Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთმა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ, ნოტა გაუგზავნა

რუსეთმა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას იარაღით ამარაგებენ, ნოტა გაუგზავნა

640

რუსეთმა ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნოტა გაუგზავნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. კითხვაზე _ რომელ ქვეყნებს გაუგზავნეს ნოტა, ზახაროვამ უპასუხა: “ყველას”.

უფრო ადრე მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოსკოვმა ვაშინგტონს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ნათქვამი იყო “გაუთვალისწინებელ შედეგებზე”, თუკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

მანამდე პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ნატოს ახლო მომავალში განზრახული აქვს, განაცხადოს უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ და რომ დასავლეთი უკრაინაში ყოველდღიურად 8-9 ავიარეისს განახორციელებს და კიევს იარაღით მოამარაგებს.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here