო, რომ კვლავ ვერ ვახერხებ დაწყებული საგაზეთო სტატიების ციკლისსტალინი და მიხეილ ჯავახიშვილიდასრულებას, რადგან მეტად აქტუალურ თემად მივიჩნიე .. სამხრეთ ოსეთის ლიდერის განცხადება რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქართველებსა და ოსებს შორის გარკვეული უთანხმოებები არსებობდა, ამ ორი ხალხის თანაცხოვრება, ძირითადად, კანონზომიერად ვითარდებოდა, სანამ ქვეყანაში პროვინციელი პიგმეი-ბელადები არ გამოჩნდნენ. იმისათვის, რომ ოსურ ეთნოსს განვითარების საშუალება მისცემოდა და სახე არ დაეკარგა, ქართველებმა თავიანთი ძირძველი მიწები ჯერ საცხოვრებლად დაუთმეს, შემდგომ, კულტურული ავტონომიის სახე რომ ჰქონოდა, ადმინისტრაციული ერთეულებიდან სოფლები და რაიონული ცენტრები გადასცეს, ხოლო ავტონომიური ოლქის ცენტრად სტალინირი უკურთხეს.

 1970-იან წლებში სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეცხვარეობა წარმოადგენდა. საქართველოს მთავრობამ 1930-იან წლებში ყიზლარის ზამთრის საძოვრების 120 ათასი ჰექტარი საძოვარი სამხრეთ ოსეთს გადასცა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ასიათასობით მანეთი გამოჰყო საძოვრების გაწყლოვანებისათვის, მწყემსთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. 1970-იან წლებში, სამხრეთ ოსეთის მეცხვარეობის გასავითარებლად, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი, 1 მლნ მანეთი დაიხარჯა სარწყავი სისტემების მშენებლობისთვის, მწყემსთა ბინების ელექტროფიკაცია-გაზიფიკაციისთვისა და მეცხოველეობისათვის საჭირო გრანულირებული საკვების დამამზადებელი ქარხნის მშენებლობისთვის.

მე ისე დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი და გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში დავიწყე მუშაობა, რომ ოსი ისეთივე ქართველი მეგონა, როგორიც სვანი, მეგრელი, თუში თუ აფხაზი. ერთ მშვენიერ დღეს კი ხურვალეთის მეურნეობის დირექტორის მისაღებში შემთხვევით გადაშლილ ვინმე დრიაევის პასპორტში ეროვნების გრაფაში “ოსი” ამოვიკითხე. 1954-დან 1959 წლამდე ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და ვმეგობრობდი აფხაზებთან, რომლებიც აკაკი ხორავამ აფხაზეთიდან ჩამოიყვანა და რომლებიც სწავლობდნენ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ არ ვიცოდი, რომ აფხაზი სხვა ეროვნება იყო.

1985 წლიდან სსრ კავშირში ასპიტი გველის აღზევების შემდეგ გაჩნდნენ ნაციონალურ ქურქში გახვეული პროვინციელი პიგმეები. მათ პირველკაცობა მოინდომეს და ამან გამოიწვია ძმათამკვლელი ომი, რომელიც წინასწარვე იყო გათვლილი ქვეყნის დასაშლელად და გასანადგურებლად.

ცხინვალი დღეს

სტალინმა, მის ანდერძად წოდებულ საუბარში ალექსანდრა კოლონტაისთან, თქვა: ჩვენი პარტიისა და ხალხის მრავალი საქციელი დამახინჯდება, პირველ რიგში, საზღვარგარეთ და ასევე ჩვენს ქვეყანაში. სიონიზმი, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის, სასტიკად იძიებს შურს ჩვენი წარმატებისა და მიღწევების გამო. ის კვლავ განიხილავს რუსეთს, როგორც ბარბაროსულ ქვეყანას, როგორც სანედლეულე დანამატს. და ჩემს სახელსაც ცილისწამების ჩირქი მოეცხება, მრავალი სისასტიკე დამბრალდება. მსოფლიო სიონიზმი შეეცდება, ჩვენი კავშირის განადგურებას ისე, რომ რუსეთი აღარასდროს აღდგეს. სსრკის სიძლიერე ხალხთა მეგობრობაშია. ბრძოლა მიმართული იქნება, უპირველეს ყოვლისა, ამ მეგობრობის გაწყვეტისკენ. ნაციონალიზმი განსაკუთრებული ძალით წამოყოფს თავს. ის დაჩაგრავს ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს გარკვეული დროით, მხოლოდ გარკვეული დროით. წარმოიქმნება კონფლიქტები. გამოჩნდება მრავალი პოგმეილიდერი, თავიანთი ერების მოღალატე. განვითარება უფრო რთული გზებით წარიმართება. საქმე ის არის, რომ მკვეთრი წინააღმდეგობები გაჩნდება დასავლეთთან. და მაინც, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, დრო გავა და ახალი თაობები კვლავ აღმართავენ თავიანთი მამებისა და პაპების დროშას, ისინი თავიანთ მომავალს ააშენებენ ჩვენს წარსულზე”. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება დღევანდელი სტატია.

აი, რა განუცხადა სააგენტო “რუს”-ს დე ფაქტო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადტაევმა:

“ამჟამად მუშავდება საკითხი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. კიდევ ერთხელ გამოხატავს საკუთარ ნებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციას, ამისთვის არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს. დღეს მთავარია რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა”.

ბატონო ალან! თქვენ შეგიძლიათ და უფლებაც გაქვთ, სადაც გინდათ და ვისთანაც გინდათ, წახვიდეთ და იცხოვროთ, მაგრამ ის ცხენი, რომელზეც თქვენ ზიხართ, მის პატრონს _ საქართველოს უნდა დაუბრუნოთ! მე, ოსი მოსახლეობის ძველი მეგობარი და თანამებრძოლი, ვიცნობდი ისეთ ადამიანებს, როგორც ქართული, ისე ოსური წარმომავლობის, რომლებსაც ახსოვდათ, რომ ქალაქ სტალინირში სულ 12 ოსური ოჯახი ცხოვრობდა. სანამდე თქვენ ჩვენი, ქართველების უახლოესი ადამიანები, იქნებით და სანამ თქვენი მოდგმა იარსებებს, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემთ, მაგრამ, რომ მიდიხართ, სად მიდიხართ?! ჩემი ცხენი დატოვეთ და თქვენ, სადაც გსურთ, იქ წაბრძანდით. და, თუ თქვენ ნაკლებად ერკვევით ქვეყნის მოწყობისა და საკუთრების უფლების საკითხებში, მან, ვისაც სთხოვთ მიერთებას, კარგად იცის, რომ მოპარულ ცხენს პატრონი აუცილებლად მიაკითხავს და მომპარავს მოჰკითხავს, ამიტომ აზრადაც არ უნდა გაივლოთ თავში, რომ თქვენ სურვილს ვინმე დააკმაყოფილებს.

იქნებ მართლაც იყო გაუგებრობები ბოლო პერიოდის ჩვენს ურთიერთობებში, მაგრამ, თუ ერთმანეთს მოვუსმენთ და გავუგებთ, ყველაფრის მოგვარება შეიძლება. როგორც აფხაზებსა და ოსებს არ აქვთ სხვა ხსნა, სხვა გზა და სამშობლო, საქართველოს გარდა, ისე არ აქვს სხვა გზა საქართველოს რუსეთთან მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის გარდა. მაგრამ, როგორც თქვენთან, ისე ჩვენთანაც, იყვნენ და არიან დღესაც კი ტვინგამორეცხილი პოლიტიკოსები, რომლებიც გამორჩენის მიზნით გახურებულ შანთსაც კი ხელში დაიჭერენ.

მათ გასაგონად, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთი მალე დაიშლება და ჩვენ თავისუფლები დავრჩებით, ერთი ყიზლარელი მწყემსის მონათხრობს გავიხსენებ: სტეპში არც ხევია, არც ხე, არც მთა და არც სხვა რამ თავშესაფარი. თაგვებსა და მელიებს მხოლოდ სოროები აქვთ. საიგაკები (სტეპის ჯეირნები) სწრაფი სირბილის იმედად არიან (მათი სიჩქარე საათში 80 კმ-ია). ერთმა მშიერმა მელამ ვერძი-მწარმოებელი შენიშნა, რომელსაც სათესლე ჯირკვლები, ასე ვთქვათ, ბეწვზე ეკიდა სხეულზე. იფიქრა, რაღა ციცქნა თაგვს ვსდიო, აგერ ამ ვერძს ჩავუდგები კვალში, სადაცაა ამხელა ხორცის ნაგლეჯი მოსწყდება სხეულს და ხორცი ბლომად მექნებაო. მელამ ბევრი სდია ვერძს, რომელსაც სათესლე ჯირკვლები არა და არ მოსწყდა. მელა იქამდე განაგრძობდა დევნას, სანამ ერთ დღეს, მშიერმა და ქანცქაწყვეტილმა, სული არ განუტევა; ვერძმა კი განაგრძო ცხოვრება და ნაშიერის გამრავლება. ასე დაემართება ყველას, ვინც რუსეთის დაშლას ელოდება.

სტალინი და ალექსანდრა კოლონტაი

პოლიტიკოსებო, პატივი მიაგეთ ერთმანეთის აზრებს, ისწავლეთ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე, მიაფურთხეთ ეშმაკს და ერთად იზრუნეთ სამშობლოზე. ნუ გააცინებთ მტრებს და გულს ნუ მოუკლავთ ცოცხალ წინაპრებს. ჩვენთვის ღიაა კარი ეკლესიისა, რომელშიც ჩვენს წინაპრებს ერთად ულოციათ, ცუდი და კარგი ყველა ერშია. მრავალმილიონიან ქვეყნებში ცუდი უფრო მეტია, ვიდრე მცირე ერებში. დიდებულია სიმონ ჩიქოვანის ლექსი დავით გურამიშვილზე:

შენ რუსი შეგხვდა ნამდვილი,

ვახტანგს რომ შეხვდა _ ის არა!”

აკაკი წერეთელი წერდა:

“ჩვენ დიდად ვაფასებთ რუს ხალხთან ძმობას, ერთობასა და მეგობრობას, არის ახალგაზრდა რუსეთი, რომელთანაც ჩვენ გვინდა ხელიხელჩაკიდებული ვიაროთ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთო საკაცობრიო იდეალების განხორციელების მიზნით, იმ იდეალებისა, რომელთაც ძმობა, ერთობა და თანასწორობა ეწოდება”.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ბაირახტარია ვახტან VI, რუსეთის არმიის სიამაყეა პეტრე ბაგრატიონი, რუსეთისა და საქართველოს დაახლოების გამორჩეული მოღვაწე იყო, ენციკლოპედიური განათლების მქონე ვახუშტი ბაგრატიონი, ჩრდილოეთისაკენ ხელგაწვდილი გახდათ ერეკლე II და ბოლოს _ იოსებ სტალინი, რომელმაც თვითონ გამოიგონა დიდი რუსი ხალხი და 30 წლის განმავლობაში მართავდა მას.

ჯერ კიდევ რუსეთის მიერ გაჭრილი გვირაბებითა და დაგებული რკინიგზებით ვუკავშირდებით ერთმანეთს. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო ფოთითბილისის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც დამთავრდა 1872 წელს; 1883 წელს დამთავრდა ბათუმიბაქოს რკინიგზის მშენებლობა; 1895 წელს აშენდა ჭიათურის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის შტო; მე-20 საუკუნის დასაწყისში რკინიგზის ქსელმა შეაერთა ამიერკავკასიის ქალაქები, შავი და კასპიის ზღვების მთავარი ნავსადგურები და ისინი ცენტრალურ რუსეთს დაუკავშირდა. განსაკუთრებით სწრაფად ვითარდებოდა სამთამადნო მრეწველობა. 1878 წელს დაიწყო ჭიათურის მარგანეცის საბადოების დამუშავება. 1900-იან წლებში ჭიათურის მარგანეცის მრეწველობა უკვე იძლეოდა მარგანეცის მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 54%-. ჭიათურის მარგანეცი გაჰქონდა ინგლისს, გერმანიას, ბელგიას, აშშსა და სხვა ქვეყნებს. მაშინ, როდესაც საქართველოს განაპირა მხარეებიდან ათეულ კილომეტრს გადიოდა კაცი მიღებული უწყების შინაარსის გასაგებად, რადგან სოფლად არ იყო წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი, 1819 წელს გამოვიდა პირველი “ქართული გაზეთი”, ხოლო პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალი, ყველა ქართველისათვის ხელმისაწვდომი და საყვარელი “ცისკარი” _ 1852 წელს. იმხანად ჩვენთან არ არსებობდა პოლიტიკური პარტიები, ამიტომაც პუბლიცისტიკა, უწინარესად, ლიტერატურული მოძრაობა იყო.

ჩვენი დღევანდელი ინტელიგენცია სადღაც ფსკერზეა და არ მონაწილეობს საზოგადოების განვითარების ვექტორის განსაზღვრაში. ქვეყნის ბედი პოლიტიკანებსა და ახალფეხადგმულ, უცხოეთის გავლენის ქვეშ მყოფ უპრინციპო ახალგაზრდობას აქვს მინდობილი. იმჟამინდელი ინტელიგენციის აქტიურობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში კი ნათლად ჩანს ლონდონში მყოფი ნიკო ნიკოლაძის გამოთქმულ თვალსაზრისში: “საუკეთესო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წყობილების იდეა, ჩვენი აზრით, ყველაზე ადრე რუსეთისათვის არის განსახორციელებელი… რუსეთი, ჩვენის რწმენით, სასურველ მიზანს უფრო ადრე მიაღწევს, ვიდრე თანამედროვე მოძრაობა ევროპაში. ამ მოსაზრებათა გამო ვფიქრობთ, რომ რაკი საქართველო სვე-ბედს თუნდაც თანამედროვე რუსეთს დაუკავშირებს, იგი უფრო ადრე მიაღწევს თავის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვიდრე მაშინ, როცა მას მოკავშირედ ან მფარველად ეყოლება”.

1937 წლის 26 თებერვალს პარტიის მე-17 ყრილობაზე სტალინი ლაპარაკობდა პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავებაზე კაპიტალისტურ ქვეყნებში და ამბობდა: ბრძოლის გაგრძელებამ საგარეო ბაზრებისათვის თავისუფალი ვაჭრობის უკანასკნელი ნაშთების მოსპობამ, ამკრძალავმა ბაჟებმა, სავაჭრო ომმა, ვალუტების ომმა და მრავალმა სხვა ანალოგიურმა ღონისძიებამ, რომლებიც ააშკარავებს უკიდურეს ნაციონალიზმს, ეკონომიურ პოლიტიკაში უკიდურესამდე გაამწვავა ურთიერთობა ქვეყნებს შორის, შექმნა ნიადაგი სამხედრო შეტაკებისათვის, რიგში დააყენეა ომი, როგორც საშუალება მსოფლიოში გავლენის სფეროების ხელახალი გაყოფისა ძლიერი ქვეყნების სასარგებლოდ”. უკრაინაში აგიზგიზებული ხანძარი მხოლოდ ამის შედეგია _ ათიოდე ოლიგარქმა ვერ გაიყო ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი ქვეყნის ქონება. ოლიგარქები უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძვიან თავიანთი კაპიტალის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად. წინა პლანზე გამოდიან სხვადასხვა რჯულისა და წარმომავლობის ადამიანები, სხვადასხვა ნიღბით ხალხის მოსატყუებლად. მაგრამ ოლიგარქმა შეიძლება ფული მოიგოს კაზინოში, ომს კი ვერასოდეს მოიგებს.

ოლიგარქიული მსოფლიო დღეს ახალი ომისათვის ემზადება, ოლიგარქებსა და მათ ოჯახებს ზიანი რომ არ მიადგეთ და საფრთხე არ დაემუქროს, იგონებენ სხვადასხვა სახის შორსმსროლელ არტილერიას, ლაბორატორიებში მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა ბიოლოგიური იარაღების დასამზადებლად, რათა თავიანთ ნებაზე დაარეგულირონ სახელმწიფოსა და მსოფლიოში ადამიანთა რაოდენობა პლანეტაზე, მეტი ნედლეული რომ დარჩეთ თავიანთი შთამომავლობისთვის გადასაცემად. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო საქვეყნოდ აცხადებს და მოუწოდებს თავის მომხრეებს _ დაე, რუსმა ბავშვებმა იცხოვრონ უჰაერო და უსინათლო სარდაფებში, ხოლო ჩვენ, დიდი ბანდერას შთამომავლებმა, ვიცხოვროთ ისე, როგორც შეჰფერის ევროპის ნათელ მომავალს. ის პირობას დებს, დახარჯოს ბოლო კაპიკამდე თავისი მილიარდები, რომელსაც სულ მალე ამოიღებს ისევ იმ გაუბედურებული ხალხისგან, რომელსაც დღისით-მზისით ატყუებს. ამას წინათ ჩემს სტატიაში, რომელიც სხვა გაზეთში გამოვაქვეყნე, ეწერა, რომ თითქოს უკრაინაში რუსეთი მარცხდება, რაც მართალი არ არის და ეს გაზეთის რედაქციის თვითშემოქმედება გახლდათ. იმ სტატიაში ჩემი კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვი ომის მიმდინარეობაზე რუსეთის მხრიდან და მთავარსარდლის მიერ ჩემთვის მიუღებელი მართვის ფორმებზე, მაგრამ გონებაშიც კი არ გამივლია, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება ამ ძირმომპალი საერთაშორისო იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. კაპიტალისტებისა და იმპერიალიზმის ლაღი ოცნება სიზმარია, რომელიც არ ახდება, ხოლო მისი სიძლიერე და საომარი დოქტრინა თოვლზე დაწერილი ანდერძია.

რუსმა ხალხმა თავისი რწმენა და პატრიოტიზმი 1941 წლის ბოლოს მოსკოვის მისადგომებთან აჩვენა მსოფლიოს, რომელსაც სტალინგრადის, კურსკის, კავკასიისა და ბოლოს _ ლენინგრადის ბრძოლები მოჰყვა. ლენინგრადის 900-დღიანი ბლოკადა გმირობის, გამბედაობის, მოთმინებისა და პატრიოტიზმის კლასიკური ნიმუშია. და ვიდრე არსებობს სიტყვა სტალინგრადი, რუს ხალხსა და რუს იარაღს დამარცხება არ უწერია!

რუსეთის ელიტას არ უსურს, ზედმეტი თავსატეხი გაიჩინოს უკრაინაში და მიწასთან გაასწოროს უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი. და, თუ ომის შემდგომი უკრაინა “გეოპოლიტიკური მონსტრის” (სტალინის) რკინისებურ დისციპლინაზე იქნება აგებული, ის კვლავ გახდება მეგობარ სახელმწიფოთა მაცოცხლებელი გული, რითაც კარგად იქნება არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ პოსტსაბჭოთა იმპერიაში მცხოვრები ხალხები.

“ან სიკვდილი, ან გამარჯვება!” _ უნდა აღდგეს მოწოდების ეს ფორმა. სწორედ უკრაინაში წყდება ბედი იმისა, იარსებებს თუ არა დედამიწაზე თავისუფალი ხალხი თუ კვლავ ოლიგარქების უღელქვეშ დარჩება არნახულ დამცირებაში მყოფ, სარწმუნოებაწართმეულ, სქესარეულ და ტვინგამორეცხილ ბრბოდ.

საქართველოს მოსახლეობამ, მთავრობასთან შეთანხმებით უნდა შექმნას ქვეყნის რჩეულთა საბჭო, რომელსაც ექნება უფლება, ქვეყანაში ჩაატაროს პლებიცისტი საკითხზე _ სურს თუ არა საქართველოს ნატოში შესვლა და სურს თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოების კავშირში გაერთიანება. გამოკითხვის შემდეგ, ხალხის რჩეულთა საბჭომ უნდა მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა მიგვიღოს დამოუკიდებელი სახელმწიფოების კავშირში და მოგვაქციოს თავდაცვის ერთიანი ქოლგის ქვეშ. ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, გააუქმოს არსებული კონსტიტუცია და საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ მიიღოს სრულიად ახალი, თანამედროვე პირობების შესაბამისი კონსტიტუცია, აგებული ქვეყნის ინტერესებზე. უნდა შეიცვალოს მართლმსაჯულება და ქვეყანაში დამყარდეს წესრიგი და დისიციპლინა. ქართველმა ხალხმა ლიბერალიზმსა და ყალბ დემოკრატიას მემორიალი უნდა დაუდგას, რათა შთამომავლობამ არასოდეს დაივიწყოს ლიბერალიზმის ზეობის ხანა. დასასრულ, მოგიწოდებთ ჩილელი სახალხო პოეტის, პაბლო ნერუდას, სიტყვებით:

მაგრამ იცოდეთ, ვაშინგტონო, ნიუიორკო,

თუ ლეგიონებს კვლავ აასხამთ საომარ ჯავშანს,

დიდი ქვეყანა სინათლისა რომ დაანგრიოთ;

თუ ჩიკაგოელ მსუქან ყასაბს საყმოდ გადასცემთ,

რაც გვწამს და გვიყვარს, ჩვენს სიხარულს და ჩვენს სიცოცხლეს, _

მაშინ ამოვალთ ქვესკნელიდან, რომ გზა შეგიკრათ

და სასიკვდილოდ დაგიკოდოთ ბოროტი გული,

ჩვენ ქოხებიდან, ტყეებიდან გამოვალთ ერთად,

ზღვიდან ამოვალთ, მდინარიდან, მიწის გულიდან,

ხანძარს გაგიჩენთ და ხიშტებზე აგაგებთ მკერდით.

ჩვენ ნახნავებშიც გამოვჩნდებით, რომ თქვენმა თესლმა,

ბოროტი ხელით რაც დასთესეთ დედამიწაზე,

თქვენვე შეგმუსროთ უძლეველი კოლუმბის მუშტით.

პურს არ გაღირსებთ, წყალს წაგართმევთ, ჰაერს არ მოგცემთ

და ჯოჯოხეთურ ცეცხლში, ქვეყნად რომ გააჩაღეთ,

თქვენვე დაგბუგავთ!”

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. საოცარი შრომისუნარიანობით გამოირცევა ბატონი გრიგოლი, – მართალი კაცი. ჯანმრთელობა მას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here