Home ახალი ამბები მსოფლიო რუსლან ხასბულატოვი: ელცინის გარემოცვაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ასობით აგენტი იყო

რუსლან ხასბულატოვი: ელცინის გარემოცვაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ასობით აგენტი იყო

266
რუსლან ხასბულატოვი: ელცინის გარემოცვაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ასობით აგენტი იყო

რუსეთის საბჭოთა სოციალისტურფედერაციული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ბორის ელცინის თანამოსანგრე რუსლან ხასბულატოვმა რადიოსადგურგოვორიტ მოსკვასთანინტერვიუში განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის გარემოცვაშიაშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ასობით აგენტი იყო”.

“იქ იყო, ალბათ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რამდენიმე ასეული აგენტი. რა ათეულობით, ასეულობით იყვნენ. ისინი განსაზღვრავდნენ ყველაფერს. იყო ასეთი შემთხვევები: მთავრობის ხელმძღვანელთან მიღებაზე მოდიოდნენ (იმხანად შედარებით დემოკრატია იყო. ადამიანებს შეეძლოთ, ხელმძღვანელთან შეხვედრა) და მას ელაპარაკებოდა ამერიკელი ამა თუ იმ საკითხზე. შემდეგ ბევრი საზღვარგარეთ გაიქცა. სწორედ მათ დაანაწევრეს და გაანადგურეს ყველაფერი. მაგალითად, სსრკ-ში იყო ელექტრონული მრეწველობის სამინისტრო ათობით უახლესი ქარხნით, ეს ყველაფერი გაანადგურეს და მათ ადგილას გახსნეს ბორდელები და ბანკები”, _ განაცხადა ხასბულატოვმა და დასძინა, რომ ეს არ არის საიდუმლო. ამის შესახებ ყველამ იცის.

“ელცინს მრჩეველებად ჰყავდა უცხოელები. მას შემდეგ კი, რაც პრეზიდენტი გახდა, ბევრ ძალოვანს, მინისტრის მოადგილის დონის, ამერიკაში გზავნიდა იქაურობის დასათვალიერებლად და შემდეგ დასკვნების რუსეთში გამოსაგზავნად. ეს იცის ყველა გენერალმა, რომლებიც იქ იყვნენ”, _ განაცხადა რსფსრ-ს უზენაესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

alternatio.orgზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here